ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის „მომავლის თაობა“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის „მომავლის თაობა“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში და ეროვნულ დონეზე ინფორმატიკის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და მათი მასწავლებლები დააჯილდოვეს.

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 03, 04 ოქტომბერს (ჭიათურა, ამბროლაური).

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 01-04 ოქტომბერს (სამტრედია, მარტვილი, წყალტუბო).

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 01-04 ოქტომბერს (გორი).

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 01, 02 ოქტომბერს (საჩხერე).

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა

კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“ შემოდგომის ფესტივალი (გამოფენა) გაიმართა. კოლეჯმა კახეთის რეგიონში არსებულ პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს და მომავალ პროფესიულ სტუდენტებს უმასპინძლა.

მაღალი ენერგოდამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაცია KEK-ისთან (იაპონია) თანამშრომლობა იწყება

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან იაპონიის ოსაკას უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი იოშიტაკა კუნო და იაპონიის მაღალი ენერგოდამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) წარომადგენლები.

ვილაპარაკოთ უცხო ენებზე და ერთად აღვნიშნოთ ენების ევროპული დღე

ევროპული დღის აღსანიშნავად, ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების EUNIC (European Union National Institutes for Culture) წევრმა ორგანიზაციებმა სკოლის მოსწავლეებს ევროპის სახლში უმასპინძლა, სადაც ევროპის ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების აღსანიშნავად კონკურსები, გაკვეთილები და სახალისო გასართობი აქტივობები გაიმართა.

შეხვედრა კოლეჯში „მოდუსი“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, პარლამენტის ვიცე-სიპკერი ზვიად ძიძიგური, რუსთავის მერი დავით ჯიქია და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე რუსთავის პროფესიულ სასწავლებელ "მოდუსს" ესტუმრნენ, კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და განახლებულ სასწავლო პროგრამას გაეცნენ.

საქართველო კავშირის „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი“ წევრი გახდება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია ჩინეთის საინჟინერო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, ჩინეთის პოლიტსაბჭოს წევრის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ფან იუნჰეს ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანია საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ კავშირის მომავალი წევრი ქვეყნის შესაძლებლობების განსაზღვრა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გილოცავთ ენების ევროპულ დღეს!

ევროპის საბჭოს ინიციატივით 2001 წელი გამოცხადებული იყო ენების ევროპულ წელიწადად და მთელი წლის მანძილზე ევროპის ქვეყნებში ტარდებოდა ღონისძიებები, რომელთა საზეიმო დახურვის ცერემონიალი დეკემბრის თვეში გაიმართა ბრიუსელში, სადაც გადაწყდა, რომ 26 სექტემბერი დაეწესებინათ, როგორც ენების ევროპული დღე.

ქართველი მეცნიერები საერთაშორისო პროექტებში ჩაერთვებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების დირექტორატის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს შესაძლო ასოცირებული გაწევრიანება პროგრამაში „ჰორიზონტ 2020“.

2013-2014 წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები 1000-ზე მეტ სკოლაში განხორციელდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 126-ე საჯარო სკოლას ეწვია და სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გაეცნო სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ

სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარე წლის 18 სექტემბერს გამოქვეყნებულ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკში განხორციელდა ცვლილება.

„ჯეოტურანისა“ და პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ წყლის საერთაშორისო გამოფენა - „AQUA THERM TBILISI 2014“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო უახლესი და ინოვაციური ნანო ტექნოლოგიები, წყლისა და გაზის რესურსების მართვის მიმართულებით. გამოფენის ორგანიზატორი იყო კომპანია „ჯეოტურანი“.

ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლა დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საზაფხულო სკოლების პროგრამის ფარგლებში“ წელს პირველად, ახორციელებს პროექტს „ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლა საქართველოში“.

სამინისტროში საზეიმო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წელს სახელმწიფო საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების 26 საუკუნის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა ღონისძიება, რომელიც საქართველოში ებრაული ენის კათედრის დამაარსებლის, ცნობილი სემიტოლოგის, ქართული ჰუმანიტარული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის, აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის ხსოვნას მიეძღვნა.

გიორგი შარვაშიძე ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ემორის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დირექტორი ჯესიკა რიჩმან დვორკინი, რომელთანაც დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ.

განათლების სამინისტრომ კონრად ადენაუერის ფონდთან მემორანდუმი გააფორმა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობის რეგიონალურმა დირექტორმა ჯანან ატილგანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლებას საქართველოს საჯარო სკოლებში.

მასშტაბური განათლების ფორუმი საქართველოში

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანიზებით, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი განათლების ფორუმი გაიმართა სახელწოდებით „განათლება ამერიკაში - ევროპის რეგიონალური ფორუმი“, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული წარმატებული უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სფეროს სხვა ექსპერტები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და გამოცდილება გაუზიარეს.