სიახლეები
ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებით, ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინეტგრაციას შეუწყობს ხელს.ახალი სასწავლო წლისათვის მზადება დასრულებულია
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თბილისისა და რეგიონების არაერთი სკოლა მოინახულა და პირადად გაეცნო ახალი სასწავლო წლისათვის მზადების პროცესს. ამ სკოლებს შორისაა თბილისის 126–ე საჯარო სკოლა, სადაც ამჟამად 1070 მოსწავლე სწავლობს. სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში გაგრძელდა. რეაბილიტაციის შემდეგ სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა (930 იყო გასულ წელს).გოეთეს ინსტიტუტის პროექტი - გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის
გოეთეს ინსტიტუტი ახალი სასწავლო წლის დაწყებას მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტით ეხმიანება. გოეთეს ინსტიტუტში გრძელდება პროქტი „Vernetzt für Nachhaltigkeit“ (გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის), რომელიც ფინანსდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ამ პროექტის მიზანია სხვადასხვა ფორმის თანამშრომლობების ხელშეწყობა მდგრადი განათლების სფეროში.კონფერენცია „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები - 2015
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის დარბაზში საერთაშორისო კონფერენცია „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები - 2015" გაიხსნა. კონფერენცია გახსნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ.
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ საგრანტო კონკურსი მიმდინარეობს
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველომ პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიებას პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები და საგრანტო პროგრამის პროტენციური განმცხადებლები დაესწრნენ. ღონისძიება „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტის მთლიანი ბიუჯეტია 16 მილიონი აშშ დოლარი.სმენის დარღვევის მქონე პირთა ხელშეწყობისთვის ახალი პროექტი იწყება
2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა და სტუდენტთა განათლების ხარისხის გაუმჯობესება განსაზღვრა. განათლების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვან საკითხს, შვილების განათლების პროცესში მშობელთა ჩართულობა წარმოადგენს.თსუ-ს მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მაგისტრის წოდების მინიჭება კურსდამთავრებულებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა მიულოცეს.სარკინიგზო ტრანსპორტის პროფესიული კოლეჯი დაფუძნდება
პროფესიულ განათლებაში დამსაქმებლის ჩართულობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს რკინიგზასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის.პროფესიული განათლების განვითარების ახალი პროექტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოში კომპანია BP-ს დირექტორმა საგარეო საქმეთა საკითხში გია ღვალაძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა ხელი მოაწერეს სამმხრივ ხელშეკრულებას, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით ახალი საერთაშორისო სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება და განვითარების ხელშეწყობა.დირექტორთა პროფესიული განვითარებისთვის
საჯარო სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების მიზნით, თემატური ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით ტარდება. ერთ-ერთი მიმართულებაა - ფინანსების განკარგვა და კონტროლი. პროგრამის „საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის კორექცია“ ფარგლებში, საქართველოს მასტაბით ათეულობით სკოლის დირექტორი უკვე გადამზადდა.სკოლები ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის რამდენიმე სკოლას ეწვია და პირადად გაეცნო ახალი სასწავლო წლისათვის მზადების პროცესს. მინისტრმა სკოლებში ის სახელმძღვანელოები დაათვალიერა, რომელიც მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლისთვის გადაეცემათ. თამარ სანიკიძე სკოლებში ჩატარებული და მიმდინარე სარემონტო სამუშაოებითაც დაინტერესდა.უსაფრთხოების გაძლიერება საჯარო სკოლებში
საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების გაძლიერების, ბუნებრივი და სხვა ტიპის საგანგებო სიტუაციებში მოსწავლეების ქცევის მართვისა და მოზარდების დისციპლინური დარღვევების პრევენციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანამანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საჯარო სკოლების ჩართულობით, კონკრეტული რეკომენდაციები შემუშავდა.ქართული აკადემიური საზოგადოება სიახლეებს ეცნობა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ორდღიანი კონფერენცია იმართება, სადაც ქართული აკადემიური საზოგადოება უცხოელ (პირველ რიგში ევროპელ) პარტნიორებთან ერთად, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ახალ პრინციპებს ეცნობა. კონფერენციას სახელწოდებით „ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები: შესაძლებლობები და პრაქტიკული რჩევები“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ესწრება.თამარ სანიკიძე „ამბასადორიალზე“ სიტყვით გამოვიდა
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის „ამბასადორიალი 2015“-ის ფარგლებში, მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა მინისტრმა თამარ სანიკიძემ.სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება იწყება
სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით ბაკალავრიატის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ბრიფინგი გამართა.გორის სკოლები ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდებიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის მოადგილეები საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობას აგრძელებენ. ამჯერად, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.გორის რაიონის სკოლები ახალ სასწავლო წელს მომზადებული ხვდებიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ სკოლებში ვიზიტს და ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესის გაცნობას. ამჯერად, მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ქალაქ გორისა და გორის რაიონის რამდენიმე საჯარო სკოლა მოინახულეს, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, სამინისტროს პირველი პირები მოსწავლეებისათვის გადასაცემი სახელმძღვანელოებითაც დაინტერესდნენ.ამერიკელების საჩუქარი გორის მე-4 საჯარო სკოლას
გორის მე-4 საჯარო სკოლაში ინფრსტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპული სარდლობის მიერ დაფინანსდა და აშშ-ის სალეჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მიერ განხორციელდა. დღეს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა დასრულდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში’’ წარმატებით დასრულდა. პროექტი წყნეთში - ,,ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის’’ ბაზაზე სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 600 წარმატებული მოსწავლე მონაწილეობდა საქართველოს ყველა კუთხიდან.თელავის პროფესიულ კოლეჯში „პრესტიჟი“ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი თელავის პროფესიულ კოლეჯში „პრესტიჟი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. მიმდინარე წელს კოლეჯში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურულ პროექტი განხორციელდა.წარმატებული მოსწავლეების მორიგი ჯგუფი დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა
ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული თორმეტი საუკეთესო მოსწავლე დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა. ისინი ორი კვირის განმავლობაში ინგლისური ენის შემსწავლელ ინტენსიურ კურსს ჰეისტინგსის (ინგლისი) ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში გადიოდნენ. მოსწავლეები შეირჩნენ ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლიდან’’, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლასთან ერთად ხორციელდება.სიახლეები ვერ მოიძებნა.