ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმდინარე წლის 6 სექტემბერს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

საუნივერსიტეტო კლინიკა ამოქმედდება

სასწავლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, სამინისტრო არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის (ყოფილი მე-8 საავადმყოფო) გამართვა და აღჭურვა.

ტრენინგ-კურსი პირველკლასელთა დამრიგებლებისათვის

2014-2015 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო ყველა პირველკლასელს გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე ნეთბუქებს საჩუქრად გადასცემს. მაღალი ხარისხის კომპიუტერებს მიიღებენ დაწყებითი კლასის დამრიგებლებიც.

ინკლუზიური განათლების განვითარების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

ორგანიზაციამ Save the Children (გადავარჩინოთ ბავშვები) ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად გაწეული სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაციები წარმოადგინა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.

სკოლების სამეურვეო საბჭოებს დირექტორობის კანდიდატები ასარჩევად წარედგინათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს N977 ბრძანებით განისაზღვრა იმ დირექტორობის კანდიდატთა სია, რომლებიც ასარჩევად წარედგინენ თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს.

სტუდენტები სამეცნიერო საზაფხულო სკოლაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებითა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისისა და რეგიონული უნივერსიტეტების სამედიცინო პროფილის სტუდენტებისთვის ზაფხულის სკოლის პროგრამა განხორციელდა სახელწოდებით - თანამედროვე ტენდეციები სამედიცინო ვიზუალიზაციაში და პაციენტისა და პერსონალის უსაფრთხოება.

ცხადდება პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ვადები

იმ მშობლების საყურადღებოდ, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო პირველკლასელთა რეგისტრააციისათვის განსაზღვრულ ვადებში ვერ უზრუნველყო შვილის სკოლაში რეგისტრაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებით ვადებად განისაზღვრა 1 და 2 სექტემბერი.

დასრულდა დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი თბილისის საჯარო სკოლებისათვის

თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორების ასარჩევად კანდიდატების წარდგენის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხუთი კომისია მუშაობდა. დირექტორობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებები დასრულდა. იხილეთ იმ კანდიდატთა სია, რომლებსაც კომისიამ რეკომენდაცია გაუწია.

მოსწავლეთა კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წევრებმა ახალგაზრდა ნატურალისტთა მეორე საერთაშორისო ტურნირში ოქროს მედალები მოიპოვეს. ტურნირი ბულგარეთის ქალაქ კიუსტენდილში ჩატარდა.

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 01, 02, 03 სექტემბერს. გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.

საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს - ეტაპობრივად სრულდება საქართველოს მასშტაბით 2013 წელს დაწყებული სკოლების მშენებლობები და რვა ახალი სკოლის მშენებლობა იწყება. გარდა ამისა, რეაბილიტაცია უტარდება 400-ზე მეტ საჯარო სკოლას, მათ შორისაა თბილისის 64 საჯარო სკოლა.

დამსაქმებლები პროფესიული პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოდულური პროფესიული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში დამსაქმებელთა ჩართულობის მნიშვნელობას.

პროფესიული მასწავლებლების ტრენინგი მიმდინარეობს

ევროკავშირის 27 მილიონიანი დახმარების პროგრამისა და პროფესიული განათლების განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად, მოდულური კურიკულუმების შემუშავების მეთოდოლოგიასა და სწავლება/შეფასების თანამედროვე მიდგომებში პროფესიული მასწავლებლების ტრენინგი მიმდინარეობს.

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 27 აგვისტოს. გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.

ზესტაფონის რაიონში ახალი სკოლა აშენდა

ზესტაფონის რაიონის სოფელ სადგურ სვირში ახალი სკოლის მშენებლობა სრულდება, მიმდინარეობს შენობის გადახურვა, შიდა და გარე სარემონტო სამუშაობი. დღეს, სვირში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ჩავიდნენ, სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და პედაგოგებსა და სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.

მინისტრმა საჯარო მმართველობის და ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

2014 წლის 25 აგვისტოს სსიპ - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში საჯარო მმართველობის და ადმინისტრირების პროგრამის დარგობრივი კურსების პირველი ნაკადის მსმენელებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სერტიფიკატები გადასცა.

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების განრიგს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 26 აგვისტოს. გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი. დარჩენილი კონკურსანტების გასაუბრების განრიგი გამოქვეყნდება ეტაპობრივად.

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების განრიგს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 25 აგვისტოს. გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი. დარჩენილი კონკურსანტების გასაუბრების განრიგი გამოქვეყნდება ეტაპობრივად.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სამინისტრო ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს დააფინანსებს

2014-2015 სასწავლო წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ ბაკალავრებს და მაგისტრანტებს დააფინანსებს, რისთვისაც ბაკალავრებისთვის 2 520 000 ლარი, ხოლო მაგისტრანტებისთვის 205 000 ლარია გამოყოფილი.

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 24 აგვისტოს. გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი. დარჩენილი კონკურსანტების გასაუბრების განრიგი გამოქვეყნდება ეტაპობრივად.

სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა და განათლება

მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროგრამებს იწყებს. ამ თემაზე დღეს, სამინისტროში პრეზენტაცია გაიმართა. სიახლეებთან დაკავშირებით, მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.