ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

გარემოს დაცვა და ჰორიზონტი 2020 საქართველოში

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა „ჰორიზონტი 2020”-ის საინფორმაციო დღე „გარემოს დაცვა და ჰორიზონტი 2020 საქართველოში“ გაიმართება.

„სპექტრის“ სტუდენტებმა ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დაასრულეს

პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“ სტუდენტებმა საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში, ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დაასრულეს. ბიბლიოთეკა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისათვის და აღჭურვილია კოლეჯში მიმდინარე პროგრამებისათვის განკუთვნილი თანამედროვე სახელმძღვანელოებით, აქვე ფუნქციონირებს ელექტრონული ბიბლიოთეკა.

ბავშვზე ძალადობის პრევენციის მიზნით პროექტი ხორციელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ახორციელებს პროექტს „ბავშვთა მიმართ ძალადობა – გადამისამართების პროცედურები ბავშვის დაცვის საჭიროების შემთხვევებში“.

განათლების მინისტრი აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას დაესწრო. გამოფენაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა, ქართველი და უცხოელი ფოტორეპორტიორების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

განათლების მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მიუსამძიმრა და დაღუპულთა საფლავები გვირგვინით შეამკო.

სამი სამინისტროს მემორანდუმი ქართული ჯარის პოპულარიზაციისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისათვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

ფრანკფურტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ახალ ფაზაში გადავა

ფრანკფურტის გოეთეს სახ. უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის შემდგომი განვითარებისა და ქართველოლოგიის ევროპასთან სამეცნიერო ინტეგრაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი იოსტ გიპერტი და პროფესორი მანანა თანდაშვილი მონაწილეობდნენ.

პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურული პროექტები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აგრძელებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას. ამჯერად, თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს პროფესიულ სასწავლებლებში 2013 წლიდან დღემდე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.

მოსწავლეთა საერთაშორისო წარმატება

ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები (4 მონაწილე) ინფორმატიკის 27-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან (IOI 2015 ყაზახეთი 26 ივლისი-2 აგვისტო ალმაატა) 4 მედლით დაბრუნდნენ. ოთხივე მონაწილე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ამ შედეგით საქართველო ქულათა ჯამური რაოდენობით 84 მონაწილე ქვეყნიდან 30 საუკეთესოთა შორის მოხვდა და ბევრ მასზე დიდ და განვითარებულ ქვეყანას გაუსწრო.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტები

ქართული ჯარის პოპულარიზაციისა და პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა და დღეს მინისტრები თამარ სანიკიძე და თინათინ ხიდაშელი საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ სასკოლო კონკურსებს, უზრუნველყოფენ საინფორმაციო საგანმანათლებლო ექსკურსიებსა და სხვა სასწავლო რესურსებს.

წარმატებული მულტიკულტურული პროექტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყანა მულტიკულტურული და მრავალეროვანი სახელმწიფოა, ეთნიკური უმცირესობებისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა „საზაფხულო სკოლების“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეპროგრმა „მულტიკულტურული საზაფხულო სკოლა ეთნიკური უმცირესობებისათვის“ ხორციელდება.

საქართველოს გუნდი WorldSkills–ის 43-ე საერთაშორისო შეჯიბრებაზე

კონკურსის - WorldSkills Georgia გამარჯვებული, საქართველოს პროფესიული კოლეჯების სტუდენტები, მიმდინარე წლის აგვისტოში, ბრაზილიაში დაგეგმილ პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწიულეობას. სან-პაულოში გამგზავრებამდე, საქართველოს გუნდის ბოლო, გასამხნევებელი შეხვედრა გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან თამარ სანიკიძესთან.

გარემოსდაცვითი განათლება სკოლამდელ დაწესებულებებში

სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განათლების პროგრამას გარემოსდაცვითი კომპონენტი დაემატება. საკითხზე, დღეს სასტუმრო “ტიფლის პალასში” იმსჯელეს. შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და გახსნეს.

2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო!

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და გადავიდნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამისათვის, სტუდენტი ონლაინ რეჟიმში უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge. ელექტრონულ პორტალზე სტუდენტთა განაცხადების რეგისტრაცია დაიწყება 3 აგვისტოს 11:00 საათზე და გაგრძელდება 20 აგვისტოს 18:00 საათამდე.

ქეთევან ნატრიაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ ორგანიზებულ გენდერულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. კონფერენციაზე, გოგონებისთვის ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის საჭირო სტრატეგიაზე იმსჯელეს.

თანამშრომლობა ახალი პროექტის დანერგვის პროცესში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის პროცესში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თამარ სანიკიძე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე

ტანვარჯიშის სასახლეში თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ეგიდით მიმდინარე შეჯიბრებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრნენ. ტარიელ ხეჩიკაშვილმა და თამარ სანიკიძემ ფესტივალის ფარგლებში გამარჯვებული ტანმოვარჯიშეებიც დააჯილდოეს.

თსუ-ს სამაგისტრო პროგრამას “საჯარო მმართველობა“ საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამისთვის “საჯარო მმართველობა“ საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭების აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების, სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები, თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე სტუდენტები დაესწრნენ.

აკადემიური ჟესტური ენის განვითარება

პირველად საქართველოში, ყრუ პირთა პროფესიული განათლება ჟესტური ენის თარჯიმნის დახმარებით, ჟესტურ ენაზე მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აკადემიური ჟესტური ენის განვითარებისათვის განხორციელებული სამუშაოები სპეციალისტებმა შეაჯამეს, აქვე გაიმართა ვებგვერდის SignWiki-ის პრეზენტია. ვებგვერდი განკუთვნილია ყრუ პირთათვის, მათი მშობლებისთვის, ჟესტური ენის პედაგოგებისა და თარჯიმნებისთვის.

თსუ-ს კურსდამთავრებულთა 2015 წლის გამოშვება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის 2015 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 2014-2015 წელს თსუ-ს ბაკალავრიატი 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. მათ შორისაა 2014 წელს შექმნილი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულები. თავად ფაკულტეტმა კი, წელს თავისი პირველი გამოშვება იზეიმა.

ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში წარმატებით ხორციელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, პროგრამა „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში“ უკვე მეშვიდე წელია ხორციელდება. პროგრამის მონაწილეები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების მესამე ტურის შედეგების საფუძველზე შერჩეული მე-9, მე-10 და მე-11 კლასის წარმატებული მოსწავლეები და სამინისტროს მიერ ორგანიზებული სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულები არიან. პროექტის მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გაეცნო.