ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის 165-ე წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში 11 ნოემბერს ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის 165-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა, რომელსაც ბევრ საპატიო სტუმართან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.

„დიმიტრი ყიფიანი - მადლის მქმნელი“

2014 წელს დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 200 წელი შესრულდა. ყიფიანის პირადი საარქივო ფონდი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული, შესაბამისად, დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 200 წლის აღსანიშნავად, ასევე ამ უმნიშვნელოვანესი საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და საქმიანობის პოპულარიზაციისათვის, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური დახმარებით, საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტი მოამზადა.

მეცნიერებისა და ინოვაციების უპრეცედენტო კვირეული დაიწყო

პირველად საქართველოსა და კავკასიაში, მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული გაიხსნა. კვირეულის ჩატარების თარიღი სიმბოლურია. იგი 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს გაიხსნა და 17 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღეს დასრულდება.

სამოქალაქო განათლების გაძლიერება საჯარო სკოლებში

ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება გახსნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსმა კაიდო სირელიმ და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა, დოქტორმა ჯანან ათილგანმა.

ლია გიგაურმა სამუშაო შეხვედრა რაჭაში გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სისტემატიურად ატარებს საქართველოში არსებული სკოლების დირექტორებთან და მასწავლებლებთან შეხვედრებს. ამ მიზნით მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის საჯარო სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. ქ. ონის საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრაზე ლია გიგაურმა მოკლედ ისაუბრა განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე და ძირითადი დრო იმ თემებს დაუთმო, რასთან დაკავშირებითაც მასწავლებლებს შეკითხვები გააჩნდათ.

ონში სოფელ ღარის სკოლა სრულად რეაბილიტირდა

სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება კვლავ პრიორიტეტულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და იგი მუდმივ რეჟიმში გრძელდება. დასრულდა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. სოფელს დღეს, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ეწვია და პირადად დაათვალიერა განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები.

UNESCO–ში თამარ სანიკიძის გამოსვლის ტექსტი

ძვირფასო მინისტრებო და მოწვეულო სტუმრებო! მსურს გენერალური მდივნის განცხადებას გამოვეხმაურო და მიღწეული პროგრესი მივულოცო! განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და შესაბამისად, ეს საკითხი განათლების სფეროში ჩვენი მუშაობის ქვაკუთხედი უნდა იყოს მომავალი წლების განმავლობაში.

თამარ სანიკიძე UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 38–ე სესიაზე

პარიზში UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 38–ე სესია და განათლების კომისიის სხდომები მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ესწრებიან. კონფერენციის ფარგლებში, ორგანიზაციის სათაო ოფისში, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი განათლების მსოფლიო ფორუმის (მაისი, 2015 კორეის რესპუბლიკა) მიერ „განათლება 2030 წლისთვის“ სამოქმედო გეგმისა და დღის წესრიგის დამტკიცება იყო.

კომაროვის სკოლა 50 წლისაა

თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლას 50 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი სკოლამ სპეციალური საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, რომელშიც სამთავრობო, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნეს.

„XXI საუკუნის ტურიზმი და პროფესიული განათლება“

პროფესიულ კოლეჯში „იკაროსი“პირველი საერთაშორისო ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა თემაზე „XXI საუკუნის ტურიზმი და პროფესიული განათლება“. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა. კონფერენციის მიზანს წარმოადგენს ტურიზმის მიმართულებით პროფესიული განათლების მართვის სფეროში აქტუალური საკითხების, კვლევებისა და მართვის წარმატებული მაგალითების გაზიარება და პოპულარიზაცია, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

თბილისის 186-ე საჯარო სკოლის 80% რეაბილიტირდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე საჯარო სკოლების მონახულებას აგრძელებს. დღეს, ლია გიგაური თბილისის 186-ე საჯარო სკოლას ეწვია და პირადად გაეცნო განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მინისტრის მოადგილე სასწავლო პროცესის მიმდინარეობითაც დაინტერესდა და ზოგადად სკოლის საჭიროებებითაც დაინტერესდა.

ვორქშოფი „NEET“ ჯგუფების კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ

ETF-მა ჩაატარა კვლევა პარტნიორ ქვეყნებში, სადაც შესწავლილი იყო მოქალაქეთა ის ჯგუფები, რომლებიც არც მუშაობენ, არც სწავლობენ და არ არიან ჩართულები რაიმე სახის ტრენინგში („NEET“). საერთაშორისო კვლევის თანახმად მსგავსი ჯგუფების პროცენტული მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია საქართველოში. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში „NEET“-ის მაჩვენებელი 35%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალია ევროპისა და პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით.

თსუ-ს სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამუშაო ჯგუფთან, მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მინისტრი თამარ სანიკიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაზე ამჯერად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობასა და სპორტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს.

სკოლის ექიმების ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა

2014-2015 სასწავლო წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების აღდგენის პროცესი დაიწყო. საქართველოს მასშტაბით უკვე 300-მდე საჯარო სკოლაში ამოქმედდა ექიმის ახალი კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, მედიკამენტებითა და სხვა საჭირო რესურსებით. ექიმის კაბინეტების მოწყობის პროცესი შეუქცევადია და იგი ახალი წლიდანაც გაგრძელდება.

თბილისის სკოლების წარჩინებულები დასაჩუქრდნენ

წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გრძელდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის საჯარო სკოლების 356 მეათეკლასელს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.

ქართული დელეგაცია გერმანულ გამოცდილებას გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარის, თელავთან დამეგობრებულ, ქალაქ ბიბერახის საშუალო სკოლასა და პროფესიულ კოლეჯს ეწვივნენ, სადაც ხელმძღვანელობას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ.

ინტელექტ-ჩემპიონატის “ეტალონი-თბილისი” ფინალი გაიმართა

2015 წლის ოქტომბერში დაიწყო საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი “ეტალონი”, რომლის ფარგლებშიც ოქტომბერში ჩატარდა “ეტალონი-თბილისი”. ამ ეტაპზე პროექტში თბილისის 4 რაიონის სკოლები ჩაერთვნენ: გლდანი, ჩუღურეთი, მთაწმინდა და დიდუბე. დანარჩენი 6 რაიონის სკოლები 2016 წელს მიიღებენ მონაწილეობას ინტელექტ-ჩემპიონატში.

გერმანიაში ვიზიტი წარმატებით დასრულდა

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის დასკვნითი შეხვედრები ქალაქ ბერლინში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროსა და საქართველოს საელჩოში გაიმართა. თამარ სანიკიძე გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის მოადგილეს, სახელმწიფო მდივან ფერერიკ კიდშელს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და პროფესიული განათლების პროექტის ხელმძღვანელს ჰანელორე კრესს შეხვდა.

სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება

მიმდინარე წელს თბილისის 115 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, 50 სკოლაში ექიმის კაბინეტი მოეწყო, წლის ბოლომდე ორი ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება, ხოლო ახალი წლიდან დედაქალაქში კიდევ ორი სკოლის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რიგ სკოლებში დღესაც ხორციელდება ისეთი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სასწავლო პროცესს ხელს არ უშლის.

დუალური განათლების დანერგვაში გერმანელები დაგვეხმარებიან

საქართველოს დელეგაცია პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ შეხვედრებს აგრძელებს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე შტუტგარტში, ბადენ ვუტენბერგის განათლებისა და კულტურის სამინისტროში კოლეგას, მანფრედ შტელეს შეხვდა.

დასაქმების რეგიონული ფორუმი

საქართველო მასპინძლობს რეგიონულ ფორუმს სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების ეროვნული ბაზრების განვითარების საკითხებზე. კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.