სიახლეები
მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მე-15 ჯგუფი საქართველოში მოღვაწეობას იწყებს
მშვიდობის კორპუსი აგრძელებს ქართველი ხალხის სამსახურში ყოფნას და 10 ივლისს 52 ახალი მოხალისის ფიცის დადების ცერემონიას მართავს. ეს მოხალისეთა მეთხუთმეტე ჯგუფია, ვინც საქართველოში იმსახურებს. მოხალისეებს შორისაა 33 ინგლისური ენის მასწავლებელი და 19 ორგანიზაციული განვითარების მრჩეველი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს თერთმეტ კვირიანი ტრენინგი, რაც მოიცავდა ქართულ ენასა და კულტურას, სამსახურთან დაკავშირებულ სპეციალიზირებულ უნარებს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.ჰიდრავლიკური და ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბორატორია ამოქმედდება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წყლის რესურსების მართვის ქართულ-ავსტრიულ უნიკალურ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში, ჰიდრავლიკური და ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბორატორია ამოქმედდება თავისი სრულფასოვანი კვლევითი/საექსპერიმენტო შორის დასრულდა, ბაზით. პროექტის თაობაზე თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ავსტრიის მთავრობას შესაბამისად, ლაბორატორიის შექმნასა და აღჭურვაში ქართულ მხარეს დახმარებას ავსტრიის მთავრობის მიერ შერჩეული ავსტრიული კომპანია Bilfinger VAM Anlagentechnik GmbH გაუწევს, რომელსაც ანალოგიური პროექტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს განხორციელებული.ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საქართველოს მასშტაბით 144 გამორჩეულად წარმატებული მოსწავლე სასკოლო ოლიმპიადებსა და ინფორმატიკის ეროვნულ ტურნირში მოპოვებული გამარჯვებისთვის დააჯილდოეს. მადლობის სიგელებით დაჯილდოვდა რეიტინგული სიის I, II, III ადგილებზე გასული სკოლები. რაც შეეხება I-II-III ადგილზე გასულ და საუკეთესო ათეულში მოხვედრილ 144-ვე მოსწავლის 110 პედაგოგს, ფულადი პრემიები და სიგელები გადაეცემათ.თანამედროვე სტანდარტების პროეფესიული კოლეჯი ქალაქ ჯვარში
წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარში აქტიურ ფაზაშია შესული პროფესიული კოლეჯის „ლაკადა“ სრული რეაბილიტაციის პროცესი. მორიგი თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლო დაწესებულება სექტემბრიდან განახლებული ინფრასტრუქტურით გააგრძელებს ფუნქციონირებას. კოლეჯში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.„სასკოლო მზაობის პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში საშა გრაუმანმა დღეს, „სასკოლო მზაობის პროგრამის“ პრეზენტაცია წარმოადგინეს. პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ადგილობრივი და საერთაშიროსო პარტნიორების ხელშეწყობით (გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, „ვორლდვიჟენ საქართველო“, „კივიტას გეორგიკა“) მომზადდა და განკუთვნილია იმ ბავშვებისათვის, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს სწავლას დაიწყებენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის I კლასში.მემორანდუმი ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია 2016 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.
მინისტრი ზუგდიდის საგამოცდო ცენტრს ეწვია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ზუგდიდის საგამოცდო ცენტრს ეწვია და ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდა. დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.მომავლის ბანაკი საზეიმოდ გაიხსნა
ანაკლიაში „მომავლის ბანაკი" საზეიმოდ გაიხსნა. ბანაკის ოფიციალურ გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. გახსნის ცერემონიალზე ოლიმპიური ცეცხლიც ჩამოიტანეს.ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა დასრულდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა დასრულდა. მონაწილეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სერთიფიკატებით დააჯილდოვა. საზაფხულო სკოლას 70-მდე მონაწილე ესწრებოდა. საზაფხულო სკოლის კურსებს კი უძღვებოდნენ მოწვეული ლექტორები ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროდან.პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს სხდომა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უძღვებოდა. სხდომას ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრები, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ესწრებოდნენ.ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2015 დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აბიტურიენტები საქართველოს მასშტაბით არსებულ 19 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად გაივლიან საგამოცდო პროცესს. საგამოცდო ცენტრები 11 დიდ ქალაქშია გახსნილი და ყველაგან შექმნილია შესაბამისი გარემო აბიტურიენტების მისაღებად, მობილიზებულია ყველა აუცილებელი სამსახური, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 000 - მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.დასაქმება და პროფესიული განათლება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, “დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო საბჭოს“ სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უძღვებოდა. საბჭო საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ფინანსური შეთანხმების დოკუმენტის „დასაქმება და პროფესიული განათლება” ფარგლებში შეიქმნა.
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაგრძობს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესის განხორციელებას.მინისტრი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობას. ამჯერად, მინისტრმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალი დაათვალიერა და პედაგოგებსა და სტუდენტებს შეხვდა.
კონკურსის „ევროპა ჩემს ობიექტივში“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ვიდეორგოლების კონკურსი „ევროპა ჩემს ობიექტივში“ ჩაატარა. კონკურსში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებული სკოლები და მოსწავლეები დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ევროკავშირის ელჩის მოადგილემ საქართველოში ბორის იაროშევიჩმა დააჯილდოეს.გამოჩენილი მეცნიერის საქვეყნო აღიარება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კიდევ ერთი გამოჩენილი მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ცინცაძე დააჯილდოვა და მას ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.ქუთაისის მე–7 საჯარო სკოლაში თანამედროვე სპორტული დარბაზი მოეწყო
ქუთაისის მე–7 საჯარო სკოლის 900–მდე მოსწავლე ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების, რეაბილიტირებულ სპორტულ დარბაზში გააგრძელებს ვარჯიშს. განახლებული სპორტული დარბაზი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა და სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.სასკოლო თეატრალური ფესტივალი სპექტაკლების ჩვენებით დაიხურა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, სასკოლო თეატრალური ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით სპექტაკლები დადგეს. კომისიამ სამი გამარჯვებული სპექტაკლი გამოავლინა, რომელთა ჩვენებაც დღეს, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა.პრესკონფერენცია სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა 2015-2016 სასწავლო წლისათვის „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ მიმდინარეობასთან დაკავშირებით.სემინარი „სასკოლო პრევენციული და არაფორმალური განათლების პროგრამები აშშ-ში“
თბილისმა სემინარს „სასკოლო პრევენციული და არაფორმალური განათლების პროგრამები აშშ-ში“ უმასპინძლა. სემინარი ჩატარდა პროგრამის „ვითამაშოთ კალათბურთი - საქართველო“, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს (ECA) გაერთიანებული საერთაშორისო სპორტული ინიციატივების განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით.თანამედროვე სასტუმრო სოციალურად დაუცველი და დევნილი სტუდენტებისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს შორისაა სტუდენტური საერთო საცხოვრებლი, რომლის რეაბილიტაციაც დასრულდა და უკვე ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს სტუდენტებს. სასტუმრო ევროპულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ტიპის სტუდენტურ საცხოვრებლებს შორის.სიახლეები ვერ მოიძებნა.