სიახლეები

მემორანდუმი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ და გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა მოაწერეს.პრიორიტეტული მიმართულებების თანამედროვე სასწავლო კორპუსი
აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის განვითარებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 9 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. ეს თანხა მოხმარდება ინფრასტრუქტურულ, აღჭურვით და პროგრამული უზრუნველყოფისათვის აუცილებელ სამუშაოებს.სამეცნიერო ექსპედიცია სინას მთაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სინას მთაზე წარმოებული სამეცნიერო ექსპედიციის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ასევე მოეწყო ფოტოებისა და სინას მთასთან დაკავშირებული ხელნაწერების გამოფენა, რომელსაც მოწვეულ საპატიო სტუმრებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო.სასკოლო თვითმმართველი ორგანოების პირველი კონფერენცია ყვარელში
სკოლების დეცენტრალიზაციისა და საჯარო სკოლებში თვითმმართველი ორგანოების გაძლიერება ზოგადი განათლების განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიესალმება და მხარს უჭერს ამ მიმართულებით სკოლების მიერ განხორციელებულ ინიციატივებს.ჯადოსნური დღეები გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ამჯერად, საახალწლო საჩუქარი დროებით გამყოფ ხაზთან მდებარე ქარელის რაიონის სოფელ ატოცის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაუკეთა. 7 იანვარს, შობას მინისტრმა პატარები რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას საბავშვო სპექტაკლზე „ჯადოსნური ღამე“ მიიწვია. თამარ სანიკიძე მოსწავლეებთან ერთად დაესწრო სპექტაკლს, რომელშიც რუსთაველის თეატრის თითქმის ყველა წამყვანი მსახიობი მონაწილეობდა.სარკინიგზო-ტექნიკური პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს რკინიგზის ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი ტიტვინიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა სარკინიგზო-ტექნიკური პროფილის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების თაობაზე, მემორანდუმს ხელი მოაწერეს.თამარ სანიკიძემ მე-200 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მე-200 სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ეწვივნენ. მე-200 სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 110 მოსწავლე სწავლობს საქართველოს ყველა კუთხიდან, მათგან 85 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. არიან მოსწავლეები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში სკოლა-პანსიონში ცხოვრობენ და არდადეგების დღეებსაც აქ ატარებენ. თამარ სანიკიძემ სწორედ ამ მოსწავლეებს უმასპინძლა და მათ ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე აჩუქა.მინისტრის საჩუქარი იაშვილის კლინიკის პატარა პაციენტებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ იაშვილის კლინიკის ლეიკემიით დაავადებულ პატარა პაციენტებს საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული გაუგზავნა. ტკბილეულის გამოცხობის პროცესში, პროფესიული კოლეჯის „მერმისის“ კულინარიის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, თავად მინისტრიც მონაწილეობდა. თექისა და ტყავის ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა კი, პატარებს საახალწლო სუვენირები დაუმზადეს.
ევროპული ჩარჩოს შესაბამისი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პროექტი შემუშავდა
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების 358-ე და 361-ე მუხლების თანახმად, საქართველომ უნდა მოახდინოს განათლების ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება შეთანხმების XXXII დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან. მათ შორისაა ევროკავშირის დოკუმენტები, რომლებიც შეეხება კვალიფიკაციებსა და ხარისხის უზრუნველყოფას.
პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით განხორციელებული კვლევა
საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, დაიგეგმა და განხორციელდა 2012/2013 სასწავლო წლის სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევა, რომლის მიზანია იმ ცვლილებების ასახვა, რასაც ადგილი ჰქონდა სწავლის დასრულების შემდგომ ბენეფიციართა ცხოვრებაში.
პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით განხორციელებული კვლევები
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) კერძო სექტორის განვითარების პროექტისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა „პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის“ 2014 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული კვლევები: „პროფესიულ სტუდენტთა განწყობების კვლევა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით“ და „დამსაქმებელთა განწყობების კვლევა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით“.ზესტაფონის რაიონში ახალი სკოლა აშენდა
ზესტაფონის რაიონის სოფელ სადგურ სვირში ახლადაშენებული სკოლა ფუქციონირებას შეუდგა. ორსართულიანი თანამედროვე სტანდარტების სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით არის აღჭურვილი, აქვს ცენტრალიზებული გათბობა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ექიმის კაბინეტი, ღია სპორტული მოედანი. ამჟამად სკოლაში 60 მოსწავლეა, თუმცა, იმ იმედით, რომ ახალი სკოლა ბევრ ოჯახს დააბრუნებს სოფელში, სასწავლო შენობა 120 მოსაწავლეზეა გათვლილი.სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ გასული წელი შეაჯამა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ 2014 წლის ანგარიში და 2015 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მეოთხე ნაკადის მსმენელთა გამოშვების საზეიმო ცერემონიაც გაიმართა. მინისტრმა თამარ სანიკიძემ, პარლამენტარებმა თინათინ ხიდაშელმა, ელისო ჩაფიძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, დარგობრივი კურსების დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს.მოსწავლეთა კონფერენცია „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა თემაზე „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები და მათი პედაგოგები, სკოლის დირექტორები თბილისიდან და რეგიონებიდან. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოადგილე ლია გიგაური, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, სამინისტროსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.ქვემო ქართლის რეგიონში განხორცელებული საგანმანათლებლო პროექტები
პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ქვემო ქართლის რეგიონში სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო და ინფრასრტუქტურული მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაციას მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი, საჯარო სამსახურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.საახალწლო საჩუქარი პატარებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს და მათ თანატოლებს უმასპინძლა. პატარებისთვის გაიმართა სპექტაკლი სახელწოდებით „კონკია საახალწლო მეჯლისზე“. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი ადაპტირებული იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისთვის, კერძოდ, სმენადქვეითებული მოსწავლეებისათვის ჟესტური ენის თარჯიმანი, ხოლო სუსტადმხედველი მოზარდებისთვის მთხრობელი მუშაობდა.ლია გიგაური ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, მინისტრის მოადგილე ზუგდიდში პედაგოგებს, ზუგდიდის საჯარო სკოლების დირექტორებსა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.საჯარო სკოლებში საახალწლო წარმოდგენები იმართება
საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში წინასაახალწლო განწყობაა, თითქმის ყველა სკოლაში წარმოდგენები იმართება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში იმყოფბოდნენ, სადაც ორი სკოლის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში განხორცელებული საგანმანათლებლო პროექტები
პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო და ინფრასრტუქტურული მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის – ორი წლის ანგარიში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, საზოგადოებას ორი წლის ანგარიში წარუდგინა. პირველი რიგში მინისტრმა სისტემის დეპოლიტიზაციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განხორციელდა მანდატურის სამსახურის რეფორმა, მანდატურის სამსახურის ბაზაზე ფსიქოლოგიური ცენტრი ამოქმედდა, დაიწყო პოლიტიკური ნიშნით სისტემიდან განდევნილი ადამიანების სისტემაში დაბრუნების პროცესი.WorldSkills Georgia 2014-ის ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული WorldSkills Georgia 2014-ის ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია საგამოფენო კომპლექს „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ კონკურსანტებს ჯილდოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა გადასცა.სიახლეები ვერ მოიძებნა.