ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების თანამდებობების დაკავების მიზნით გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - ბოლნისის, დმანისის, კასპის, გურჯაანის, ზესტაფონის, დედოფლისწყაროს ბორჯომის, მარნეულის, დუშეთისა და სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების თანამდებობების დაკავების მიზნით გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი (ტესტირება) გაიმართება 2014 წლის 12 დეკემბერს 12:00 საათზე, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შენობაში (მისამართი: ფანჯიკიძის #1ა.)

კამპანია “არა ძალადობას!"

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის “არა ძალადობას!" ფარგლებში, საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა თემაზე "რელიგიები ძალადობის წინააღმდეგ!". კონფერენციას ქვეყანაში მოქმედი 10 რელიგიური კონფესიის, საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 10 დეკემბერს (აფხაზეთი). გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.

ტორინოს პროცესის რეგიონული კონფერენცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისში ტორინოს პროცესის აღმოსავლეთ პარტნიორობის შემაჯამებელი რეგიონული კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა, განათლების ევროპული ფონდის (ETF) და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ჩატარდა.

ახალი პროექტი შშმ პირთათვის

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მსოფლიო დღეს 3 დეკემბერს, ამიერკავკასიაში ერთადერთ სოციალურ კაფეში „რეას ციყვები“, სადაც მენტალური განვითარების პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების პირები არიან დასაქმებულნი, პროექტის „რეალობა, რეაქცია, რეაბილიტაციის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.

2013-2014 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადასცა. 2014 წელს საქართველოს მასშტაბით 1208 ოქროსა და 872 ვერცხლის მედალი გაიცემა. დღეს, ოქროს მედლებით თბილისის საჯარო და კერძო სკოლების 400-მდე წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა.

ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრს ქართველი მოსწავლეები ეცნობიან

შვეიცარიაში, ცერნის (CERN) ცენტრალურ ლაბორატორიაში საქართველოდან 9 მოსწავლე და 3 პედაგოგი გაემგზავრა. ეს მოსწავლეები 2014 წლის 1-5 დეკემბერს ფიზიკის, მათემატიკისა და ქიმიის კონკურსებში პირველ ადგილზე გასული გუნდების წევრები არიან. CERN-ში მოსწავლეები ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შეხვდებიან, მათ მასტერკლასებს დაესწრებიან, უახლეს ტექნოლოგიებს, ახალ აღმოჩენებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს გაეცნობიან, რაზეც ცერნის მეცნიერები მუშაობენ.

ქართული დელეგაცია კონრად ადენაუერის ფონდს ეწვია

2014 წლის 24-28 ნოემბერს კონრად ადენაუერის ფონდის მიწვევით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შედგა ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი, რომლის მიზანს სამოქალაქო განათლების გაძლერების კუთხით გერმანული გამოცდილების და სიახლეების გაზიარება წარმოადგენდა. აღნიშნული ვიზიტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადენაუერის ფონდს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

ხარისხის მართვის ევროპული მოდელის ტერენინგი გაიმართა

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ხარისხის მართვის/მენეჯმენტის ევროპული მოდელის (EFQM Excelence Model) დანერგვის მიზნით, რიგით მეორე ტრენინგი „გზა სრულყოფისკენ“ გაიმართა.

თამარ სანიკიძე სან დიეგოს უნივერსიტეტს ეწვია

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირქტორი მაგდა მაღრაძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. დელეგაციის წევრები უნივესიტეტის პრეზიდენტს დოქტორ ელიოტ ჰირშმანსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ.

სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში მსმენელთა გამოშვების ცერემონია გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასაქმებულ 71 საჯარო მოხელეს დარგობრივი კურსების დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ელისო ჩაფიძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გადასცეს.

ლატვიის პრეზიდენტი განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მთავრობის სხვა წევრების ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ორი ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ინიციატივები და გამოწვევები ელექტრონულ სწავლებაში

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, ორდღიანი ფორუმი გაიმართა თემაზე: ინიციატივები და გამოწვევები ელექტრონულ სწავლებაში - სწავლა ახალი მედია-საშუალებებით. ფორუმი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია იწყება

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას - „არა ძალადობას!“ იწყებს. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა.

თამარ სანიკიძე აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტს ქამრან ხანს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტს ქამრან ხანს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კორპორაციის ვიცეპრეზიდენტის მოადგილე სინდი ჰუანგი და კომპაქტის მმართველი დირექტორი ჯონათან ბრუქსი.

WorldSkills Georgia-ს რიგით მეორე ეროვნული შეჯიბრი ჩატარდება

2014 წლის 18 - 21 დეკემბერს თბილისში ჩატარდება WorldSkills Georgia-ს რიგით მეორე ეროვნული შეჯიბრება ექვს პროფესიაში: შედუღება, ვებ-დიზაინი, სამზარეულო საქმე, სარესტორნო სერვისი, ფლორისტიკა და საპარიკმახერო საქმე.

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია გახსნეს, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მეხუთე ნაკადის 123 მონაწილეს სერტიფიკატები გადასცეს. მოხალისე პედაგოგები ორი აკადემიური სემესტრის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში მოღვაწეობდნენ და წარმატებით დაასრულეს პროგრამა.

განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი ხედვა შემუშავდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი ხედვა შეიმუშავა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა არსებული სისტემის სრული კვლევა და შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც გამოყენებული იქნა სექტორის შემდგომი განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრისთვის.

თამარ სანიკიძემ ოლიმპიელები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულ 8 მონაწილეს ფულადი ჯილდოები და სიგელები გადასცა. „განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად აფინანსებს საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების მონაწილეობას მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ოლიმპიადებში.

ლია გიგაურმა სამუშაო შეხვედრა დედოფლისწყაროში გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, მინისტრის მოადგილე დედოფლისწყაროში ჩავიდა და რეგიონის 15 საჯარო სკოლის წარმომადგენლებს ზოგადი განათლების სიახლეები და მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერის დაგეგმვის ახალი სქემა წარუდგინა.