ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

ლია გიგაურმა სამუშაო შეხვედრა ბორჯომში გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სისტემატიურად ატარებს საქართველოში არსებული სკოლების დირექტორებთან და მასწავლებლებთან ინფორმაციულ, ანალიტიკურ შეხვედრებს. ამ მიზნით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური ბორჯომის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა.

ერთად გავაუმჯობესოთ პროფესიული უნარები - ტურინის პროცესი 2015

იტალიის ქ. ტურინში ევროპული განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით, მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია "ერთად გავაუმჯობესოთ პრფესიული უნარები-ტურინის პროცესი 2015", რომელსაც ესწრებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ETF-ის პარტნიორი ქვეყნების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სოციალური პარტნიორები დსა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები.

საქართველოში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან

გრძელდება მუშაობა მეცნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის კუთხით. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) წარმომადგენლებს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა იყო მიმდინარე პროექტი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საქართველოში არსებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პოტენციალის შესწავლა.

სამეცნიერო-საინოვაციო კონკურსის ფინალური ტური გაიმართა

სასტუმრო თბილისი მერიოტში სკოლის მოსწავლე გოგონების სამეცნიერო-საინოვაციო კონკურსის ფინალური ტური გაიმართა. 20-მა ფინალისტმა გოგონამ საინოვაციო პროექტის პრეზენტაცია გააკეთა. მათგან გამარჯვებული პროექტები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლენა და პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მინისტრმა მოსწავლეებთან ერთად გაატარა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას დაესწრო და ბავშვებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობებში მიიღო მონაწილეობა.

ლიტერატურული პრემია "ამირანის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ლიტერატურული პრემია "ამირანის" დაჯილდოების პირველი საზეიმო ცერემონია მეექვსე საავტორო სკოლაში გაიმართა. კონკურსის მიზანი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენა, მათი პიროვნული და შემოქმედებითი წინსვლის მხარდაჭერაა. კონკურსში VII-XII კლასის მოსწავლეების ნამუშევრები სამ ნომინაციაში შეფასდა.

პოლიციელის დღე ქუთაისში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა

დღეს, ქ. ქუთაისში, განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მთავრობის წევრებთან ერთად პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

შეხვედრა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მენეჯმენტთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მენეჯმენტის გუნდს შეხვდა. დელეგაცია საქართველოს კორპორაციის მეორე, 140 მილიონი დოლარის გრანტით ეწვია, კომპაქტით გათვალისწინებული საგანმანთლებლო პროექტების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით.

ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყება

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) პროექტის - CMS მთავარი მენეჯერი პიერლუიჯი პაოლუჩი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტის - CMS ფარგლებში ქართულ უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობას, ცერნის პროექტებში ჩართული ქართველი პროფესორებისა და სტუდენტების საქმიანობას და მომავალ ერთობლივ პროექტებს.

მინისტრი დუბნის წარმომადგენლებს შეხვდა

ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის (დუბნი) წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი დელეგაციის წევრებს, სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ხელმძღვანელებს, მათ შორის, ბირთვული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს ვიქტორ მატვეევს შეხვდნენ.

საქართველო - ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის წევრი ქვეყანა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის (დუბნი) წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. მათი მონაწილეობით დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორი ფრენსის გარი, რომელიც დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს შეხვდა.

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების საქართველოში დანერგვის პერსპექტივები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) მხარდაჭერით, სასწავლო ცენტრში „უნივერსი“, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (Work- Based Learning) თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

ფესტივალი „მუზეუმების გაზაფხული 2015“ გაიმართა

მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმში გაიმართა I ექსპერიმენტარული სკოლის მიერ ინიცირებული ინტერდისციპლინარული და თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის „წითელი გველეშაპი ბროლის კოშკს მოხვევია“ დასკვნითი ტური გაიმართა, რომელიც მუზეუმების ფესტივალს „მუზეუმის გაზაფხულს“ მიუძღვნა.

23 მაისს სახალხო ზეიმი ,,აფხაზეთობა’’აღინიშნება

ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახალხო დღესასწაული ,,აფხაზეთობა’’ საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, აფხაზეთიდან დევნილი ინტელიგენცია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროფესიული საბჭოს საინფორმაციო სემინარი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის პროექტის “დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარება” მხარდაჭერით პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს საინფორმაციო სემინარი გაიმართა. სემინარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სკოლების და ინსტიტუტების ქსელის NISPACEE რიგით 23-ე საერთაშორისო კონფერენციის ოფიციალურ გახსნას დაესწრო და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მინისტრი პანკისის ხეობის სკოლებს პირადად გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი პანკისის ხეობის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს ხეობის სკოლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და ახალი სასკოლო პროექტები გააცნეს. სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა ხეობის წარმომადგენელთა შეკითხვებსაც უპასუხეს და მათი საჭიროებებითაც დაინტერესდნენ.

ინფრასტრუქტურული პროექტი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის, ახალქალაქში სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უნივერსიტეტის რექტორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევა ტარდება

ვ. კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკურ N199 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ძირითადი კვლევა ტარდება, რომლის მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გაეცნენ.

პირველი ენერგოეფექტური საჯარო სკოლა საქართველოში

სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში საქართველოში პირველი ენერგოეფექტური საჯარო სკოლა აშენდა. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ბუღაშენს ეწვია და სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სკოლის გახსნა მიულოცა.