სიახლეები

თბილისში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს
თბილისში, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს. საგამოფენო ცენტრის მე-4, მე-5 და მე-6 პავილიონებში წინასწარ რეგისტრირებულ დასაქმების მსურველებს პოტენციურ დამსაქმებლებთან გასაუბრების შესაძლებლობა აქვთ. დასაქმების ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ გახსნა16 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია პროფესიული განათლების ხარისხის გაძლიერებისთვის
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროსთან პარტნიორობით, იწყებს პროექტს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“.
საქართველო ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის ასოცირებული წევრი გახდება
თბილისში სამუშაო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ბევრ მნიშვნერლოვან საკითხთან ერთად, აქტიურად განიხილებოდა ცერნში (CERN) საქართველოს ასოცირებული წევრობის საკითხი.
დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ
წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 23-26 სექტემბერს. გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს
ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებით. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია და რეგისტრაციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ
წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 22 სექტემბერს.ტექნოლოგიური საკლასო ოთახის პრეზენტაცია გაიმართა
თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს და ადვილად დაძლევადს ხდის სწავლა-სწავლების პროცესს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სკოლების კომპიუტერიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. კომპანია იუ-ჯი-თის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამ საჯარო სკოლაში ტექნოლოგიური საკლასო ოთახი მოეწყობა.პირველკლასელებს გაუმჯობესებული კომპიუტერები გადაეცათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია იუ-ჯი-თის ერთობლივი პროექტი, რომელიც პირველკლასელთათვის პორტაბელური კომპიუტერებით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა, წარმატებით დასრულდა. 15 სექტემბერს 42 000 ათასამდე პირველკლასელმა ახალი მოდელის გაუმჯობესებული პერსონალური კომპიუტერი საჩუქრად მიიღო.პრემიერ-მინისტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
ჩემი ოცნება და უმთავრესი მიზანი ადგილობრივი წარმოების განვითარებაა, რისი რესურსიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და ამაში მნიშვნელოვანია თქვენი, ნიჭიერი და მაღალკვალიფიციური სტუდენტების როლი,– განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე.
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ჩვენ უდიდეს ძალისხმევას ვდებთ განათლების სისტემის განვითარებაში, რათა ბავშვებს ყველა პირობა ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მისაღებად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში სტუმრობისას.ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლის პირველი ნაკადი დასრულდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საზაფხულო სკოლების პროგრამის ფარგლებში“ წელს პირველად, ახორციელებს პროექტს „ქართული ენის ინტერნაციონალური საზაფხულო სკოლა საქართველოში“.პრემიერ-მინისტრი სოფელ აბანოს ახალ სკოლაში
გახარებულები ვართ, ძველი სკოლა გვქონდა და ახალი აგვიშენდა, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვისწავლით და გავახარებთ მშობლებს და მასწავლებლებს,- ამ სიტყვებით შეეგება სოფელ აბანოს ახალი სკოლის მოსწავლე გიორგი სებისკვერაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, რომელებიც დღეს ქარელში, გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ აბანოს სტუმრობდნენ.ბაკურიანში საზაფხულო სკოლამ მუშაობა დაასრულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „საზაფხულო სკოლების პროგრამის“ ფარგლებში წელს პირველად, პროექტი „მომავალ ლიდერთა საზაფხულო სკოლა საქართველოში“ განახორციელა. პროექტში სამინისტროს მიერ ორგანიზებული სასკოლო კონკურსებისა და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების საუკეთესო შედეგების მქონე მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 80 მოსწავლე მონაწილეობდა.
სამუშაო შეხვედრა ტყიბულელ პედაგოგებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ტყიბულის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრა ქალაქ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელისო ჩაფიძის ინიციატივით გაიმართა და მას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ნორვეგიის განათლების სამინისტროს თანამშრომლობის შედეგები შეჯამდა
თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს წარმომადგენლები. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძესა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს გენერალურ დირექტორს კარი ბრუსტადს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო აქტივობები.სიახლეები ზოგად განათლებაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ზოგად განათლებაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით, ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
„მასწავლებელთა მომზადება, პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაეწრო. ღონისძიებას სკოლების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების, უმაღლესი სასწავლებლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ წარმატებით ხორციელდება
მასწავლებლის სახლში, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე მასწავლებლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სერტიფიკატები გადასცა. საზეიმო მიღებაზე ასევე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი პროგრამის მონაწილეებსა და მათ საქმიანობაზე.2013-2014 წლებში სამინისტროში სტაჟირება 108 პირმა გაიარა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სამინისტროში წარმატებით სტაჟირებაგავლილ პირებს სერტიფიკატები გადასცა. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა და კურსდამთავრებულებმა სტაჟირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გაიარეს.300-მდე მსოფლიო დონის მათემატიკოსი საქართველოშია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით, პირველად საქართველოში, კავკასიელ მათემატიკოსთა ორდღიანი კონფერენცია გაიმართა.
სკოლების სამეურვეო საბჭოებს დირექტორობის კანდიდატები ასარჩევად წარედგინათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებებით განისაზღვრა იმ დირექტორობის კანდიდატთა სია, რომლებიც ასარჩევად წარედგინენ ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, რუსთავის და თელავის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს.სიახლეები ვერ მოიძებნა.