ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 23 აგვისტოს. გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი. დარჩენილი კონკურსანტების გასაუბრების განრიგი გამოქვეყნდება ეტაპობრივად.

სასკოლო სახელმძღვანელოების 80% უკვე სკოლებშია

სასკოლო სახელმძღვანელოების 80% დაბეჭდილია და საქართველოს მასშტაბით არსებულ სკოლებში გადანაწილებული. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის სკოლებისთვის სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესს დაესწრო.

სერტიფიცირებულ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!

საჯარო სკოლის დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებს, დღეს 22:00 საათამდე ექნებათ შესაძლებლობა კონკურსში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge

მინისტრები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლის მშენებლობას გაეცნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ახალი სკოლის მშენებლობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოშიც დაასრულა. ამ ეტაპზე, შიდა და გარე მოსაპირკეთებელი და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

კონფერენცია თემაზე “ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პერსპექტივები“

კონფერენციაზე “ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პერსპექტივები“, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადი განათლების სამომავლო ხედვა და ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პერსპექტივები წარმოადგინა.

სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს მომდევნო ეტაპს - სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge 18-დან 20 აგვისტომდე იქნება განთავსებული.

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილის - გასაუბრების შედეგები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მოწოდებული შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმის მონაცემების მიხედვით, წარმოგიდგენთ დირექტორების უფლების მქონე იმ პირთა სიას, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2014 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი და მოიპოვეს დირექტორობის უფლება.

ისანი-სამგორის რაიონში 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის №103 საჯარო სკოლის ძველი შენობის დემონტაჟს ახორციელებს. ავარიული შენობიდან მოსწავლეების დაუყოვნებლივ გამოყვანისა და ძველი შენობის დემონტაჟის თაობაზე გადაწყვეტილება, სამინისტრომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღო.

პრემიერ–მინისტრი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

მთავრობა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განვითარებასა და გაფართოებას იწყებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილის - გასაუბრების შედეგები

წარმოგიდგენთ დირექტორიბის უფლების მქონე იმ პირთა სიას, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2014 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი და მოიპოვეს დირექტორობის უფლება (იხ. მიბმული ფაილი).

საქართველო - იუნესკოს პროფესიული განათლების საერთაშორისო ცენტრი „UNEVOC“ წევრი ქვეყანა გახდა

საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაციის მიზნით მიმდინარე წლის 11 აგვისტოს საქართველო იუნესკოს პროფესიული განათლების საერთაშორისო ცენტრის „UNEVOC“ წევრი ქვეყანა გახდა.

ეკობანაკის გამარჯვებული გუნდები სერთიფიკატებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ

ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის ადმინისტრაციულ ოფისში ეკობანაკის დახურვის, ეკოკლუბების დაჯილდოების, სერთიფიკატებისა და დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე დაესწრო.

მუხრანელი მოსწავლეები სექტემბერიდან ახალ სკოლაში ისწავლიან

თანამედროვე სკოლა აშენდა მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში. სკოლაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს როგორც შიდა ასევე, გარე მოპირკეთებითი და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა.

"სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში პროექტების მიღების II ეტაპი დაიწყო

მოსწავლეთა სრულფასოვანი განათლებისთვის მნიშვნელოვნია ფორმალური განათლების პარალელურად არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოება. მათ შორის ისეთი კლასგარეშე აქტივობების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

პროფესიული სტუდენტები ახალგაზრდული კლუბის მშენებლობაზე

საზოგადეობრივ კოლეჯ ”სპექტრსა” და ასოციაცია ”ანიკას” შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიზანია კოლეჯმა ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას, ინტეგრირებული ახალგაზრდული კლუბის დაარსებასა და უსასყიდლოდ, სამშენებლო სამუშაოების წარმოებაში.

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესი გრძელდება

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესს პარტნიორობას უწევენ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სწორედ მათი ხელშეწყობით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტს პირველი სამუშაო ვიზიტით ესტონეთის განათლების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ ექსპერტები ეინარ ვარა და ენე კულდერკნუპი ეწვივნენ.

თამარ სანიკიძე „ამბასადორიალი 2014“ -ის მონაწილეების წინაშე მოხსენებით წარსდგა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თბილისში მიმდინარე „ამბასადორიალი 2014“-ის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში, სამინისტროს მნიშვნელოვანი და ძირეული მიმართულებები გააცნო.

საჯარო სკოლებში ექიმის კაბინეტები ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირებისა და სკოლის ექიმის საქმიანობის საპილოტე პროგრამას იწყებს. პროექტი საქართველოს მასშტაბით, 100 საპილოტე საჯარო სკოლაში განხორციელდება.

მანდატურის სამსახურმა 2013–2014 სასწავლო წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა

საგანმანათლებლო დაწესებულებათა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა 2013–2014 სასწავლო წლის მანძილზე გაწეული სამუშაო შეაჯამეს და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს, რაც ამ სასწავლო წლის განმავლობაში განახორციელეს.

ქართველი წარმატებული მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში

ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული რვა საუკეთესო მოსწავლე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, ისინი ორი კვირის განმავლობაში ინგლისური ენის შემსწავლელ ინტენსიურ კურსს დიდი ბრიტანეთში, საზაფხულო სკოლაში გაივლიან.

პირველკლასელები მაღალი ხარისხის კომპიუტერებს მიიღებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პირველკლასელთა და მათ მასწავლებელთა კომპიუტერებით უზრუნველყოფის პროექტთან და ახალ სასწავლო რესურსებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებისთვის სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.