სიახლეები
რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ დოკუმენტის სამუშაო ვერსია.პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულები კერძო სექტორში დასაქმდნენ
ქობულეთის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას „ახალი ტალღა“ და სასტუმრო ,,გურია პალასს" შორის გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე, კოლეჯის კურსადმთავრებულებს სასტუმრო ,,გურია პალასი" სრულ მმართველობაში გადაეცათ.პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებმა თავიანთი შესაძლებლობები კოლეჯის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაზე გამოავლინეს.სენსაციური აღმოჩენა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აღმოჩენილია დიდი ქართველი მეცნიერის, პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ (მიხაკო) წერეთელის ხელნაწერთა 15 ტომი, რომელთა უმეტესობა გამოუქვეყნებელია.სტუდენტთა პრაქტიკული სწავლების ხარისხი იზრდება
სტუდენტთა პრაქტიკული სწავლების საკითხებზე, ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში ,,ახალი ტალღა“ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კოლეჯების წარმომადგენლებმა ერთმანეთს ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამსაქმებლებთან ურთიერთობის კუთხით არსებული გამოცდილება და მიღწეული შედეგები გაუზიარეს.სტუდენტთა დასაქმების პროექტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ და მინისტრის მრჩეველმა ოთარ აბესაძემ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროექტში სტუდენტების დასაქმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.პირველკლასელებისთვის სახელმძღვანელოები მსუბუქ და გამძლე ქაღალდზე იბეჭდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესებულ ხარისხთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ მიმდინარეობის თაობაზე.ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“
ხელნაწერთა ეროვნულ ცეტრში ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა სახელწოდებით „ქართული ხელნაწერი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოაგილე გიორგი შარვაშიძე დაესწრო და საზაფხულო სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ
ინფორმატიკის 26-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI-2014) საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გუნდი, 4 მოსწავლისა და 2 ხელმძღვანელის შემადგენლობით, საქართველოში გამთენიისას დაბრუნდა. საერთაშორისო ოლიმპიადა წელს ტაივანში, 13-20 ივლისს ჩატარდა.შეხვედრა პანკისის ხეობის დირექტორებთან და მასწავლებლებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური პანკისის ხეობის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. ასეთი მასშტაბური შეხვედრა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, რომელშიც ხეობის ყველა სკოლის მასწავლებელი და დირექტორი მონაწილეობდა, აქამდე პანკისის ხეობაში არ გამართულა.
დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ
წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილის (გასაუბრების) გრაფიკს მიმდინარე წლის 23-25 ივლისისათვის. გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.ამერიკელი სტუმარი ქართულ სასწვლებლებს ეცნობა
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი დენა ჰაიდი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დღეს, კაჭრეთის პროფესიული განათლების ცენტრ „აისს“ ეწვივნენ.
დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ
წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილის (გასაუბრების) გრაფიკს მიმდინარე წლის 21-22 ივლისისათვის. გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან პროფესიული განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.
სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N84/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვრა 10 სექტემბრის შემდგომი პირველი ორშაბათი( 15 სექტემბერი), ხოლო დასრულების თარიღად - 10 ივნისის შემდგომი პირველი პარასკევი (12 ივნისი).
პროექტის „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პრეზენტაცია გაიმართა
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“-მ, საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პროექტის პრეზენტაცია გამართა.
დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ
წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილის (გასაუბრების) გრაფიკს მიმდინარე წლის 16, 17 და 18 ივლისისათვის. გთხოვთ, იხილოთ მიბმული ფაილი.ლია გიგაური ქვემო სვანეთის მასწავლებლებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. სვანეთში ანალოგიური შეხვედრა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან აქამდე არასოდეს გამართულა, შესაბამისად, დიდი იყო სკოლების წარმომადგენელთა დაინტერესება და მოლოდინი.ქართულ-გერმანული სამეცნიერო კონფერენცია გრძელდება
7 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი – “ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა” გაიხსნა. 10-11 ივლისს კონფერენცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გრძელდება.
იწყება პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი
რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 10 ივლისს 10:00 საათიდან და დასრულდება 2014 წლის 18 ივლისს 20:00 საათზე.
დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ
წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილის (გასაუბრების) გრაფიკს მიმდინარე წლის 14-15 ივლისისათვის. გთხოვთ, იხილოთ მიბმული ფაილი.სიახლეები ვერ მოიძებნა.