სიახლეები

საგრანტო დაფინანსების საძიებო სისტემა ProGeorgia შეიქმნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საგრანტო დაფინანსების საძიებო სისტემა ProGeorgia შეიქმნა. პროექტის ავტორია განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია UNI.GE. ProGeorgia არის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში სტრუქტურირებული საძიებო სისტემის შექმნის პირველი მცდელობა.აჭარის ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელში ახალი სკოლა აშენდა
თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთში ახალი სკოლა აშენდა, რომელიც დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გახსნეს. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლა გასული საუკუნის 40 წლებში იყო აშენებული. სკოლაში მხოლოდ 12 საკლასო ოთახი ფუნქციონირებდა, კედლები იყო დაბზარული და დეფორმირებული. ამორტიზირებული შენობა არ ექვემდებარებოდა კაპიტალურ რემონტს.სწავლება ვირტუალური კომპიუტერული მოდელებით
გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, ელექტრონული სასწავლო მასალები შეიქმნა „ელექტრიკოსისა“ და „რძის გადამუშავების სპეციალისტის“ პროფესიებისთვის. დღეს, ამ რესურსების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქთევან ნატრიაშვილი დაესწრო.მანდატურის სამსახური 5 წლისაა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 5 წლის იუბილე აღინიშნა და განვლილი პერიოდი შეჯამდა. ღონისძიების ფარგლებში, თამარ სანიკიძემ იმ მანდატურებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი სიგელები გადასცა.პროფესორ ალან სვიდლერის საჯარო ლექცია
ამერიკის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ენერგეტიკის კვლევებისა და გარემოს დაცვის ცენტრის დირექტორმა, მეცნიერებათა დოქტორმა ალან სვიდლერმა საჯარო ლექციაზე გამართა თემაზე „ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში“. ლექცია გახსნა და აუდიტორიას მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.თამარ სანიკიძე ბელორუს კოლეგას შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ბელორუსის განათლების მინისტრს მიხეილ ჟურავკოვს შეხვდა, რომელიც ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. მინისტრებმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის განათლების სფერო მიმოიხილეს, ისაუბრეს მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და ქვეყნებს შორის განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე.სამოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობა
თბილისის #150 საჯარო სკოლაში პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში შექმნილი სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების გადაცემის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის წარმომადგენელმა ნინო ბუაჩიძემ და პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა მარინა უშვერიძემ მიიღეს.პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2015-2016 სასწავლო წლისათვის. რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად. I ეტაპი - 2015 წლის 23 აპრილი - 4 მაისი.ქართველი მოსწავლეები ბრიტანულ სკოლებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში HMC პროექტის გამარჯვებული კანდიდატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულ კანდიდატებს, რომლებიც ბრიტანულ სკოლებში ერთწლიან კურსს გაივლიან, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სერტიფიკატები გადასცა.
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაგრძობს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესის განხორციელებას.თამარ სანიკიძე ნორვეგიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ნორვეგიის განათლებისა და კვლევის მინისტრის მოადგილესთან და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოსა და აზრებაიჯანში სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ქართული მხარის მიერ ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა.„ინტელექტის დღე 2015“ მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება
დღეს, „ინტელექტის დღე 2015" ოფიციალურად გაიხსნა. მუნიციპალური ეტაპის ცენტრალური მოედანი თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მოეწყო, სადაც თამაშს საქართველოს ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა. თამაშს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე დაესწრნენ.ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ქალაქ გორშიც გაიხსნა
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ამჯერად, ქალაქ გორში გახსნა. ანალოგიური ცენტრები უკვე ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში. ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი 6-დან 18 წლამდე ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს უფასო, კვალიფიციურ, ფსიქო-სოციალურ მომსახურებას სთავაზობს.სასწავლო რესურსების გამოფენა გაიმართა
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის საგანგებოდ შემუშავებული სასწავლო რესურსების გამოფენა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი სტეფენ ჰაიკინი დაესწრნენ.კომპანია „ინტელთან“ თანამშრომლობა გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ კომპანია ”ინტელის” ვიცე პრეზიდენტს, ”ინტელის” მსოფლიოს განვითარების პროგრამის გენერალურ მენეჯერს ჯონ დევისს შეხვდა.ამერიკის მთავრობის დახმარება სპეციალიზირებულ სკოლას
სმენადაქვეითებული და სმენის არმქონე მოსწავლეთა 203-ე სკოლა-პანსიონისთვის განხორციელებული პროექტის დასრულების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და საელჩოს სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.ახალი ინიციატივა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ინკლუზიური პროფესიული განათლების მეორე საერთაშორისო კონფერენცია: „შექმენი შესაძლებლობა“ გახსნა, სადაც მონაწილეებმა ადგილობრივი და საერთაშორისო ხედვის ანალიზის საფუძველზე, ხარისხიანი პროფესიული განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობის საკითხები განიხილეს.საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) შედეგების პრეზენტაცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში USAID/G-PriED პროექტის შედეგების შეფასების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ხელმძღვანელი ნენსი პარკსი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), სამინისტროსა და პროექტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ სტუდენტთა დაფინანსება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ სტუდენტთა სიას, რომელთა 2014-2015 სასწავლო წლის სწავლის საფასურს სახელმწიფო აფინანსებს.მოზარდებს პროფესიის არჩევაში კონსულტანტები ეხმარებიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მეორე წელია პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანია IX-XI კლასის მოსწავლეების დახმარება საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებასა და განვითარებაში, რაც საბოლოოდ მათ პროფესიის არჩევაში დაეხმარება.59-ე საჯარო სკოლის ეზოში 700 ძირი ხე დაირგო
გლდანის რაიონის 59-ე საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა. საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სამინისტროს თანამშრომლებმა, მანდატურებმა, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა.სიახლეები ვერ მოიძებნა.