სიახლეები
ინტელექტუალური შეჯიბრი „ინტელექტის დღე 2015“ დასრულდა
დღეს, კლუბ „ტრიუმფში“ ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური შეჯიბრის „ინტელექტის დღე 2015“-ის ფინალური ეტაპი გაიმართა. ტურნირის პირველ, მუნიციპალურ რაუნდში გამარჯვებული 71 სკოლის გუნდი 2015 წლის ყველაზე ინტელექტუალურ სკოლას გამოავლენს. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრნენ.სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მეოთხე წლიური კონფერენცია-გამოფენა
დღეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონფერენცია-გამოფენა გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მოწვეული პედაგოგები და სხვა დაინტერესებული პირები.საქართველოსა და ესტონეთის მთავრობებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს და ფონდ „ინოვეს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების გენერალური მდივნის მოადგილემ მარტ ლაიდსმეტმა და ფონდი „ინოვეს“ საბჭოს ხელმძღვანელმა ბირგიტ ლაო პერეტსომ მოაწერეს.
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაგრძობს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესს.სამუშაო შეხვედრა კერძო სკოლების წარმომადგენლებთან
საქართველოს კერძო სკოლათა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში მოქმედ კერძო სკოლათა წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები გიორგი შარვაშიძე, ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალ სქემასა და იმ საერთო მიზნებზე, რომელიც სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული.
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2015 წლის 15 მაისს დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გასტანს. სარეგისტრაციო ფანჯარა 09:00 საათზე გაიხსნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (www.mes.gov.ge) და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (www.emis.ge) ვებგვერდებზე.მანდატურები ქვემო ქართლის რამდენიმე სკოლაში პირველად შევლენ
ქვემო ქართლის რამდენიმე რაიონის შვიდ საჯარო სკოლაში სკოლის მანდატურები პირველად შევლენ და თავიანთი მოვალეობის შესრულებას შეუდგებიან. ეს რაიონებია: მარნეული, ბოლნისი და გარდაბანი. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საგანმანათლებლო დაწესებულებათა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მანდატურებს შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა. შეხვედრა მარნეულის მეექვსე საჯარო სკოლაში გაიმართა.
კონკურსის „ლეონადრო და ვინჩი“ გამარჯვებულები აშშ-ში გაემგზავრნენ
ნორჩ გამომგონებელთა კონკურსში, „ლეონარდო და ვინჩი“, გამარჯვებული მოსწავლეები მსოფლიოში უდიდესი კონკურსის, ინტელის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში - Intel ISEF მიიღებენ მონაწილეობას. ქართველი მოსწავლეები ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დილით გაემგზავრნენ. მათ გამოგონებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები პიტსბურგში დაგეგმილ გამოფენაზე გაეცნობიან.
WorldSkills -ის კონფერენციაზე ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო
2015 წლის 11-16 აგვისტოს, ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში ჩატარდება Worldskills-ის პროფესიულ უნარების საერთაშორისო შეჯიბრი, რომელშიც საქართველოს გუნდიც (პროფესიები: სამზარეულო საქმე, საპარიკმახერო საქმე, სარესტორნო სერვისი, შედუღება, ვებდიზაინი, ფლორისტიკა) მონაწილეობს.უცხოელი ექსპერტები გამოცდილებას გვიზიარებენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური სამოქალაქო განათლების საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ისინი დახმარებას უწევენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის სამოქალაქო განათლების საგნობრივი პროგრამის რევიზიის პროცესში, საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ სამინისტროსა და სახელმწიფო საგანმანათლებლო სტრუქტურების წარმომადგენლებს.
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტონული რეგისტრაცია 2015-2016 სასწავლო წლისათვის 15 მაისს - 09:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია განხორციელდება როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე და დასრულდება 9 ივნისს - 20:00 საათზე.საუნივერსიტეტო კლინიკა მთელი დატვირთვით მუშაობს
2015 წლის მარტში საქართველოში პირველი მრავალპროფილიანი, მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული საუნივერსიტეტო კლინიკა ამოქმედდა, სადაც სტუდენტები და რეზიდენტები, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იძენენ, ხოლო აკადემიურ პერსონალს თანამედროვე კვლევების ჩატარების უნიკალური შესაძლებლობა აქვს.ევროპის კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ევროპის კვირეულის ფარგლებში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.ბიომედიცინის ცენტრის განვითარების უპრეცედენტო პროექტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრთან ერთად, ცენტრის განვითრების გრძელვადიანი გეგმა შეიმუშავა, რომელიც ითავლისწინებს თანამშრომელთა ანაზღაურების ზრდას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვას და მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას. დღეს, მინისტრი თამარ სანიკიძე ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრებს შეხვდა და პროექტი და სამომავლო გეგმები მათთან ერთად განიხილა.უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესში“ ცვლილებების განხორციელების მიზანშეწონილობის განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისიის რიგით მეორე სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური უძღვებოდა.სასკოლო ექიმის კაბინეტების მოწყობა გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობისა და აღჭურვის პროცესს აგრძელებს. დღეს, მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის მე-9 საჯარო სკოლას ეწვია და პირადად გაეცნო რეაბილიტირებული კაბინეტის ფუნქციონირებას და სკოლის ექიმის საქმიანობას.
სამინისტროს განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მადლობას უხდის ბავშვზე ძალადობის (ბულინგის) წინააღმდეგ კამპანიის ორგანიზატორ თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექციას, კამპანიის მონაწილე ყველა მოსწავლეს და პედაგოგს. ბავშვებზე და ზოგადად, ადამიანებზე ძალადობა არის პრობლემა, რომლის წინააღმდეგ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. სამინისტრო გამოხატავს თავის მხარდაჭერას პირველი გიმნაზიის ინიციტივის მიმართ, უერთდება კვირეულს და მოუწოდებს სკოლებს ჩაერთონ კამპანიაში და გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ბულინგის წინააღმდეგ.4 მაისი ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
4 მაისს, მსოფლიოში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც თბილისის კლასიკური გიმნაზიაც შეუერთდა და ანტიბულინგური კამპანია საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო და ანტიბულინგურ აქციაშიც ჩაერთო.პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საქმეებზე კომისიამ ანგარიში წარმოადგინა
საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ორწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. წარდგენას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, პარლამენტარები, დიპლომატები, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დაასრულა სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ანგარიშის პროექტზე მუშაობა, რომელიც განსახილველად ცენტრს უკვე გადაეგზავნა. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების თანახმად, ცენტრმა 10 დღის განამვლობაში უნდა წარმოადგინოს აუდიტის ანგარიშზე მოსაზრებები, რის შემდეგაც მოხდება საბოლოოდ შეჯერებული და დამტკიცებული ანგარიშის გასაჯაროება.განათლების ხარისხის ISO სტანდარტებით სერტიფიცირება განიხილება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, გერმანიის თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (GIZ) დახმარებით, შესაძლებელია ახალი პროექტები ამოქმედდეს, რომელიც პროფესიული სასწავლებლების დახმარების მიზნით, ხარისხის მართვაში საერთაშორისო აისოს (ISO) სტანდარტებით სერტიფიცირებას ითვალისწინებს.სიახლეები ვერ მოიძებნა.