სიახლეები
თამარ სანიკიძე დუშეთის პირველი საჯარო სკოლის 180 წლის იუბილეს დაესწრო
180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დუშეთის პირველ საჯარო სკოლას სპეციალური სიგელი გადასცა და დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკისთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ცნობილ მეცნიერებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრ თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებით, სკოლას ისტრიული სახელი დაუბრუნდა და კვლავ ვაჟა-ფშაველას სახელობის გახდა.
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულთა სიები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა სიას.პროფესიული სტუდენტები WorldSkills International-ის მეორე ეროვნულ შეჯიბრებაში ჩაერთნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ WorldSkills International-ის მეორე ეროვნული შეჯიბრების ცერემონია გახსნა. WorldSkills International საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება.კოლეჯში „ახალი ტალღა“ ბიზნესფორუმი გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში ,,ახალი ტალღა" 2014 წლის შემაჯამებელ ბიზნესფორუმს დაესწრო. ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო კერძო სექტორის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და კოლეჯის ,,ახალი ტალღა" ერთობლივი მუშაობის შეჯამება და პროფესიული განათლების განვითარებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების საქმეში კოლეჯის მომავალი როლის განსაზღვრა.ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებით წარმოდგენილ საკონსულტაციო საბჭოსთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თამარ სანიკიძემ ამერიკული საბაკალავრო პროგრამების შესახებ ქუთაისში შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საქართველოს დეკანი კენ უოლში ქუთაისს ეწვივნენ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნვიერსიტეტის სტუდენტებთან, პროფესორებთან და უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
განათლების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობა გრძელდება
გაეროს ბავშვთა ფონდი, ესტონეთთან თანამშრომლობით ხელს უწყობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესში, რათა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა გახდეს მეტად ინკლუზიური და პასუხობდეს დინამიურ სამყაროში თანამედროვე გამოწვევებს. 2014 წელს I-VI კლასების საგნობრივი პროგრამების რევიზია დასრულდა, რაც საფუძველს მისცემს ახალი სახელმძღვანელოების მომზადების პროცესს 2015 წლიდან.ეროვნული სასწავლო გეგმების ახალი პორტალის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინიციატივით, ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი www.ncp.ge შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაც მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ გახსნეს.შიდა ქართლის რეგიონში განხორცელებული საგანმანათლებლო პროექტები
პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა შიდა ქართლის რეგიონში სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო და ინფრასრტუქტურული მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაციას მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, საჯარო სამსახურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.თამარ სანიკიძე ახალციხელ პედაგოგებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ზოგად განათლებაში მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები ახალციხელ პედაგოგებსა და დირექტორებს გააცნო. მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მათ მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერის დაგეგმვის ახალი სქემა წარუდგინა ხოლო, ახალი სახელფასო პოლიტიკა პედაგოგებს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა ლაშა საღინაძემ გააცნო.MCC-ის 30 მილიონი აშშ დოლარი ამერიკული საბაკალავრო პროგრამების განსახორციელებლად საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საქართველოს დეკანმა კენ უოლშმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.სამცხე - ჯავახეთის რეგიონში განხორცელებული საგანმანათლებლო პროექტები
პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სამცხე - ჯავახეთის რეგიონში სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო და ინფრასრტუქტურული მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაციას მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, საჯარო სამსახურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.ჰარვარდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან. უნივერსიტეტის პროფესორებს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰარვარდის უნივერსიტეტთან ერთად განხორციელებულ პროექტებს, მათი შედეგების შეჯამებას, სამომავლო გეგმებსა და ქართული ცენტრის დაარსებას ამერიკაში.დონორ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული პროექტები შეჯამდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისიტროსა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.სოფელ მუხრანში ახალი სკოლა გაიხსნა
მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ახალი სკოლა აშენდა, რომელიც რამდენიმე კვირაა ფუნქციონირებას შეუდგა. სკოლა დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა მოინახულეს. ახალი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, გათბობის სისტემით, ბიბლიოთეკით, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტებით.იაპონიასთან უპრეცედენტო თანამშრომლობა იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის „KEK”-ის გენერალური დირექტორი აცუტო სუზუკი და პროფესორი სატოში მიჰარა ეწვივნენ. ვიზიტის მიზანია ახალი ერთობლივი პროექტებისა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტული მიმართულებების განხილვა.
საქართველოში პირველად „ტრენერთა სკოლა“ ამოქმედდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში „ტრენერთა სკოლა“ იწყებს ფუნქციონირებას. პროექტი 2015 წლის იანვრიდან ამოქმედდება და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს სრულფასოვანი კურსი გაიაროს და გარკვეული მიმართულების პროფესიონალ ტრენერად ჩამოყალიბდეს.„ლეონარდო და ვინჩი 2014“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი 2014“ გამარჯვებული ინოვაციური პროექტების ავტორები დააჯილდოვეს.
კახეთის რეგიონში განხორცელებული საგანმანათლებლო პროექტები
პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა კახეთის რეგიონში სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო და ინფრასრტუქტურული მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაციას ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორისა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მხარის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ესწრებოდა.თბილისის სკოლები აქციაში „გაამწვანე საქართველო“ ჩაერთნენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ დაფუძნებული ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ორგანიზებით, თბილისის 175-ე და 131-ე სკოლების ტერიტორიაზე მოსწავლეებმა ფიჭვის ხეები დარგეს. გამწვანების აქციაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ფონდის "გაამწვანე საქართველო" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, განათლების სამინისტროსა და საპატრიარქოს წამომადგენლები მონაწილეობდნენ.კოლეჯი „მერმისი“ უცხოურ დელეგაციას მასპინძლობს
ტორინოს პროცესის რეგიონული კონფერენციის ფარგლებში საზოგადოებრივ კოლეჯს „მერმისი“ აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნის - უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ევროკომისიის, განათლების ევროპული ფონდის (ETF) წარმომადგენლები ესტუმრნენ. უცხოურ დელეგაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და საზოგადოებრივმა კოლეჯმა „მერმისი“ უმასპინძლეს.სიახლეები ვერ მოიძებნა.