ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

საზეიმო მიღება 51- ე საჯარო სკოლაში

თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში წარმატებულ კურსდამთავრებულთა საზეიმო მიღება გაიმართა. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, უნივერსიტეტების რექტორები, წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა 3 დღე

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს სრულდება პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია. საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებსა და რესურსცენტრებში ყოველდღიურად ასობით ადამიანი რეგისტრირდება მათთვის სასურველ პროგრამაზე.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 27 სექტემბერს სრულდება

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს სრულდება პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია. საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. ყოველდღიურად ასობით ადამიანი რეგისტრირდება მათთვის სასურველ პროგრამაზე. არის პროგრამები, სადაც მსურველთა რაოდენობამ ბევრად გადააჭარბა მისაღებ კონტიგენტს.

სკოლებში ჭადრაკის ელექტრონული პროგრამა დაინერგება

დღეს, 23 სექტემბერს ხელი მოეწერა სამმხრივ მემორანდუმს, რომელიც სკოლებში ჭადრაკის ელექტრონული პროგრამის დანერგვას ითვალისწინებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ მოაწერეს.

საქართველოს მასშტაბით პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

ქუთაისის პროფესიულ კოლეჯში „იბერია“ წარმატებით მიმდინარეობს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია, მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს მასშტაბით არსებულ თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

მაგთიკომის საჩუქარი საქართველოს ყველა სკოლას

კომპანია მაგთიკომის ინიციატივით შეიქმნა და გამოიცა ისტორიული შინაარსის წიგნები: „საქართველო და ქართველები“ და „ყოველი საქართველო“. მაგთიკომი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას საჩუქრად გადასცემს აღნიშნულ წიგნებს. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წიგნის წარდგენის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მინისტრი თამარ სანიკიძე, კომპანია მაგთიკომის წარმომადგენლები, წიგნის ავტორები და სკოლის დირტექტორები დაესწრნენ.

პროფესიული განათლების კვირეული ჩატარდა

საქართველოს WorldSkills Georgia-ს ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით პროფესიული განათლების კვირეული ჩატარდა. კვირეულის დასკვნითი ღონისძიება დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მიულოცა.

UNESCO-სთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება

საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით, UNESCO-ს 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ქ. ბათუმს 13-16 სექტემბერს UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ერიკ ფალტი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ერიკ ფალტი შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს და მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს.

განახლებული აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი ბათუმში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმისათვის, რომ სწავლების ხარისხი იყოს მაღალი და შესაბამისი ევროპულ სტანდარტებთან, უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში სარეაბილიტაციო და აღჭურვით სამუშაოებს აფინანსებს. ბევრ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკვე დასრულებულია რამდენიმეტაპიანი, ძვირადღირებული აღდგენითი სამუშაოები, ნაწილი აღიჭურვა თანამედროვე ლაბორატორიებითა და უნიკალური საკვლევი დანადგარებით. პროცესი შეუქცევადია და მომავალშიც გაგრძელდება.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, დაეუფლოს პროფესიას. მიღება განხორციელდება 150-ზე მეტ, მათ შორის, 45 ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 33 საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

„ელსევიერის“ ბაზაში ორი ქართული სამეცნიერო ჟურნალი განთავსდება

საქართველოს მეცნიერების ისტორიაში პირველად, „ელსევიერის“ უმსხვილეს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში ორი ქართული სამეცნიერო ჟურნალი განთავსდება. შესაბამის შეთანხმებას ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოეწერა. “ელსევიერის” ბაზაში ორი ქართული სამეცნიერო ინგლისურენოვანი ჟურნალი: „ანდრია რაზმაძის მათემატიკური ინსტიტუტის ნაშრომები“ და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის „აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე“ განთავსდება.

სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამა

შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები მომზადება-გადამზადების პროგრამას იწყებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ ბრიფინგი გამართეს.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი წლის სტუდენტებს იღებს

82 ქართველი ახალგაზრდა სტუდენტი ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომს თბილისში მიიღებს, - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პროგრამების სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მენციერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ათასლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს დირექტორმა მაგდა მაღრაძემ მიულოცეს.

საკომუნიკაციო სტრატეგიის წარდგენა

ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ამოქმედდა. პროექტის მთავარი მიზანია მოხდეს სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლება და შესაბამისად, მივიღოთ უკეთესი ზოგადი განათლების სისტემა. აღსანიშნავია, რომ კარიერულ ზრდას თან ახლავს პედაგოგთა ანაზღაურების მატება.

მინისტრმა მსჯავრდებულებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. მინისტრები #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრნენ, სასწავლო პროცესს დაესწრნენ, პედაგოგებს შეხვდნენ და დაწესებულების ბიბლიოთეკა, ასევე, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ოთახი დაათვალიერეს.

სოფელ ზედა ვანში ახალი სკოლა გაიხსნა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედავანში სკოლის ახალი შენობა გაიხსნა. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ მოსწავლეებს ახალი 205-2016 სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

2015–2016 სასწავლო წელი დაიწყო

14 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს მცხეთის რაიონის სოფელ წილკანის საჯარო სკოლიდან მიულოცეს. მთავრობის მეთაურმა და განათლების მინისტრმა, მილოცვის შემდეგ, მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერეს ახლადაშენებული თანამედროვე სტანდარტების სკოლის შენობა.

ახალი სასწავლო წელი თსუ-ში

14 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თსუ რექტორიმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ მიულოცეს. ღოსნისძიებას სამინისტროსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას, 150-ზე მეტ, მათ შორის, 45 ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

მინისტრმა სისტემის ღირსეული წარმომადგენლები დააჯილოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საქართველოში გეომორფოლოგიის დარგის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსს, რექტორთა მრჩეველთა საბჭოს წევრს შოთა ცხოვრებაშვილს ღირსების ორდენი გადასცა.