ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი შემუშავდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ბავშვზე ზრუნვის სტანდარტისა და ლიცენზირების წესთან დაკავშირებით სხვადსხვა სახელწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სამეგრელოში სკოლის მოსწავლეთა დასწრებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის” მოწყობილ ფილმის ჩვენებაზე და განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის N290, N291 და N292 ბრძანებების თანახმად, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და მის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების ინსპექტირება.

სოფელ არალში თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადიგენის რაიონის სოფელ არალში საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების პროცესს გაეცნო. ადიგენის რაიონის სოფელ არალში სკოლა საუკუნოვან ხის შენობაში ფუნქციონირებდა.

ვალიდაციის პროცესი პროფესიული განათლების ხელშესაწყობად

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო სასწავლო გარემოსა და ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატივების ვალიდაციის პროცესი ჩატარდება.

სემინარი - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“

მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინარი - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა. სემინარის მიზანია მასწავლებლების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირება და ამ პროცესში მათი აქტიურად ჩართვა.

მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი - კვლევების განვითარება საქართველოში

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გამომცემლობა Elsevier BV-ის მიერ ორგანიზებული „მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი - კვლევების განვითარება საქართველოში“ გაიხსნა.

ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს სამცხე-ჯავახეთში გაეცნენ

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემასა და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე პრეზენტაციას ამჯერად, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორები გაეცნენ.

შრომის ბაზრის კვლევა

შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანეგრვასა და განვითარებასთან დაკავშირებით დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მომავლის თაობა“ - სამოქალაქო განათლების ახალი პროექტი

2015 წლის 10 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამოქალაქო განათლების პროექტის „მომავლის თაობა“ მრჩეველთა კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა.

ბელარუსთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები

საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის მიზნით, საქართველოს ბელარუსის უწყებათაშორისი წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იყო ბელარუსის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე სერეგეი ჩიჟიკი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს შეხვდა.

მასწავლებლის სახლში ახალ სქემაზე იმსჯელეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად იმსჯელეს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემასთან დაკავშირებით.

გორის უნივერსიტეტში ახალი სქემა განიხილეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემაზე მომუშავე ექპერტები დღეს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორებს, შიდა ქართლის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და სკოლის დირექტორებს შეხვდნენ.

საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო სასკოლო სპორტული ოლიმპიადა იწყება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელშეწყობითა და ჩართულობით, მასშტაბურ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

"უკეთესი უნარ-ჩვევები უკეთესი სამუშაოსათვის" -პროექტის პრეზენტაცია

EUVEGE - დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. EUVEGE პროქტი უზრუნველყოფს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორის და აგრეთვე, შრომის ბაზრის რეფორმების მხარდაჭერას.

დასაქმების მიმართულებით ახალი მიდგომები დაინერგება

შეზღუდული შესაძლებლობის (შშმ) და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირთა დასაქმების თაობაზე დამსაქმებელთა დამოკიდებებულებების კვლევის შედეგებს დღეს, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები გაეცნენ. შეხვედრის მიზანი იყო რელევანტური სერვისების ამოქმედება შშმ და სსსმ პირთა დასაქმების მხარდაჭერისათვის.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმების ახალ პორტალზე ncp.ge განთავსდა დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმები საგნების/მიმართულებების მიხედვით (პროექტი).

სკოლის დაწყებით საფეხურზე დანერგილი სიახლეები

ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში საჩვენებელი გაკვეთილები, მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა და მშობელთა მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ხელშეწყობით, საჯარო სკოლაში, დაწყებით საფეხურზე დანერგილი სიახელეების დემონსტრირება.

სოფელ ლამაბალოში 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მრავალკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა ხორციელდება. სკოლის მშენებლობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო. მერვე წელია სოფელ ლაბალოს 1000-ზე მეტი მოსწავლე ოჯახებში მოწყობილ არასტანდარტულ, სასწავლო პროცესისათვის სრულიად შეუფერებელ საკლასო ოთახებში სწავლობენ.

საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა საქართველოში ზოგადი განათლების ხარისხის გაძლირებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA - Georgia) აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხედრა გამართეს.

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების განხორციელებას.

საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების შესაძლებლობები გაძლიერდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებთან შეხვედრა გამართეს.