ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

თსუ-ში ჩინური ენისა და კულტურის ოთახი გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იუე ბინიმ ჩინური ენისა და კულტურის კაბინეტი გახსნეს. კაბინეტი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და HUAWEI-ს წარმომადგენლობის თანადგომით კომპიუტერული ტექნიკითა და საჭირო ავეჯით არის აღჭურვილი.

თამარ სანიკიძე - ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებული არცერთი განცხადება არ არის სიმართლესთან ახლოს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. მინისტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სქემაზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლესთან ახლოც კი არ არის, ის არ ემსახურება სქემის შინაარსობრივ კრიტიკას, მიმართულია პედაგოგების დისკრიმინაციისა და შეცდომაში შეყვანისკენ და თავი ვალდებულად ჩათვალა საზოგადოებისთვის განმარტებები გაეკეთებინა.

კერძო სკოლის დირექტორები ახალ სქემას გაეცნენ

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, კერძო სკოლების დირექტორებს გააცნო. არსებული დიდი ინტერესის გათვალისწინებით, შეხვედრაზე საქართველოში მოქმედი ყველა კერძო სკოლის დირექტორი იყო მოწვეული და მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ პირველი პირისაგან მიეღოთ სრული ინფორმაცია ახალ სქემასთან დაკავშირებით.

თამარ სანიკიძე იუნკერთა ხსენების დღეს გამოეხმაურა

დღეს, იუნკერთა ხსენების დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პატივს მიაგებს იმ ქართველ იუნკერებს, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას შესწირეს თავი. იუნკერთა ბრძოლა უმნიშვნელოვანესი გმირული ეპოზოდია, რომლის მდიდარი დოკუმენტური მასალა საქართველოს ისტორიას მრავლად შემორჩა.

თანამშრომლობა სამშენებლო პროფესიული განათლების განვითარებისთვის

საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ სამშენებლო სექტორსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, კოლეჯების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, NCTD-ს, სამშენებლო ორგანიზაციების, კერძო კოლეჯების, დამსაქმებელთა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, ასევე მეწარმეები და ექსპერტები.

სამართლებრივი საკითხების სწავლება სკოლებში

სამართლებრივი საკითხების შესახებ საჯარო სკოლების მოსწავლეთა ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდის, მართლშეგნების ამაღლების, სამოქალაქო განათლების განვითარებისა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ქალაქ თბილისის მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დედაქალაქის მერიაში მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომლის მარეგულირებელი დოკუმენტები სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ შეიმუშავა, 19 თებერვალს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. მთავრობის სხდომის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სამინისტროში პრეს-კონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს ახალი სქემა წარუდგინა.

ღია კარის დღე საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“

საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ განხორციელებულ სიახლეებსა და ბოლო პერიოდის ახალ პროექტებს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო. მინისტრი სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესითაც დაინტერესდა და მომავალ პროფესიულ სტუდენტებსაც გაესაუბრა. კოლეჯში რამდენიმე დღეა პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია და ღია კარის დღეები მიმდინარეობს. "

საგაზაფხულო მიღებაზე „იკაროსში“ რეგისტრაცია მიმდინარეობს

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება

საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. რეგისტრაციის პროცესს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გლდანის პროფესიული გადამზადების ცენტრში გაეცნო. ცენტრში თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება ხორციელდება.

საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ბრიფინგი გამართა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ დირექტორობის სერტიფიკატის მოქონე პირებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge.

სამოქალაქო და სამართებლივი განათლების ხელშეწყობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა საქართველოს ეროვნულ ბიბლეოთეკაში პროექტის - „სამოქალაქო და სამართებლივი განათლების ხელშეწყობა“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე მოწვეულ პედაგოგებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წამომადგენლებმა.

უპრეცედენტო თანამშრომლობა თურქეთის უმსხვილეს კომპანიასთან

კოლეჯ „სპექტრისა“ და კომპანია „ჯეოტურანის“ თანამშრომლობის საფუძველზე, კოლეჯს საერთაშორისო ტექნოლოგიების კომპანიების - თურქეთის უმსხვილესი ჰოლდინგის ”ტურან-ბორფიტის”, მსოფლიო ბრენდის ”როტენბერგერის” ექსკლუზიური წარმომადგენელის საქართველოში - „აზია ენერჯისა“ და კომპანია „ფერის“ ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ. სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა უმასპინძლა.

პროფესიული სტუდენტები უსაფრთხო მიგრაციის ევროპულ გამოცდილებას გაეცნენ

გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის სტუდენტებთან საზღვარგარეთ სწავლისა და ლეგალური დასაქმების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შედგა და მისი ორგანიზატორი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) იყო.

სოფელ ხაიშში სკოლის რეაბილიტაცია და აღჭურვა დასრულდა

საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სკოლას 25 კომპიუტერი გადასცა.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2015 წლის 10 თებერვალს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ბრიფინგი გამართა.

ღია კარის დღე საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“

პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების და სწავლების შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“ კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე ჩატარდა. ამ დღეს კოლეჯს კახეთის რეგიონის სკოლებიდან 200-მდე უფროსკლასელი მოსწავლე ეწვია. ღონისძიების მიზანი იყო უფრო მეტი ადამიანის დაინტერესება პროფესიული განათლებით.

მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში

მოსწავლეთა წარმატებისთვის მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გამოკვლევების თანახმად, რაც უფრო მეტადაა ჩართული მშობელი შვილის სწავლებისა და განათლების მიღების პროცესში, მით უფრო მაღალია მოსწავლის მიღწევის დონე; იზრდება მოსწავლის მოტივაცია; ბავშვს მეტად უყალიბდება სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება; იზრდება სწავლის ხარისხი; უმჯობესდება დისციპლინა; იზრდება სკოლისა და მასწავლებლის ავტორიტეტი; ხოლო წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობაა.

ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების პროგრამის დაძლევის მსურველთა რეგისტრაციას 2015 წლის 10 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით. გამოცდები ჩატარდება 2015 წლის 4 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით. რეგისტრაციის უფლება აქვთ პირებს, რომელთა ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს.

“ძველქართული-ძველსომხური დოკუმენტირებული ლექსიკონი”

თბილისის საკრებულოს გალერეაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნის “ძველქართული-ძველსომხური დოკუმენტირებული ლექსიკონი” პრეზენტაცია და ილია აბულაძის საარქივო მასალის გამოფენა გაიმართა.