სიახლეები
პრემიერმა ჯანდაცვის სისტემის მიღწევები შეაჯამა
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის სფეროში მიღწეული შედეგები შეაჯამა. მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კიდევ ერთხელ დაასახელა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წარმატებაში დავით სერგეენკოს განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა.სიკეთის აქცია
თბილისის N54 საჯარო სკოლის ინიციატივით, „სიკეთის აქცია“ გაიმართა და იგი 13 ივნისის ტრაგედიას მიეძღვნა. ამ დღეს, სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“ წარმოადგინეს და ასე გამოხატეს თანადგომა უსახლკაროდ დარჩენილი მათი 5 თანასკოლელის და სპორტის მასწავლებელის, აფხაზეთიდან დევნილი ვენერა მეფარიძის ოჯახის მიმართ. ამავე დღეს, სკოლაში მოსწავლეთა მიერ შესრულებული თექის ნამუშევრები გამოიფინა.აკაკის კვირეული დაიწყო
2015 წელს დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავი სრულდება. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება აღნიშნვს. მათ შორისაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება.საერთაშორისო ექსპერტმა მასწავლებელთა სქემის დანერგვის პროცესი დადებითად შეაფასა
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა მარკ ატკინსონმა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ინსტრუმენტების ექსპერტიზა დაასრულა. ექსპერტი უკვე შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს და სამუშაო შეხვედრების შედეგები გააცნო. მასწავლებელთა ეფექტიანობის შეფასების სისტემის ექსპერტის - მარკ ატკინსონის შეფასებით, სქემა სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.კიდევ ერთი სტრატეგიული პროექტი იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბოლო წლებია ინტენსიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულების სტრატეგიული სამეცნიერო-ექსპერიმენტული ბაზების დაარსებაზე, სწორედ ასეთი ახალი ტიპის ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკის ლაბორატორია იქმნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. 17 მილიონიანი პროექტის განხორციელებაში საქართველოს პარტნიორია მსოფლიოში ცნობილი ავსტრიული ფირმა „ბილფიგერი“.მინისტრის სპეციალური განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა და იმ შეღავათებზე ისაუბრა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ სტუდენტებსა და მოსწავლეებს შეეხებათ.მინისტრმა ვერეს ხეობაში სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია დაათვალიერა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განადგურებული თსუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ტერიტორია დაათვალიერეს.მინისტრმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სასტუმროში „444“ დაბინავებულ, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. მინისტრმა მათ პროფესიული სტუდენტების მიერ დამზადებულ საკვები პროდუქტები გადასცა.მე -11 კლასის მოსწავლეების გამოსაშვები გამოცდები 17 ივნისს დაიწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი დღეს, თბილისის 55-ე საჯარო სკოლში საატესტატო გამოცდების პრეტესტის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ. მე -11 კლასელებისათვის პრეტესტი 16 ივნისს, ხოლო გამოცდა 17 ივნისს ტარდება. სტიქიის შედეგად დაზარალებული ,,მომავლის სკოლის“ მე-11 კლასელები პრეტესტს და გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში აბარებენ.სკოლა, რომელიც სტიქიის შედეგად განადგურდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე „მომავლის სკოლაში“ მივიდა, პირადად გაეცნო იმ ზარალს, რაც სტიქიის შედეგად სკოლამ განიცადა და ის პრობლემები მოისმინა, რაც პირველ რიგშია მოსაგვარებელი. ამ პრობლემებს შორისაა ამ სკოლის მოსწავლეთა საატესტატო გამოცდები. მინისტრის გადაწყვეტილებით, მომავლის სკოლის მე-11 კლასელები პრეტესტს და საატესტატო გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ჩააბარებენ.
დაზარალებულებისთვის ფსიქოლოგიური ცენტრები იმუშავებენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის სამინისტროს ფსიქოლოგიური ცენტრი სრული დატვირთვით, საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.მე-11 კლასელებისთვის პრეტესტი 16 ივნისს ჩატარდება, ხოლო გამოცები 17 ივნისიდან დაიწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მე-11 კლასელების დამამთავრებელი გამოცდების პრეტესტი მთელს საქართველოში ხვალ, 16 ივნისს ჩატარდება. შესაბამისად, გამოცდები დაიწყება ზეგ, 17 ივნისს 09:00 საათიდან. სკოლები იხელმძღვანელებენ იმ განრიგით, რომელიც ჰქონდათ შემუშავებული. გამოცდები მხოლოდ ერთი დღით გადაიწევს, რის გამოც მოხდება სარეზერვო დღის (შაბათის) გამოყენება.სამინისტროში მე-11 კლასელების დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების თარიღზე მსჯელობენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ამ წუთებში, მინისტრის თამარ სანიკიძისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის მონაწილეობით, შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს თუ, როდის იქნება შესაძლებელი მე-11 კლასელების დამამთავრებელი გამოცდების ჩატარება თბილისისა და იმ მიმდებარე სოფლების სკოლებში, რომლებიც სტიქიისაგან დაზარალდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ხვალ, 15 ივნისს, მე-11 კლასის დამამთავრებელი გამოცდის აპრობაცია (პრეტესტი) თბილისში არ ჩატარდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი აგრძელებს ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებზე ინფორმაციის მიღებას და ზუსტდება სკოლებთან მისასვლელ გზებთან დაკავშირებული მონაცემებიც.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე ვაკე-საბურთალოს რაიონში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდაახალი სქემის წარდგენა რეგიონებში გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის მოადგილეები დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, აჭარის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და სკოლის დირექტორებს შეხვდნენ შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა, ასევე განიხილეს უმაღლესი განათლების საუნივერსიტეტო პროგრამა, რომელიც აუცილებელია კვალიფიციური პედაგოგის მისაღებად და იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა შემოვიდეს ახალი კადრი პროფესიაში ახალი საკანონდებლო ცვლილებების თანახმად.სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონის წარმომადგენლები ახალ სქემას გაეცნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილეებმა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა ამჯერად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, სკოლის დირექტორებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წარუდგინეს. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ახალი საუნივერსიტეტო პროგრამები, რომელიც ახალგაზრდების პედაგოგიური სფეროთი დაინტერესებას და მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებას მოემსახურება.
ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდა მეცნიერებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებს შეხვდა. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2013 წლიდან ატარებს. კონკურსში გამარჯვებული დოქტორანტი სტუდენტები, პირველად საქართველოში, სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ.საგანგებო სიტუაციის იმიტირებული ღონისძიება 147-ე საჯარო სკოლაში
თბილისის 147-ე საჯარო სკოლში საგანგებო სიტუაციების შტაბი შეიქმნა, რომელსაც სკოლის დირექციასთან და პედაგოგებთან ერთად, სკოლის მანდატური უხელმძღვანელებს. დღეს სკოლას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ და შტაბის წევრებთან ერთად, პრაქტიკული სწავლება განახორციელეს თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეების უსაფრთხო ევაკუაცია საგანგებო სიტუაციების დროს (მაგ: ხანძარი, მიწისძვრა). სწავლებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაგრძობს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესს.თამარ სანიკიძემ მე-200 სკოლაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლების რეაბილიტაცია უწყეტად გრძელდება. ამჯერად, მინისტრი თამარ სანიკიძე მე-200 სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, სადაც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ეზოს კეთილმოწყობა, საცხოვრებელი კორპუსისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია, პანდუსისა და სკოლაში შესასვლელი კარის მონტაჟი მიმდინარეობს.სიახლეები ვერ მოიძებნა.