სიახლეები
მეცნიერებს ხელფასები 150-200 ლარიდან 700-800 ლარამდე გაეზარდათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საქართველოში მეცნიერების აღდგენა/განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე, ცნობილ მეცნიერებთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა. მთავარი სიახლე, რითაც მინისტრმა პრესკონფერენცია გახსნა არის გრძელვადიანი სამეცნიერო პროგრამის დამტკიცება და მეცნიერების გაზრდილი დაფინანსება.ეროვნულ უმცირესობათათვის მშობლიური ენის სწავლების საკითხი განიხილეს
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ინიციატივით, „საქართველოს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის შენარჩუნებისა და სწავლების მდგომარეობის“ თაობაზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.კონკურსი „მე–ომბუდსმენი 2014“ დასრულდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების კოორდინატორმა საქართველოში ევა პასტრანამ კონკურსის „მე-ომბუდსმენი 2014“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოეს.კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიულ განათლებაში
ბოლო წლებში კერძო სექტორის აქტიურმა ჩართულობამ პროფესიული განათლების სისტემის განვითარების პროცესში, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოთხოვნადი პროფესიების პროგრამულ დახვეწა/განვითარებას და სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვას. სახელმწიფო კოლეჯებში ამოქმედდა უახლესი ტექნოლოგიური ლაბორატორიები და სასწავლო სახელოსნოები. მოსახლეობას და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კი, საშუალება აქვს მიიღოს უფასო განათლება, დაეუფლოს პროფესიას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - დასაქმდეს.სასკოლო სწავლების დაწყების ასაკთან დაკავშირებით სპეციალისტებმა იმსჯელეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგებმა და ექიმებმა, სასკოლო სწავლების დაწყების ასაკთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს, რომელზედაც მოწვეულნი იყვნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მშობლები და ყველა დაინტერესებული პირი. შეხვედრის მიზანი იყო ყველა მხარეს სასკოლო ასაკთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია სპეციალისტებისაგან მიეღოთ.სსსმ სტუდენტები შესაბამის ადაპტირებულ გარემოში სწავლობენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ სასწავლებელ ,,მერმისს“ ეწვია, სადაც 42 სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირი სწავლობს. ვიზიტის მიზანი იყო სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება და იმ სერვისების მონახულება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს პროფესიულ სასწავლებლებში.პედაგოგთა შეფასების კრიტერიუმებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიამ მუშაობა დაასრულა
სახელმწიფო კომისიის წევრებმა ზოგადი განათლების კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე მუშაობა დაასრულეს. აღნიშნული დოკუმენტები არეგულირებენ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფუნქციონირებას და განსაზღვრავენ მასწავლებლებისთვის სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელ გზებსა და საშუალებებს, სავალდებულო აქტივობებისა და საქმიანობების ჩამონათვალს, კრედიტქულების განაწილების პრინციპებსა და გაანგარიშების წესს, მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებსა და კრედიტქულების დაგროვების ვადებს.პროექტის „კინო სკოლაში“ მეორე ეტაპი დასრულდა
თენგიზ აბულაძეს 91 წლისთავთან დაკავშირებით, კინოთეატრ „ამირანში“ პროექტის „კინო სკოლაში“ ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, პროექტში მონაწილე ბავშვები რეგიონებიდან, სკოლების წარმომადგენლები და კინოსპეციალისტები დაესწრნენ.ახალი საუნივერსიტეტო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა
მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების მიზნით, ახალი საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამები ამოქმედდება. პროგრამები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემაზე დაყრდნობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივესიტეტების მეცნიერთა ჯგუფისა და განათლების ექსპერტების მიერ მომზადდა.კერძო სკოლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
განათლების ხარისხის ამაღლებისათვის მასწავლებლების კომპეტენციების უწყვეტი განვითარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია როგორც სახელმწიფო ისე, კერძო საგანმანათლებლო სისტემაში. აქედან გამომდინარე, დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სამუშაო შეხვედრა გამართა კერძო სკოლების წარმომადგენლებთან.ინტეგრირებული კლასების ეფექტურობა იზრდება
2013-2014 სასწავლო წელს საჯარო სკოლის სივრცეში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასები გაიხსნა. კლასები აღჭურვილია შესაბამისი დამხმარე სასწავლო რესურსებით, თვალსჩინოებითა და ინვენტარით. ინტეგრირებულ კლასში მუშაობს შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგი, ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, დამხმარე მასწავლებელი, დამხმარე სპეციალისტი (ძიძა). სასწავლო პროგრამა მორგებულია თითოელი ბავშვის საჭიროებებს.სპეციალური სახელმწიფო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მარეგულირებელ დოკუმენტებზე მომუშავე სახელმწიფო კომისია ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. რიგ დოკუმენტებში (მასწავლებლის შეფასების წესი; მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესი; მოქმედი მასწავლებლებისათვის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მინიჭების წესი) კომისიის წევრებმა უკვე შეიტანეს ცვლილებები.სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება
საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში, სადაც განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ჩავიდნენ და განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნენ.მინისტრების შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა.
2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი ონლაინ რეჟიმში უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge. 2014-2015 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყება 23 იანვარს და 5 თებერვლის 18:30 საათამდე გაგრძელდება.განათლების სისტემის თანამშრომელთა ტრენინგი და საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) მხარდაჭერითა და ორგანიზებით, განათლების სისტემის თანამშრომელთა ტრენინგი და საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების საკითხები განიხილეს.„ექსკურსია თეატრებში“- პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწყებს მასშტაბურ პროექტს სკოლის მოსწავლეებისთვის - „ექსკურსია თეატრებში“, რომლის მიზანიც სკოლის მოსწავლეების თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებაა.თამარ სანიკიძე სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოში ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულების სამაგისტრო და სადოქტორო უმაღლესი სკოლის (grad-scool) ამოქმედების პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს სამხრეთ ფლორიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც არიან პროფესორები - კარენ ჰოლბრუკი, როჯერ ბრინდლი და რობერტ ბიშოპი.პედაგოგთა შეფასების კრიტერიუმებს სახელმწიფო კომისია დაადგენს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარუდგინა სპეციალური კომისია, რომელიც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მარეგულირებელ დოკუმენტებს შეიმუშავებს. კომისია დღეიდან მუშაობას შეუდგა. კომისიის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისიტრი თამარ სანიკიძე შეხვდა.ვანის რაიონში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანში 22 წელია სკოლის შენობა არ არსებობს. მოსწავლეებს გაკვეთილები საკრებულოს ყოფილ შენობაში სახელდახელოდ მოწყობილ არასტანდარტულ საკლასო ოთახებში უტარდებათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გასული წლის დეკემბერში სოფელ ზედა ვანში თანამედროვე, ორსართულიანი სკოლის მშენებლობა დაიწყო.2016-2022 წლების (მესამე თაობის) ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის განხილვა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა 2016-2022 წლების (მესამე თაობის) ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტი წარმოადგინა.სიახლეები ვერ მოიძებნა.