ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

კამპანია „ნაბიჯი თანადგომისკენ“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით იგეგმება ძალადობის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია „ნაბიჯი თანადგომისკენ". კამპანია იწყება 19 ნოემბრიდან ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეს და სრულდება 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს.

მინისტრმა ღვაწლმოსილ მეცნიერს საპატიო ჯილდო გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიას ეწვია, მეცნიერებს შეხვდა და შეხვედრის ბოლოს, ცნობილ მეცნიერს, აკადემიკოს ლავრენტი მანაგაძეს „ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი“ გადასცა. მინისტრმა ბატონ ლავრენტის მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისთვის, მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა და ხანგრძლივი სიცოცხლე და წარმატებები უსურვა.

ჩოხატაურის რაიონში ერთი ახალი სკოლა გაიხსნა და ორი სკოლის მშენებლობა იწყება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში სკოლის მშენებლობა და აღჭურვა დასრულდა. ევროპული სტანდარტების ახალი, თანამედროვე სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა, გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ და ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგებლებმა მოინახულეს და მოსწავლეების თვითშემოქმედებასაც გაეცნენ.

ესტონელი საერთაშორისო ექსპერტების ხელშეწყობით გრძელდება ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია

დღეს, ესტონეთის განათლების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ ექსპერტები გორის N3 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ესტონეთის სასწავლო გეგმის სპეციფიკა გააცნეს. ყურადღება გამახვილდა იმ საერთო პრინციპებზე, რაც ორივე ქვეყნის სასწავლო გეგმას ახასიათებს.

კონფერენცია „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმისათვის“ გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების „კოალიცია განათლება ყველასათვის-საქართველო“-ს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმისათვის“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

სასკოლო კონკურსი „ვუმღერ სამშობლოს“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის მოსწავლეებისათვის კონკურსს „ვუმღერ სამშობლოს“ აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს გუნდის/ჯგუფის სახით (წევრთა რაოდენობა და ასაკი შეზღუდული არ არის). მონაწილოების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სიმღერა (არსებული ან სპეციალურად აღნიშნული კონკურსისთვის შექმნილი), რომელიც შესაბამისობაში იქნება კონკურსის თემატიკასთან.

ემორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ემორის უნივერსიტეტის პროფესორ ნათანიელ გოზანსკის შეხვდა. პროფესორი გოზანსკი არის 20-ზე მეტი ამერიკული უნივერსიტეტის სააკრედიტაციო კომისიის ექსპერტი, ამერიკის 10-მდე წამყვანი უნივერსიტეტის მიწვეული პედაგოგი და ამერიკის იურისტთა ასოციაციის უმაღლესი იურიდიული განათლების კომიტეტის მოქმედი წევრი.

მასწავლებლები ახალ სახელფასო პოლიტიკას გაეცნენ

მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება ეტაპობრივად, 2015-2017 წლების განმავლობაში დაიგეგმა. ამ თემაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა საქართველოს საჯარო სკოლების 300-მდე პედაგოგს ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს.

„განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამოწვევები და გაუმჯობესების გზები“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა თემაზე: „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამოწვევები და გაუმჯობესების გზები“. კონფერენცია მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ გახსნა.

კახეთის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეები ლეპტოპებით დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 213 მეათეკლასელი პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა. ღონისძიება დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, მის დაბადების დღეს, 8 ნოემბერს გაიმართა.

საერთაშორისო კონფერენცია მსოფლიოში ცნობილი ექსპერტების მონაწილეობით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა თემაზე: “ინგლისური ენა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გლობალიზებულ მსოფლიოში”. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ATEFL-ის პრეზიდეტის პირადი პატრონაჟითა და ბრიტანული გამომცემლობების - მაკმილანი, პერსონ ლონგ მანი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, კომპანია „ინგლისური წიგნი საქართველო“ ორგანიზებით გაიმართა.

საქართველოს საჯარო სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გარემონტდება

“ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა. საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს დაიწყება და პირველ ეტაპზე მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის 30-მდე საჯარო სკოლას მოიცავს. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება მომდევო ხუთი წლის განმავლობაში და დაგეგმილია დაახლოებით 100 სკოლის რეაბილიტაცია.

კონკურსი „წელს ვიქცეთ ლექსად“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლას ლადო ასათიანის სახელი მიანიჭა. სახელის მინიჭება „ლადოობის“ დღესასწაულს დაემთხვა. დიდი ქართველი პოეტის ლადო ასათიანის პატივსაცემად, ყოველწლიურად, შემოდგომაზე ლეჩხუმელები „ლადოობას“ აღნიშნავენ. წელს, განსაკუთრებული იყო ეს დღე ლადოს მშობლიურ სოფელ ბარდნალაში.

ლია გიგაური მასწავლებლებთან შეხვედრას აგრძელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამჯერად, ოზურგეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში ლია გიგაურმა აუდიტორიას ყველა ის სიახლე გააცნო, რაც ზოგადი განათლების მიმართულებით დაინერგა და რაც მომავალში იგეგმება.

ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცებისთვის 1400 წერილი გაიგზავნა

საქართველოს იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტი „წერილები ჯარისკაცებს“ გრძელდება. პროექტის მეოთხე ეტაპის დასკვნითი ღონისძიება თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.

ლია გიგაური ცაგერის რაიონის პედაგოგებს შეხვდა და რეგიონის წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ცაგერის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე ლია გიგაურმა ვრცლად ისაუბრა ზოგადი განათლების სიახლეებსა და მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერის დაგეგმვის ახალ სისტემაზე. შეხვედრის ფარგლებში, ლია გიგაურმა პედაგოგთა ყველა შეკითხვას უპასუხა.

ქუთაისელი წარჩინებული მოსწავლეები ლეპტოპებით დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ქუთაისის საჯარო სკოლების 99 მეათეკლასელი პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.

პროფესიული სასწავლებლისა და თეატრის წარმატებული თანამშრომლობა

ფოთის საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“ 2013 წლის დეკემბრიდან თანამშრომლობს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრთან, თეატრისა და კოლეჯის ერთობლივი ინიციატივით, შედგა შეთანხმება და პროფესიული სტუდენტების მიერ ხორციელდება თეატრალური კოსტიუმებისა და აქსესუარების შეკერვა.

მანდატურის სამსახურის განცხადება

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში თერაპიის პროცესის აუდიო- ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით.

კოლეჯის „იბერია“ საერთო საცხოვრებელი სრულ რეაბილიტაციას გაივლის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა ალექსანდრე იოსებაშვილმა, პროფესიული კოლეჯის „იბერია“ სტუდენტებთან და პედაგოგებთან ერთად, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი დაათვალიერეს, სადაც მალე სარებილიტაციო სამუშაოები დაიწყება და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები ახალ, თანამედროვედ აღჭურვილ შენობაში იცხოვრებენ.

სკოლის დირექტორთა კონფერენცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია PH International ორგანიზებით სკოლის დირექტორთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნა.