სიახლეები
განსაკუთრებული ზრუნვისა და საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა
სასტუმრო რედისონში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე „მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის განვითარებით“. შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობას. ამჯერად, მინისტრმა ოზურგეთის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბუილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა.აკაკის იუბილესადმი მიძღვნილი სასკოლო კონკურსები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა სლოგანით „აკაკი თანამედროვე რეალობაში“. დღეს, გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება და შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მონაწილეობდნენ.შეხვედრა იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის საკითხებზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრს (FZJ) შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უძღვებოდა.სასკოლო ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია
სასწავლო შედეგების გაუმჯობესების წინაპირობა შესაბამისი, გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურაა. ამ მიზნით, სამინისტროს მიერ სრულადაა შესწავლილი ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, რის შედეგადაც 2013 წელს დაიგეგმა და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. თამარ სანიკიძემ საჯარო სკოლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცელი პრეზენტაცია დღეს, ჟურნალისტებს წარუდგინა და ყველა მათ შეკითხვას უპასუხა.საგრანტო კონკურსი პროფესიული განათლების განვითარებისათვის
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, იწყებს საგრანტო კონკურსს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, რომელსაც პროექტის ხელმძღვანელი, დევიდ ჰენდლი უძღვებოდა.შეხვედრა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) წარმომადგენლებთან
საქართველოს განათათლებისა და მეცნიერების მინსიტრი, თამარ სანიკიძე აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) რეგიონული ვიცე-პრეზიდენტის მოადგილეს ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში ფატიმა სუმარის და კორპორაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოსთვის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიოინ აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე პროგრამების განხილვა.კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინიციატივით ქ. ბათუმში ჩატარდა საკოორდინაციო შეხვედრა თემაზე „კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში“. შეხვედრა ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტისა (ECHO) და გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის „არბაითერ-სამარიტერ-კავშირის“ (ASB) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.ქართველი მოსწავლეების მორიგი საერთაშორისო წარმატება
მათემატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები (6 მონაწილე) მათემატიკის 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან IMO 2015 (ტაილანდი, ჩიანგ-მაი) 4 მედლითა და 1 სიგელით დაბრუნდნენ. ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ზურაბ მეშველიანი (კომაროვის სახელობის ფიზიკა–მათემატიკის N199 საჯარო სკოლა) აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოლიმპიადაზეც იგი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.ჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკა“ გაიხსნა
19 ივლისს ჩოხტაურში, თბილისის სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის დაბადების დღეზე, მისი სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკა მედიასახლ “გურია ნიუსისა” და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციტივით და ახალგაზრდების ენთუზიაზმით გაკეთდა.თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი გაიხსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ცენტრი საზეიმოდ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სპორტისა და ახალგაზრდობს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნეს. თბილისს კიდევ ერთი ულტრათანამედროვე სპორტული კომპლექსი შეემატა, რომელიც განსაკუთრებულია იმით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენებისთვის არის განკუთვნილი, რაც უნიკალური მოვლენაა არა-მარტო ჩვენი ქვეყნის არამედ, მთლიანად რეგიონის მასშტაბითაც.ქუთაისში სასკოლო მზაობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო პროგრამა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნო. განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული იქნა ერთიანი კონსოლიდირებული სტრატეგია უწყვეტი განათლების სისტემის განხორციელების მიზნით.რუსთაველის ფონდს ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რუსთაველის ფონდი 2015 წლის 21 აპრილიდან ახალი წესდებით მუშაობს. მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად, ფონდის მართვის მიზნით, შეიქმნა ახალი კოლეგიალური ორგანო - სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც პირველად შევიდნენ მსოფლიოში აღიარებული უცხოელი და ქართველი მეცნიერები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის მოადგილე.სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დასრულდა
წელს პირველად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიურ შეჯიბრებებში 11 ქალაქის - თბილისის, ბათუმის, მცხეთის, გორის, რუსთავის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდის და ამბროლაურის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. სასკოლო გუნდები ერთმანეთს სპორტის 4 სახეობაში - კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მინი ფეხბურთსა და მძლეოსნობაში ეჯიბრებოდნენ. სასკოლო სპორტული ოლიპიადა წარმატებით მიმდინარეობდა და „მომავლის ბანაკში“ ოლიმპიადის ფინალური ტურნირით დასრულდა.განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაზო და საშუალო სკოლის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადებისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, სკოლის დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები და ის პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებიც პრაქტიკის კვლევაში იყვნენ ჩართულნი.ავსტრიის მხარე ტურიზმში თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ტრანსპორტისა და ინოვაციების ფედერალური სამინისტროს დელეგაცია და ავსტრიის კერძო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებიან. ავსტრიელ სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე შეხვდნენ.
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები დაფუძნდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა პროფესიული განათლების როლი მეწარმეობის განვითარებაში. ამ მიზნით, სამინისტრო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთად მუშაობს მეწარმეობის ახალ მოდულზე, რომელიც პროფესიულ სასწავლებლებში „ფაბლაბების“ (Fab Lab (Fabrication Laboratory) – სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების დაფუძნებას გულისხმობს.
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაგრძობს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესის განხორციელებას.
აშშ-ის მთავრობის სტრატეგიული ინვესტიცია საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, აცხადებს საქართველოს რეგიონებში, 2015 წლის ფაზის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის პირველ საერთაშორისო ტენდერს. აღნიშნული კომპაქტი ძალაში შევიდა 2014 წლის 1 ივლისს.დაწყებითი განათლების პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) საპილოტე პერიოდის დასრულებასთან დაკავშირებით, საპილოტე სკოლების დირექტორთა ერთდღიანი შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაწყებითი განათლების პროექტის პილოტირება 2013 წლიდან მიმდინარეობდა და მისი მიზანი იყო ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების შემოღება და დანერგვა.განახლებული სკოლის შენობა სოფელ ჭოღაში
კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების რეაბილიტაცია მთავრდება. სამუშაობის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.სიახლეები ვერ მოიძებნა.