ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!

23 ივნისიდან საჯარო სკოლებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება დაიწყო. დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა 2014 წლის 4 ივლისია.

,,მხიარული სტარტების“ ფინალური შეხვედრა გაიმართა

მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და სპორტის ეროვნული ფედერაცია ახორციელბს ერთობლივ პროექტს ,,მხიარული სტარტები“.

პროექტის „კინო სკოლაში“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს კინოცენტრმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტი „კინო სკოლაში“ განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავდა მოზარდებში კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნებისა და ესთეტიკური აღქმის უნარის განვითარებას.

მინისტრი საზღვრისპირა ქალაქის უნივერსიტეტში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან დიალოგის რეჟიმში შეხვედრა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როდესაც შეხვედრა რეგიონში იმართება.

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილის (გასაუბრების) გრაფიკში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ, იხილოთ მიბმული ფაილი. დარჩენილი კონკურსანტების გასაუბრების განრიგი გამოქვეყნდება ეტაპობრივად

ზუგდიდში მასწავლებლის სახლი აშენდება

ქალაქ ზუგდიდში მასწავლებლის სახლის მშენებლობა დაიწყება, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პედაგოგებს სხვადასხვა მიმართულებით მოემსახურება. ადგილი, სადაც მშენებლობა დაიწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ზუგდიდელ პედაგოგებთან ერთად დაათვალიერა და პირადად გაეცნო საპროექტო სამუშაოებს.

ზუგდიდელი მოსწავლეები ახალი ელექტრონული სასწავლო რესურსებით ისარგებლებენ

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თანამედროვე ელექტრონული სასწავლო რესურსები ზუგდიდის ალექსქნდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზიას გადასცა. დღეს, უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა გიმნაზიისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების პედაგოგებს ახალი პროგრამები წარუდგინეს და დისტანციური სწავლების საშუალებების პრეზენტაცია წარმოადგინეს.

საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტები აღდგება

ახალი სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტები აღდგება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ერთობლივ პრეზენტაციაზე ისაუბრეს.

ფერმერთა განათლება და ინოვაციური სათბურები სამეგრელოში

შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალს დღეს გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელი საქართველოში სიმონე ვოლკენი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი ეწვივნენ.

დირექტორთა შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების მეორე ეტაპი გასაუბრება იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილს - გასაუბრებას იწყებს.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014-ის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა და მას 200-მდე სტუდენტი დაესწრო.

ახალი მოდულური პროგრამები ახალციხის პროფესიულ კოლეჯში

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით რვა პროფესიაში ახალი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავდა, რომლის პილოტირების მეთოდოლოგიას, ახალციხის პროფესიულ კოლეჯში „ოპიზარი“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ.

ლია გიგაური ბორჯომელ პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ლია გიგაურმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად 2013-2014 სასწავლო წელი შეაჯამა.

თელავის საჯარო სკოლას ახალი ელექტრონული სასწავლო ტექნოლოგიები გადაეცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტმა თელავის მესამე საჯარო სკოლას თანამედროვე ელექტრონული სასწავლო რესურსები გადასცა. დღეს, სკოლაში უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა ვირტუალური მოდელებისა (ქართული, ბუნება, მათემატიკა, ფიზიკა) და რეალურ-ვირტუალური ცდების დემონსტრირება გამართეს.

ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ანტინარკოტიკული კამპანიის „არა ნარკოტიკს, ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება!“ ფარგლებში, მოსწავლეებისათვის ნახატებისა და ესეების კონკურსები ჩატარდა. სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მოწვეულმა სტუმრებმა დააჯილდოვეს.

თანამედროვე განათლება საქართველოს ფერმერებს

დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული გადამზადებისა და ექსტენციის ახალი ეროვნული კონცეფციის საკითხებზე ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა.

ინკლუზიური პროფესიული განათლება დასაქმებისათვის

ინკლუზიური პროფესიული განათლების ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მსოფლიო გარემოს დღეს აღნიშნავს

გარემოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროსა და გარემოს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით ბორჯომში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მიიღო.

ქეთევან ნატრიაშვილი რუსთავის პროფესიული კოლეჯის განახლებულ პროგრამებს გაეცნო

კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი რუსთავის პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსის“ განახლებულ სასწავლო პროგრამებს გაეცნო, სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა და სტუდენტთა პრეზენტაციები მოისმინა.

ხელოვნება პროფესიულ განათლებაში

პროფესიულ განათლებაში სახელოვნებო დარგების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“ სტუდენტების მიერ შესრულებული თექის ნამუშევრებისა და ცნობილი მხატვრების, ხატმწერების, ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, ასევე გაიმართა სტუდენტთა მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაცია და დაჯილდოების ცერემონიალი.

საქართველოს მეცნიერები „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით ისარგებლებენ

საქართველოს მეცნიერები „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით უფასოდ ისარგებლებენ. შესაბამის ხელშეკრულებას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა დღეს მოაწერა ხელი.