ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

ახმეტის რაიონში განახლებული სასწავლო კორპუსი ამოქმედდება

ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ „აისი“-ს ფილიალის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მორიგი თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლო დაწესებულება განახლებული ინფრასტრუქტურით გააგრძელებს ფუნქციონირებას. კოლეჯში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გაეცნო.

თელავის სკოლები ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები რეგიონების საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესს ეცნობიან. ამჯერად, მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა თელავის რამდენიმე სკოლა მოინახულეს და პირველ რიგში მოსწავლეებისათვის გადასაცემი სახელმძღვანელოებით დაინტერესდნენ.

მხედველობის დარღვევის მქონე პირთა განათლების სპეციალისტებს ტრენინგი უტარდებათ

20-27 აგვისტოს ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველოს" ოფისში მრავლობითი დარღვევის მქონე მცირემხედველი და უსინათლო ბავშვების ადრეული ჩარევის სპეციალისტების ტრენინგ-კურსი ტარდება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "მარიანი" გერმანელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. "მარიანი" მხედველობის დარღვევის მქონე პირთა განათლების, რეაბილიტაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს და მისი პარტნიორები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გერმანული ფონდი "თბილისის უსინათლოთა სკოლის მეგობრები" არიან.

თბილისის 151-ე საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება

თბილისის 151-ე საჯარო სკოლის 1200–მდე მოსწავლეს ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების, რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი ექნება. სპორტულ დარბაზთან ერთად, სკოლაში წელს დერეფნები, საკონფერენციო დარბაზი და ბიბლიოთეკა გარემონტდა, უნივერსალური დიზაინით გაკეთდა პანდუსები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მათთვის ადაპტირებულია სპორტული დარბაზიც.

სამუშაო შეხვედრა კახეთის რეგიონში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებსა და რესურსცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ანალოგიურ ინფორმაციულ და ანალიტიკურ შეხვედრებს სამინისტრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სისტემატიურად ატარებს. ასეთი შეხვედრები ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, ამ დროს ირკვევა თუ როგორ ინერგება და ხორციელდება სამინისტროს მიერ ინიცირებული სიახლეები ადგილებზე, არის მსჯელობა პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

თბილისის მე–18 საჯარო სკოლაში თანამედროვე სპორტული დარბაზი მოეწყობა

თბილისის მე–18 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი ექნებათ. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, დარბაზს ექნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული სველი წერტილები და გასახდელი. დარბაზთან ერთად სკოლაში საკლასო ოთახებიც რემონტდება და აქატიურად მიმდინარეობს ახალი სასწავლო წლისთვის მზადება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მე-18 სკოლას ეწვია და პირადად დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები.

პროფესიულ კოლეჯებში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები (FABLAB) მოეწყობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების (FABLAB) მოწყობა საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამ თემაზე მორიგი სამუშაო მშეხვედრა გაიმართა.

მზადება ახალი სასწავლო წლისთვის

ახალი სასწავლო წლისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია. უმრავლეს საჯარო სკოლებში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, ძირითადად დასრულებულია არსებული სახელმძღვანელოების დახარისხება. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე სახელმძღვანელოების სრულ პაკეტს მიიღებს. პაკეტი მოიცავს როგორც მაღალი ქულით შეფასებულ, უკვე გამოყენებულ სახელმძღვანელოებს ასევე, ახალ წიგნებს.

პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ვადები გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2015-2016 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებად 2015 წლის 23 აპრილილიდან 11 ივლისამდე პერიოდი განსაზღვრა. რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორციელდა და დღეისათვის საჯარო და კერძო სკოლების პირველ კლასებში 46 660 მოსწავლეა დარეგისტრირებული.

სტუდენტური საერთო საცხოვრებელი უნივერსალური დიზაინით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს შორისაა სტუდენტური საერთო საცხოვრებლის, ტრენინგ-ცენტრისა და სასტუმროს რეაბილიტაცია. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამივე ობიექტი სრულად დააკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.

ისანი-სამგორის რაიონში 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

103-ე სკოლა მრავალრიცხოვან მეტრომშენის დასახლებაში შენდება. სკოლის ძველი ავარიული შენობის დემონტაჟი ქალაქის მერიასთან ერთად განხორციელდა და მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვასთან დაკავშირებით რიგი მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჩრდილს აყენებს როგორც სამინისტროს მიერ განხორციელებულ „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას“, ასევე შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

საზოგადოებრივი მეცნიერებების განახლებული სტანდარტის პრეზენტაცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა პრეზენტაცია გამართა, რომლის მიზანი იყო საზოგადოებრივი მეცნიერებების ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი საფეხურის განახლებული სტანდარტის განხილვა.

WorldSkills-ის შეჯიბრის მეორე დღემ წარმატებით ჩაიარა

WorldSkills-ის საერთაშორისო კონკურსის მონაწილე საქართველოს გუნდის ყველა წევრმა დავალება წარმატებით შეასრულა და ასპარეზობას მომდევნო ტურში აგრძელებს. დღესაც საკმაოდ დაძაბული ტური მიმდინარეობს, წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს გუნდს.

დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტების გადამუშავება დასრულდა

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესი. ახალი სასწავლო გეგმის დანერგვა 2016-2017 სასწავლო წლიდან დაიწყება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა უკვე დაასრულა დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასების) საგნობრივი სტანდარტების გადამუშავება.

Worldskills Georgia საქართველოს განათლების მინისტრთან ერთად სან-პაულუს სკოლას ესტუმრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ბრაზილიაში საქართველოს ელჩთან ოთარ ბერძენიშვილთან და Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებთან ერთად სან-პაულუს ლუისა სალეტეს ჟუნკა დუ აუმეიდას სკოლას ესტუმრა.

საქართველოს წარმომადგენლები საერთაშორისო კონკურსზე

კონკურსის - WorldSkills Georgia გამარჯვებული, საქართველოს პროფესიული კოლეჯების სტუდენტები, ბრაზილიაში დაგეგმილ პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსზე იმყოფებიან. WorldSkills–ის რიგით 43-ე საერთაშორისო შეჯიბრება 2015 წლის 11-16 აგვისტოს, ქალაქ სან-პაულოში იმართება.

გენდერული თანასწორობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლისთვის

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო დისკუსია გამართა თემაზე: "გენდერული თანასწორობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლისთვის". შეხვედრის მიზანი იყო მსჯელობა გოგონებისა და ქალების ინტერესის გაზრდის გზებზე საბუნებისმეტყველო, ზუსტ და საინჟინრო მეცნიერებებში.

თბილისში 133 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აგრძელებს სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობას. ამჯერად თამარ სანიკიძე თბილისის №64 საჯარო სკოლაში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

არაქართულენოვანი მოსწავლეები საზაფხულო სკოლაში

საქართველოს მოქალაქე სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეთა სამოქალაქო ინტეგრაციის, მათი დაახლოებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მიზნით, განათლების სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა „მულტიკულტურული საზაფხულო სკოლა ეთნიკური უმცირესობებისათვის“, სადაც არაქართულენოვანი მოსწავლეები ქართულ ენას ეუფლებიან, ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ, ეცნობიან საქართველოს ისტორიას, კულტურას და რამდენიმე დღის განმავლობაში მეგობრულად თანაცხოვრობენ.

არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით დოკუმენტი მუშავდება

სართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ახალ ინიციატივასთან დაკავშირებთ იმსჯელეს. ინიციატივა არასრულწლოვანთა 24 საათზე მეტი დროით მესამე პირების მიერ სხვადასხვა ღონისძიებაზე გაყვანისათვის უსაფრთხოების სტანდარტის შემუშავებას გულისხმობს.