ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

„ტურისტული სეზონი 2014“ ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში

ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“ ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით „ტურისტული სეზონი 2014“, რომლის ფარგლებშიც, კოლეჯს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ეწვივნენ.

ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოში რამდენიმე ასეული სკოლა გარემონტდება და ახალი სკოლები აშენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს უწყვეტად აგრძელებს. გარდა იმისა, რომ აშენდება ახალი სკოლები, ახალი სასწავლო წლისთვის, რეაბილიტაცია რამდენიმე ასეულ სკოლას, მათ შორის პროფესიულ სასწავლებლებს ჩაუტარდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე ვირუსული მენინგიტის გამო შეწყვეტილი სასწავლო პროცესი ხვალ, 2 ივნისს აღდგება.

ბავშვთა დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გალერეაში "შარდენი" სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

პრემიერ-მინისტრი წიფნარის სკოლის მშენებლობაზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში სკოლის მშენებლობის დაწყების შემდეგ ოთხი ოჯახი დაბრუნდა, - ამის შესახებ სოფელში პრემიერ-მინისტრის სტუმრობისას გახდა ცნობილი.

კონფერენცია „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, დღეს მასწავლებლის სახლში კონფერენცია „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა.

თამარ სანიკიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი რეგიონებში ვიზიტს აგრძელებს. დღეს, თამარ სანიკიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, მიმდინარე სასწავლო პროგრამებს გაეცნო და სტუდენტებს შეხვდა.

საჯარო სკოლების მოვლა-შენახვის სისტემის შემუშავების პროექტი იწყება

უსაფრთხო, ჯანსაღი, სწავლის მასტიმულირებელი და მიმზიდველი გარემო სასწავლო შედეგის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინიცირება გაუკეთეს საჯარო სკოლების მოვლა-შენახვის სისტემის შემუშავების პროექტს.

მეწარმეობის პროგრამები ზოგად და პროფესიულ განათლებაში

ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურზე სამეწარმეო უნარების განვითარებაზე მიმართული სასწავლო პროგრამების დანერგვა-გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძველია.

სამინისტროს განცხადება სწავლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით

არსებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ დედაქალაქში ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო. რეგიონებში კი, რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა, კლებაც არ ფიქსირდება

ესეების კონკურსის „ჩემი ჯარისკაცები“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, თავდაცვის სამინისტრმა ირაკლი ალასანიამ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბურჭულაძემ თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, ესეების კონკურსში „ჩემი ჯარისკაცი“ გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვეს.

სახალხო ზეიმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაწილეობით

26 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მონაწილეობა მიიღო სახალხო ზეიმში. სადღესასწაულო ღონისძიებაში ჩართული იყო სამინისტროს ყველა დაქვემდებარებული უწყება, მათ შორის საჯარო სკოლები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები.

პრემიერ-მინისტრი სკოლის მშენებლობაზე

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება. 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სმინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერეს.

ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ადამიანი გაჭირვებაში“ მემორანდუმი გაფორმება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია შორის „ადამიანი გაჭირვებაში“, პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) პრეზენტაცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) პრეზენტაცია გაიმართა განხორციელებულ, მიმდინარე სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე.

ლია გიგაური ესტონეთის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ესტონეთის ელჩის მოადგილეს სვენ სივარტს, ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს წარმომადგენლებს, ტალინის უნივერსიტეტისა და სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა.

კერძო სექტორთან თანამშრომლობის ფორუმი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ორგანიზება გაუკეთა თანამშრომლობის პირველ ფორუმს „პროფესიული უნარები მშენებლობისთვის - მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“.

თანამშრომლობა კერძო სექტორთან

პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სააქციო საზოგადოება „საქკაბელსა“ და 16 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

განცხადება მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრის, ბატონ ლევან ბეჟაშვილის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომელშიც პროექტის ხარჯის უმიზეზოდ გაზრდაზე საუბრობდა.

ერთობლივი განცხადება ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის შეხვედრის შემდეგ

1. დღეს ბრიუსელში შედგა შეხვედრა ევროკომისიის წევრებსა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პრეზიდენტი ბაროზო და პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი.

ახალი სამაგისტრო პროგრამა ქართული უნივერსიტეტებისთვის

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - შტაინბაის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.