ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8110

ფილტრი

ნაპოვნია8110

განათლებისა და იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მინისტრებმა თამარ სანიკიძემ და თეა წულუკიანმა მოაწერეს.

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 15, 16, 17 და 18 ოქტომბერს (ახმეტა, დედოფლისწყარო, გურჯაანი, ლაგოდეხი)

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 15 და 16 ოქტომბერს (ხარაგაული) და 2014 წლის 17 და 18 ოქტომბერს (ვანი, ხონი, ტყიბული).

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 15, 16 და 17 ოქტომბერს (ბორჯომი, ხაშური ნინოწმინდა).

სსსმ მოსწავლეებს ახალი დამხმარე სახელმძღვანელოები ექნებათ

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ქართულისა და მათემატიკის დამხმარე სახელმძღვანელოები შეიქმნა, რომლის პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა დ მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქველმოქმედო ფონდის „სიცოცხლის ხე“ დირექტორი თორნიკე გურული და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის პროექტებში ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების ჩართვა განიხილება

თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის პროექტებში ქართველი ახალგაზრდების ჩართვის პერსპექტივები განიხილება. აღნიშნულ საკითხზე იტალიაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძემ თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის საპატიო დირექტორ ლუჩიანო ბერტოჩისთან შეხვედრაზე იმსჯელეს.

ცერნში საქართველოს ასოცირებული წევრობის საკითხი აქტიურ ფაზაში შედის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ცენრის ბირთვული კვლევების საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრა იტალიაში, ქალაქ ტრიესტეში გამართული საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შედგა, სადაც ცერნის გენერალურმა დირექტორმა როლფ ჰოიერმა და ცერნის სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელმა სერხიო ბერტოლუჩიმ საქართველოს სამეცნიერო პოტენციალი დადებითად შეაფასეს.

ევროპულ კვლევით პროექტებში ქართველი ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების მონაწილეობის გაზრდა იგეგმება

დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე იტალიაში, ქალაქ ტრიესტეში თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საერთაშორისო სიმპოზიუმის გახსნას ესწრებიან.

ლეონარდო და ვინჩი 2014 იწყება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი 2014“ აცხადებს. საკონკურსო პროგრამის დეტალებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა ისაუბრეს.

დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო საბჭოს“ რიგით მესამე სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომას უძღვებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე.

ქართველ მანდატურებს ამერიკელი კოლეგები გამოცდილებას გაუზიარებენ

თემაზე: „უსაფრთხო სკოლა“ „შერატონ მეტეხი პალასში“ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) წარმომადგენელთა ერთობლივი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, NASRO-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს მორის კენედი, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი ვახტანგ მეიფარიანი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საზეიმო მიღება მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საზეიმო მიღება გაიმართა. დედაქალაქიდან და რეგიონებიდან მოწვეულ პედაგოგებს მასწავლებელს საერთაშორისო დღე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მიულოცეს და სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის პრეტესტი მიმდინარეობს

პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, დღეს საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა საგამოცდო ცენტრში საცდელი ტესტირება ჩატარდა. საცდელი ტესტირების მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი აკვირდებოდა, რომელმაც პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს წარმატებები უსურვა.

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 07-09 ოქტომბერს (ახალქალაქი) და 2014 წლის 10, 11 ოქტომბერს (ახალციხე, ასპინძა, ადიგენი). გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 07-11 ოქტომბერს (კასპი, ქარელი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო). გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 07-11 ოქტომბერს (თიანეთი, სიღნაღი, ყვარელი, ყაზბეგი დუშეთი, საგარეჯო). გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.

წარჩინებული მოსწავლეები ლეპტოპებით დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თბილისის საჯარო სკოლების 323 მეათეკლასელი პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა. წელს, საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ 1626 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება.

მემორანდუმი ქართულ და ავსტრიულ მხარეებს შორის

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის განათლებისა და ქალთა საკითხების ფედერალურ სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის „მომავლის თაობა“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის „მომავლის თაობა“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში და ეროვნულ დონეზე ინფორმატიკის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და მათი მასწავლებლები დააჯილდოვეს.

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 03, 04 ოქტომბერს (ჭიათურა, ამბროლაური).