ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

განათლების სამინისტროსა და World Vision-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია „World Vision”-ს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და World Vision საქართველოს პროგრამების დირექტორმა ეკა ჟვანიამ მოაწერეს.

მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 72-ე საჯარო სკოლის აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეებს ესტუმრა და მათ საჩუქრად სხვადასხვა უნარების განმავითარებელი სათამაშოები გადასცა.

განათლების ექსპერტები სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მსჯელობენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის), საქართველოში ესტონეთის საელჩოსა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, ორდღიანი ფორუმი გაიხსნა სახელწოდებით „მასწავლებელთა ხარისხის და ეფექტიანობის გაუმჯობესება - აუცილებელი პირობა საქართველოს კონკურენტუნარიანობისთვის 21-ე საუკუნეში.“

სამინისტროში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგურმა საჯარო სკოლების დირექტორებთან ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული რეგულაციები და სიახლეები განიხილა.

ამერიკული საბაკალავრო პროგრამების შესახებ ბათუმში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საქართველოს დეკანი კენ უოლში ბათუმს ეწვივნენ და საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ უმაღლესი განათლების პროექტის შესახებ.

„დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო საბჭოს“ სხდომა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო საბჭოს“ სხდომა გაიმართა. სხდომა საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ფინანსური შეთანხმების დოკუმენტის „დასაქმება და პროფესიული განათლება" ფარგლებში შედგა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი უძღვებოდა.

მინისტრი ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობას აგრძელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგაანში რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა და პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა. სოფელ ზეგაანში დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებს. ნახევარსაუკუნოვან შენობას წლების მანძილზე რემონტი არ ჩატარებია, მოშლილი იყო ყველა კომუნიკაცია და პატარებს გაუსაძლის პირობებში უხდებოდათ სწავლა.

IT აკადემიის წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ კოლეჯში - IT აკადემია, პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადა ჩატარდა. სტუდენტები ერთმანეთს ვებ პროგრამირებაში, კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირებასა და სამგანზომილებიან გრაფიკაში– 3D MAX ეჯიბრებოდნენ.

ახალი საკანონმდებლო ცვლილების განხილვა რეგიონებში გრძელდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემას ამჯერად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, კახეთის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორები გაეცნენ. შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილეები უძღვებოდნენ.

თამარ სანიკიძე თურქეთის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე თურქეთის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. დელაგაციას თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უცხოეთში მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემთა ადმინისტრსციის უფროსი, ქუდრეთ ბულბული ხელმძღვანელობდა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა საქართველოში

პირველად საქართველოში მრავალპროფილიანი, მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული საუნივერსიტეტო კლინიკა ამოქმედდა, სადაც სტუდენტები და რეზიდენტები, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ, აკადემიურ პერსონალს კი, თანამედროვე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემა.

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაგრძობს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესის განხორციელებას.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

ქალაქ გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მძლეოსნობის ესტაფეტის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ გამარჯვებული გუნდები.

„ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში განაცხადების/პროექტების მიღება დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება „ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში.

რექტორთა საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორები იღებდნენ.

ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 198-ე საჯარო სკოლის დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებს ეწვია და მათთან ერთად, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

კონკურსის - „ფოტოსინთეზი“ გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ სასკოლო კონკურსის - „ფოტოსინთეზი“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) დირექტორი ნანა ჯანაშია და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ახალი სქემის გაცნობა რეგიონებში გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალ სქემა ამჯერად, იმერეთის რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, სკოლის დირექტორებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წარუდგინეს. პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი და ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია.

ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთის რეგიონში

საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურული პროექტები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის საჯარო სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა.

­ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურული პროექტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის პროფესორებთან ერთად, ის შენობა დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციაც იწყება და სადაც რამდენიმე თვეში ინსტიტუტი ფუნქციონირებას გააგრძელებს.

შეხვედრა უცხოელ ექსპერტებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ევროგაერთიანების პოლიტიკის მიმომხილველ იმ ჯგუფის წევრებს შეხვდა, რომელიც მუშაობს პოლიტიკის შესწავლაზე, მათ შორის კვლევებისა და განათლების დარგში.