ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

მზადება პროფესიულ პროგრამებზე ტესტრებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ პირთა პრეტესტს დაესწრო, სადაც აპლიკანტებს შესაძლებლობა მიეცათ წინაწარ გაევლოთ საცდელი ტესტირება და რეალურ გარემოში მოესინჯათ საკუთარი ძალები. პრეტესტი რეგისტრაციის შემდგომი ეტაპია. ხოლო, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა ტესტირება 11 ოქტომბერს დილის 9 საათიდან დაიწყება.

საქართველოში მაღალტექნოლოგიური საკვლევი ბაზა დაფუძნდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CERN-ის სამეცნიერო დირექტორს სერჯიო ბერტოლუჩის და CERN-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველს კრისტოფ შეფერს შეხვდა.

მინისტრი “ვეფხისტყაოსნის” ახალი, ინგლისურენოვანი თარგმანის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, “ვეფხისტყაოსნის” ახალი ინგლისურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მენციერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო. ბოლო 40 წლის მანძილზე, გამოვიდა ‘ვეფხისტყაოსნის’ ახალი ინგლისური თარგმანი, რომელიც პირველი პოეტური თარგმანია, შესრულებული 16 მარცვლიანი შაირით.

მინისტრებმა ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ახლადრეაბილიტირებულ მე-200 სკოლას ესტუმრნენ, სადაც სამინისტროს მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის თანმედროვე სასწავლო გარემო უნივერსალური დიზაინით მოეწყო და მოსწავლეთა ხელშეწყობისთვის ყველა სათანადო პირობა შეიქმნა.

ორი ქვეყნის მინისტრებმა ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრ მიქაელ ჯაბაროვს უმასპინძლა და მხარეებმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

თამარ სანიკიძე სსსმ პირების პროფესიულ ტესტირებას დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე პროფესიულ კოლეჯ „მერმისში“ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიულ ტესტირებას დაესწრო და მომავალ სტუდენტებს წარმატება უსურვა.

სამინისტროსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სამეცნიერო სფეროში საქართველოსა და გერმანიის ოცწლიანი წარმატებული თანამშრომლობის აღსანიშნავად, გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა სებასტიან შმიდტმა მოაწერეს.

„პროფესიული განათლების ფესტივალი”

„ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების მხარდასაჭერად პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი სახელწოდებით: „პროფესიული განათლების ფესტივალი” კონფერენციას დაესწრო.

კონფერენცია - „ერთობლივი სწავლება უკეთესი კვალიფიკაციებისთვის“

დღეს, ბათუმში სამდღიანი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს რეგიონული კონფერენცია „ერთობლივი სწავლება უკეთესი კვალიფიკაციებისთვის“ (Mutual learning for better qualifications) გაიხსნა. ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის პლათფორმა N4 ფარგლებში, ევროპული განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

დღეს მასწავლებლის საერთაშორისო დღეა

5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებაში მონაწილე 100-ზე მეტ პედაგოგს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეციერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს.

ქართველ მანდატურებს ამერიკელმა კოლეგებმა გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) წამომადგენლებმა თემაზე: „უსაფრთხო სკოლა“ ერთობლივი კონფერენცია გამართეს, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.

დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის განხილვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სხვადასხვა სამთავრო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სკოლის მოსწავლეებისთვის ათასწლეულის ინოვაციის ახალ კონკურსს იწყებს. კონკურსის თაობაზე განცხადება დღეს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გააკეთა. კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და აშშ-ის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ. ღონისძიების ფარგლებში, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2014-15 წლის ფინალისტების ინოვაციური პროექტების გამოფენაც გაიმართა.

სოფლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკოლა ახალი წლიდან ამოქმედდება

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს 1000-ზე მეტი მოსწავლე ახალი წლიდან ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებს სწავლას. საქართველოში სოფლის ერთ-ერთი ყველაზე მრავალკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და რამდენიმე თვეში დასრულდება. სკოლის მშენებლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი გაეცნენ.

რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ გახსნა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორები და მოწვეული პირები იღებდნენ მონაწილეობას.

მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ახალი პროგრამის პილოტირება იწყება

2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა და სტუდენტთა განათლების ხარისხის გაუმჯობესება განსაზღვრა. განათლების ხარისხის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს შვილების განათლების პროცესში მშობელთა ჩართულობა.

შეხვედრა საერთაშორისო ოლიმპიადების მონაწილეებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად სხვადასხვა მიმართულების 20-მდე ოლიპიადას და კონკურსს ატარებს, რომელშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მოსწავლეების დიდი ნაწილი ერთვება. წელს მონაწილეთა რიცხვმა 130 000 გადააჭარბა. მოსწავლეები კონკურსებში რამდენიმე ეტაპიან შესარჩევ ტურს გადიან და წარმატებით ართმევენ თავს რთულ დავალებებს. მათგან საუკეთესოები საერთაშორისო კონკურსებში ერთვებიან.

უპრეცედენტო საერთაშორისო აღიარება

გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „უნარები დასაქმებისთვის-მეორე ფაზა“ ფარგლებში, საზოგადოებრივ კოლეჯში „იბერია“ და პროფესიულ კოლეჯში „ფაზისი“ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა ISO 9001-2008 განხორციელდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით საქართველოში. 2015 წლის ივნისში, საერთაშორისო სასერთიფიკაციო ორგანოს (TUV) მიერ, აღნიშნული კოლეჯების სერტიფიცირება ჩატარდა ხარისხის მენეჯმენტში, რის შედეგადაც, მათ მიენიჭათ საერთაშორისო სერტიფიკატი.

ენების ევროპული დღე

26 სექტემბერს მთელი ევროპა საზეიმოდ აღნიშნავს ენების ევროპულ დღეს, რომელიც წელს უკვე მესამედ საქართველოშიც აღინიშნება. ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოს მიერ 2001 წელს ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად დაწესდა. ეს დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები რვაასი მილიონი ადამიანის წახალისება - ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ.

სტუდენტური გალა კონცერტი 2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სტუდენტური გალა კონცერტი გაიმართა. კონცერტზე შეკრებილ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მიულოცეს.