სიახლეები
ინკლუზიური განათლების მონიტორინგი საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ასოციაცია „დეას“ ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა თემაზე ,,ინკლუზიური განათლების მონიტორინგი საქართველოში”. კონფერენცია პროექტის „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი იყო ინკლუზიური განათლების სფეროში მონიტორინგის ინსტრუმენტის / ინდიკატორების შემუშვება.თბილისის ყველა ბაღში სასკოლო მზაობის პროგრამა ამოქმედდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინიძე და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა დღეს თბილისის 63-ე ბაგა-ბაღში სასკოლო მზაობის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნენ.თამარ სანიკიძე გერმანიაში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს
პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია გერმანიაში იმყოფება. დელეგაციის წევრები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ხელმძღვანელობით, ბავარიის განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების სამინისტროში სახელმწიფო მდივანს გეორგ აიზენრაიხს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე ორი ქვეყნის წარმომადგენლების მიერ განხილული იქნა პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და განვითარების მიზნობრივი პროგრამა.
რვა საჯარო სკოლაში მანდატურები პირველად შევიდნენ
ახალ სასწავლო წელს სკოლის მანდატურები 3 რეგიონის 8 საჯარო სკოლაში პირველად შევიდნენ და თავიანთი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ. მანდატურის სამსახური ამოქმედდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალალის საჯარო სკოლაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს საჯარო სკოლაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების გამარჯვება, ყარაჯალასა და ქესალოს საჯარო სკოლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაზრეთისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლებში.მინისტრმა სოფელ ლესიჭინეს რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეს სრულად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა და მოსაწვლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. სასწავლო კორპუსი, რომელიც წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო სრულიად განახლდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. სკოლა ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.მოსწავლეებმა ვაჟას ნაწარმოებები გააცოცხლეს
ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. დღეს, ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, პოეტისა და მწერლის მშობლიურ ჩარგალში, სასკოლო თეატრალური ფესტივალის მონაწილე მოსწავლეები ჩავიდნენ. მათ ვაჟა-ფშაველას სახლ–მუზეუმში მოწყობილ სცენაზე ვაჟას ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლები წარმოადგინეს და თავიანთი ლექსებიც წაიკითხეს.შეხვედრა მარტვილელ პედაგოგებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები თბილისისა და რეგიონების პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად შეხვედრა მარტვილის რაიონის სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან გაიმართა. მინისტრმა მოკლედ ისაუბრა ბოლო პერიოდის ძირითად სიახლეებზე და ამ მიმართულებით დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.თსუ-ს სტუდენტთა სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამუშაო ჯგუფთან პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.საგრანტო კონკურსი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროფესიული განათლების პროექტის საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ ნახევარფინალისტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გახსნა. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა კატერინ კლემენტიმ მიმართეს.
წარჩინებულთა დაჯილდოება გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აგრძელებს წაჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოებას. დღეს, მინისტრმა ქუთაისის საჯარო სკოლების 134 მეათეკლასელს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ ქუთაისში მდებარე აფხაზეთის მე-5 და მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.თამარ სანიკიძე რეგიონებში ვიზიტს აგრძელებს
თამარ სანიკიძე რეგიონებში განახლებული სკოლების მონახულებას და ადგილზე არსებული საჭიროებების გაცნობას აგრძელებს. ამჯერად, მინისტრი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ჭოღას საჯარო სკოლას ეწვია, ზაფხულის პერიოდში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს დავით დიხამინჯიას სამინისტროს ჯილდო - სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადასცა.კონკურსის „თბილისი 2015" გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი" გაიმართა. ნომინაციები შემდეგ კატეგორიებზე გადანაწილდა: წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები, პოეტური ნაწარმოები, სიმღერა, ფერწერული ნაწარმოები, ქანდაკება, ფოტოხელოვნების ნაწარმოები, არქიტექტურული ნაწარმოები, თემატური ესე - „ჩემი თბილისი“ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის და ჟიურის სპეციალური პრიზი - გამორჩეული ავტორისათვის.იაკობ გოგებაშვილის იუბილე აღინიშნა
მწერალთა კავშირის ინიციატივით, მოზარდ მაყურებელთა თეატრში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 175 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებას ბევრი საპატიო სტუმარი ჰყავდა, მათ შორის იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. თამარ სანიკიძემ საუბილეო საღამო გახსნა და იმ დიდ ღვაწლზე ისაუბრა, რაც იკობ გოგებაშვილს, როგორც პედაგოგსა და „დედა ენის“ ავტორს, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელს საქართველოში, პუბლიცისტს, საბავშვო მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს სამშობლოს წინაშე მიუძღვის.წარმატებული საერთაშორისო პროექტი
ბათუმში გამართულ კონფერენციაზე პროექტი „კატასტროფის რისკის შემცირება განათლებაში“ საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა. ევროკავშირის/ECHO-ს წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში კარლოს აფონსომ ღია მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივით.საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“ ხელოვნების სასახლე გაიხსნა
კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“ 35 წლის იუბილე აღინიშნა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ხელოვნების დარგის ცნობილი სახეები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში მათ სტუდენტების მიერ შესრულებული თექის ნამუშევრები, ცნობილი მხატვრების, ხატმწერებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრები დაათველიერეს და რთველში მიიღეს მონაწილეობა.
თამარ სანიკიძემ ბათუმის უნივერსიტეტს იუბილე მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინსიტრმა თამარ სანიკიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 80 წლის იუბილე მიულოცა, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა და აჭარის ავტონიმიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, უნივერსიტეტის პროფესორები და მეცნიერ-თანამშრომლები ღირსების ორდენით, ღირსების მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.
მინისტრმა აჭარის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა
აჭარის რეგიონის საჯარო სკოლების 224-მა მეათეკლასელმა მინისტრისგან საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი მიიღო. თამარ სანიკიძემ კომპიუტერებით ის მოსწავლეები დაასაჩუქრა, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.კოხლეარული იმპლანტის მქონე პირებისთვის შესაბამისი სერვისები დაინერგება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, მომავალი წლების მნიშვნელოვან პრიორიტეტად კოხლეარული იმპლანტის მქონე პირთა განათლებისა და რეაბილიტაციის კუთხით ეფექტური სერვისების დანერგვა განისაზღვრა.სამეცნიერო პროექტებთან დაკავშირებით მინისტრი „ფოლკსვაგენის“ წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე „ფოლკსვაგენის“ ფონდის გენერალურ მდივანს ვილჰელმ კრულსა და ფონდის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მხარეებმა საქართველოში მეცნიერების განვითარების პერსპექტივები და საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საკითხები განიხილეს სადოქტორო საფეხურზე სწავლებისა და კვლევის მიმართულებით.„სასკოლო მზაობის პროგრამაზე“ რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "სასკოლო მზაობის პროგრამაზე" რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. "სასკოლო მზაობის პროგრამაზე" დარეგისტრირება 12 ოქტომბერს, 13:00 საათიდან, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge იქნება შესაძლებელი. რეგისტრაციის პროცესი 26 ოქტომბრამდე გასტანს, 2 ნოემბერს კი ბაგა-ბაღებსა და საჯარო სკოლებში პროგრამის განხორციელება დაიწყება.სანახაობრივი მსვლელობა პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის
პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისა და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით, სასტუმრო თბილისი „მერიოტში“, „ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების მხარდასაჭერად პროექტის“ ფარგლებში, ქართულ-ესტონური სამომავლო პერპექტივები განიხილეს.სიახლეები ვერ მოიძებნა.