სიახლეები

მიმართვა სკოლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მიმართვა.ახალი სასწავლო პროგრამები პროფესიულ განათლებაში
პროფესიული განათლების სისტემის რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აკისრია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში არსებულ პროექტს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლებისა და გადამზადების საკონსულტაციო მომსახურების სისტემის მოდერნიზაცია“, როგორც ადამიანური რესურსების, ისე სასწავლო მასალებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით.საქართველოს ყველაზე ინტელექტუალური სკოლა გამოვლინდა
18 მაისს საქართველო „ინტელექტის დღეს“ აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლებს შორის თამაშში „რა? სად? როდის? - ინტელექტის დღე 2014“ დასკვნითი რაუნდი გაიმართა.
20 მაისს პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაცია იწყება
15 მაისს დასრულდა პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველ ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლეების დოკუმენტების მიღება. სამშაბათს, 20 მაისს, დილის 9 საათზე დაიწყება პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 2014-2015 სასწავლო წლისათვის, რომელიც დასრულდება 20 ივნისის, საღამოს 9 საათზე.
ზაფხულისა და ზამთრის სკოლებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სტუდენტებისთვის 2013 წლიდან აამოქმედა და სისტემატიურად ახორციელებს „ზაფხულისა და ზამთრის სკოლების პროგრამებს“. დღეს, 2013-2014 სასწავლო წელს განხორციელებული ზაფხულისა და ზამთრის სკოლების შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
ფოთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი (ტესტირება)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა და გლდანი-ნაძალადევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა ტესტირება გაიმართება 2014 წლის 22 მაისს 10 საათზე.თამარ სანიკიძემ ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს ჟირი ზლატუშკას და კომიტეტის სხვა წევრებს შეხვდა.ფრანგი და სამხრეთ კავკასიელი მეცნიერების ერთობლივი პროექტი გრძელდება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ჯგუფის (GDRI) - „სამხრეთ კავკასიის გეოლოგიური მეცნიერებები“- ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.სკოლისათვის მზაობის პროგრამა შეიქმნება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განახორციელებს სკოლისათვის მზაობის ხელშეწყობის პროგრამას 5-წლიანი ბავშვებისათვის, რომლის ფარგლებში სკოლისათვის მზაობის სასწავლო-სააღმზრდელო მეთოდოლოგიური მასალა შეიქმნება.ქართველი მოსწავლეები მსოფლიო სამეცნიერო კონკურსზე გაემგზავრნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი 2013“ გამარჯვებული მოსწავლეები კორპორაცია „ინტელის“ გრანტის მფლობველები გახდნენ და მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეთა მსოფლიოში უდიდეს სამეცნიერო საინჟინრო კონკურსში „ინტელ-აისეფ 2014 (Intel ISEF)“.საჯარო სკოლებში პროექტი „კინო სკოლაში“ ხორციელდება
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „კინო სკოლაში“.დაჯილდოება ევროპის კვირეულის ფარგლებში
ევროპის კვირეულის ფარგლებში კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარმა სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში ოლივერ რაისნერმა დააჯილდოვეს.ლია გიგაურმა ვეტერან პედაგოგს გამარჯვების დღე მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური 73-ე საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელს ბატონ ზიადინ გამიდოვს ოჯახში ეწვია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და დაბადების 89-ე წლისთავთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა.გურიის რეგიონში ახალი სკოლა შენდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის მოსახლეობას შეხვდა და ის ადგილი მოინახულა, სადაც თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა შენდება.მემორანდუმი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის
მოსწავლეებში დანაშაულის პრევენციის, სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბებისა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.კინო სკოლაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-თან თანამშრომლობით, ეროვნული კინოცენტრი 17 მარტიდან საქართველოს 5 რეგიონში, საპილოტე პროექტს „კინო სკოლაში“ ანხორცილებს. დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კინოცენტრის დირექტორი - ნანა ჯანელიძე უძღვებოდა.ევროკავშირის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ევროკავშირის შეფასების ჯგუფის წევრებს - ევროკავშირის განათლებისა და პროფესიული ტრენინგების საერთაშორისო ექსპერტს ჟან ფრანსუა ბერნედესა და ევროკომისიის წარმომადგენელს საქართველოში ოლივერ რაისნერს შეხვდა.
სამინისტრომ ეროვნულ ბანკთან ერთად ახალ პროექტი დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ და საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მხარდაჭერის ასოციაციის თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა განახლებული პროგრამებით ამოქმედდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დასავლეთ საქართველოში სასწავლო დაწესებულებების მონახულებას აგრძელებს. დღეს, მინისტრი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში განახლებულ სასწავლო პროგამებს გაეცნო და პედაგოგებსა და რეგიონალურ კოორდინატორებს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრმა სოფელ სადგურ სვირში მშენებარე სკოლა მოინახულა
სოფელ სადგური სვირის მოსახლეობას მომავალი სასწავლო წლიდან ახალი სკოლა ექნება. 120 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესთან ერთად დაათვალიერა.თამარ სანიკიძე რეგიონებში სასწავლო დაწესებულებებს ეცნობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ქუთაისში პროფესიული კოლეჯი „იბერია“მოინახულეს და სტუდენტებსა და პედაგოგებს შეხვდნენ.სიახლეები ვერ მოიძებნა.