სიახლეები
უცხოელებისთვის ქართული ენის შესასწავლად საქართველოს განათლების სამინისტრომ ვებგვერდი შექმნა
ქართული ენის უცხოელი შემსწავლელებისთვის და ქართველი ემიგრანტებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სპციალური ვებგვერდი შექმნა. ახალი ვებგვერდის (geofl.ge) პრეზენტაცია საზოგადოებას მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ქართული ენის სამმართველოს უფროსმა მარიკა ოძელმა წარმოადგინეს.კონკურსი ‘’ქართული კალიგრაფია“ გამოცხადდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კალიგრაფიის კონკურსს იწყებს სახელწოდებით: „ქართული კალიგრაფია“. ამ თემაზე ბრიფინგი მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ გამართეს.სამინისტროში გერმანული დუალური პროფესიული სწავლების მოდელზე იმსჯელეს
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გერმანიის პარლამენტის დეპუტატი, დოქტორ ტომას ფაისტი. ვიზიტის ფარგლებში, ტომას ფაისტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს ქეთევან ნატრიაშვილს შეხვდა.შშმ პირთა დასაქმების მხარდაჭერის მიზნით კონფერენცია გაიმართა
დღეს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრას მიზნით ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაზე მოხდება არსებული კონტექსტისა და დასავლეთის საუკეთესო გამოცდილების ანალიზის საფუძველზე დასაქმების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება.საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყრილობა გაიმართა
დღეს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სმპთ) მე-7 საანგარიშო საარჩევნო ყრილობა გაიმართა. ყრილობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საერთაშორისო ორგანიზაციის - ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) დირექტორი მარტინ რომერი, სამინისტროსა და პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები დაესწრნენ.CERN-თან თანამშრომლობის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ამოქმედდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ხელმძრვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბაზაზე გრიდის (კომპიუტერული ქსელის) კლასტერის დაფუძნება, რაც ამავდროულად, ცერნის ერთ-ერთი გამოთვლითი რესურსი იქნება საქართველოში.კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღე აღინიშნა
24 ოქტომბერს ქ. თბილისის N198 საჯარო სკოლაში კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომლის მიზანია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა კატასტროფების რისკის შემცირების აქტივობებში და მათი საგანგებო სიტუაციებისადმი მზაობის გაძლიერება.
დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ
წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 27, 28, 29, 30 ოქტომბერს (ქედა, ქობულეთი, შუახევი, ხელვაჩაური, ხულო).საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო განათლების სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისათვის
მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რენო სალენმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ ჯაყელი „აკადემიური პალმის ორდენის“ ოფიცრის მედლით დააჯილდოვა.სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობა
საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ 2013 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს კომპანია „ჯეოტურანთან“. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, დაიგეგმა და შემუშავდა პროექტი „ევრო-მასტერი“, რომელიც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას კოლეჯში, სტუდენტების სერტიფიცირებას, დატრენინგებას, გადამზადებას და მათ დასაქმებას „ევრო-მასტერში“.მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდება
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში პროფესიული სასწავლებელის რეაბილიტაცია იწყება, რომელიც ერთადერთი პროფესიული ცენტრი იქნება რეგიონში. ამის თაობაზე განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გააკეთა, რომელიც დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ დანელიასთან, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან ნუგზარ ყიფიანთან და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ წინამძღვრიანკარში ჩავიდა.
დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ
წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 23, 24 ოქტომბერს (მესტია, ლენტეხი, ონი, ცაგერი).CERN-ის წარმომადგენელთა შეხვედრა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გრიდ და ქლაუდ (Grid & Cloud) ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, მოწვეული ექსპერტები ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციიდან, ასევე, მეცნიერები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან.
დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ
წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 22, 23, 24 ოქტომბერს (ჩოხატაური, ლანჩხუთი, ოზურგეთი).ახალი პროექტის პრეზენტაცია საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“
საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ პროექტის „პროფესიული განათლება სადურგლო სახელოსნოს ბაზაზე“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქველმოქმედო ფონდთან ერთად „საქართველოს კარიტასი“ ხორციელდება.მინისტრი სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობას აგრძელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ვარკეთილის დასახლებაში მდებარე თბილისის 176-ე საჯარო სკოლას ეწვია და სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გაეცნო სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. თამარ სანიკიძე სკოლის პედაგოგებსაც გაესაუბრა და ღია გაკვეთილს დაესწრო.საქართველოსა და გერმანიას შორის ახალი გაცვლითი პროგრამები ამოქმედდება
მიმდინარე წელს თბილისის N21-ე საჯარო სკოლასა და გერმანიის ჰომბურგის ზაარპფალცის გიმნაზიას შორის პარტნიორული ურთიერთობები დამყარდა, რომლის მიზანია მეგობრული თანამშრომლობა და მოსწავლეთა რეგულარული გაცვლითი პროექტების ხელშეწყობა.პოლონეთის მთავრობის დახმარება ბარისახოს სკოლას
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური პოლონეთის ელჩის მოადგილესთან და საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ბარისახოს საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკის საზეიმო გახსნას დაესწრო. ლია გიგაური ასევე შეხვდა სკოლის მასწავლებლებს და მათ ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით ესაუბრა. მინისტრის მოადგილემ პედაგოგთა ყველა შეკითვას უპასუხა.ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის III საერთაშორისო კონფერენცია "ტაო-კლარჯეთი"
2014 წლის 17–21 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უკვე მესამედ ატარებს საერთაშორისო კონფერენციას „ტაო-კლარჯეთი“. კონფერენცია დღეს გაიხსნა და მის მონაწილეებს მინისტრი თამარ სანიკიძე მიესალმა და წარმატებები უსურვა.თამარ სანიკიძე სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის, სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სტუდენტური თვითმართველობების წარმომადგენლებს სტუდენტთა მიერ სტატუსის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო სწორი ინფორმაციის მიწოდება იმის თაობაზე, თუ როგორია ამ ეტაპზე რეალური სურათი, რა გააკეთა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სტუდენტების სწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
მიმდინარეობს სკოლების ახალი სასკოლო ინვენტარით აღჭურვა
სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კეთილმოწყობა და თანამედროვედ აღჭურვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 2014 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მეორე საჯარო სკოლის სასწავლო კორპუსს.სიახლეები ვერ მოიძებნა.