სიახლეები
კომპანია 'აზია ენერჯი“ კოლეჯის სტუდენტებს დაასაქმებს
პროფესიული კოლეჯი 'სპექტრი' და კომპანია 'აზია ენერჯი' ახორციელებენ ერთობლივ პროექტს „ევრო-მასტერი“, რაც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას კოლეჯში, სტუდენტების სერტიფიცირებას, დატრენინგებას, გადამზადებას და მათ დასაქმებას „ევრო-მასტერში“.იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრს (FZJ) შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა სებასტიან შმიდტმა მოაწერეს.გერმანელ მეცნიერებს საპატიო დოქტორების წოდება მიენიჭათ
საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაში მონაწილეობენ გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინსტიტუტების დირექტორები და წამყვანი სპეციალისტები, კიოლნის, ახენის და დიუსელდორფის უნივერსიტეტების პროფესორები.ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში – “ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა” გაიხსნა.ანაკლიაში „მომავლის ბანაკი
ანაკლიაში ,,მომავლის ბანაკი“ ამოქმედდა. პროგრმას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. „მომავლის ბანაკმა" მოსწავლეების პირველი ნაკადი უკვე მიიღო.მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.ევროპის განვითარების ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსი გრიგოლ გაგოშიძე ევროპის განვითარების ბანკის წარმომადგენელს მაილს რაგუზს შეხვდნენ.ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში ,,ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა გაიმართა.შეხვედრა ბელარუსის განათლების მინისტრის მოადგილესთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დღეს, ბელარუსის განათლების მინისტრის მოადგილეს ვიქტორ იაკჟიკისა და ბელარუსის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელს ანდრეი კრასუცკისს შეხვდა.პროგრამის „სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. პროექტი წელს პირველად ამოქმედდა და მასში 206 საჯარო სკოლის მასწავლებელი მონაწილეობდა საქართველოს ყველა რეგიონიდან.ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაარსების დღე აღნიშნეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაწესებულების დაარსების დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. „ჩვენ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი’’ - ასე ერქვა გამოფენა-პრეზენტაციის ფორმატით წარმოდგენილ ცენტრის საქმიანობის ანგარიშს.
სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე - პროექტით ,,TEMPUS MUMEENA" მიღწეული წარმატებები და სამედიცინო განათლების მომავალი აღმოსავლეთ ევროპაში. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მიიღო.არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა ახალ ფაზაში გადადის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქართულ კოალიციაში „განათლება ყველასათვის - საქართველოში“ შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა ამოქმედდა
16 ივნისს ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამა” დაიწყო და მისი მონაწილეები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების მესამე ტურის შედეგების საფუძველზე შერჩეული მე-9, მე-10 და მე-11 კლასის წარმატებული მოსწავლეები არიან. პროექტის მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გაეცნო.მინისტრის მილოცვა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით
განათლებისა და მეცნიერების სისტემის თანამშრომლებისა და წარმომადგენლების სახელით, პატივი მაქვს მივულოცო საქართველოს ევროპასთან აცოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა! ამ ხელმოწერით აღდგა ისტორიული სამართლიანობა! დასრულდა საქართველოს ხელოვნური იზოლაცია ევროპული ოჯახიდან.
სერტიფიცირებული პედაგოგები დანამატს დაუბრკოლებლად მიიღებენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისამართით, უკანასკნელ პერიოდში მიმაზნიმართულად გავრცელდა სხვადასხვა შინაარსის არასწორი ინფორმაცია. ამჯერად სამინისტრო ეხმაურება ელექტრონულად და ანონიმურად საჯარო სკოლებში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომლის თანახმად, თითქოს ზაფხულის არდადეგებზე საჯარო სკოლის სერტიფიცირებული პედაგოგები სასერტიფიკაციო დანამატს არ მიიღებენ.ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდებისათვის რეგისტრაცია 36 ათასამდე აბიტურიენტმა გაიარა და საგამოცდო პროცესი საქართველოს მასშტაბით 19 საგამოცდო ცენტრში იმართება, მათ შორის თბილისში 7 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს.
დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ
წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილის (გასაუბრების) გრაფიკს მიმდინარე წლის 01-11 ივლისისათვის. გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.5 ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები წელს პირველად, მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს ქეისების საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც 2014 წლის დეკემბერში აზერბაიჯანში ჩატარდება.საქართველოს ანტინარკოტიკული პოლიტიკა ევროპული ქვეყნების გამოცდილებას დაეყრდნობა
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დელეგაცია ლისაბონში ნარკოტიკებისა და ნარკოტიკზე დამოკიდებულების მონიტორინგის ევროპულ ცენტრში სამუშაო შეხვედრას მართავს.სამართლებრივი განათლების პროგრამის შედეგები შეაჯამეს
ორგანიზაცია PH International, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის (GE CALLS)“.სიახლეები ვერ მოიძებნა.