სიახლეები

საერთაშორისო ტენდერი პროფესიული განათლების პროექტის კონტრაქტორი ორგანიზაციის შესარჩევად
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის პროფესიული განათლების კომპონენტის ფარგლებში, აცხადებს პროფესიული განათლების პროექტის კონტრაქტორი ორგანიზაციის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერს.გერმანულ-ქართული წარმატებული თანამშრომლობა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი ჰანს-იოახიმ ფუხტელი, რომელიც დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილესთან ქეთევან ნატრიაშვილთან ერთად, პროფესიულ კოლეჯ „სპექტრს“ ეწვია.
თამარ სანიკიძე გორის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი რეგიონებში ვიზიტს აგრძელებს. დღეს, თამარ სანიკიძე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია, ბოლო წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს გაეცნო და შემდეგ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. მინისტრმა მათ უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები გააცნო და დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და სპორტის ეროვნული ფედერაცია ახორციელბს ერთობლივ პროექტს ,,მხიარული სტარტები“.ენერგო-პრო ჯორჯიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და 12 პროფესიულ სასწავლებელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სკოლის მანდატურის სამსახურმა დაარსებიდან 4 წლის იუბილე აღნიშნა
მანდატურის სამსახურმა 4 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. მანდატურის სამსახური უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში თვისობრივად შეიცვალა. შედეგად, მანდატურის სამსახური საზოგადოებისათვის მისაღები და მოსწავლის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული გახდა.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ტესტირებას გადიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მეორე წელია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირები ირიცხებიან.პროფესიულ განათლებაში განხორციელებული და დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2011-2012 წლების პროფესიული განათლების სისტემის ეფექტიანობის აუდიტი განახორციელა (მიმოიხილა 2013 წლის პირველი კვარტალი) და შესაბამისი დასკვნა 2013 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა.
მოსწავლეებმა ავღანეთიდან ქართველი მებრძოლების ბარათები მიიღეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის „წერილი ჯარისკაცებს“ ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს 75 საჯარო სკოლის IV-V კლასის მოსწავლეებმა ავღანეთში მიმდინარე „ISAF”-ის ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებს მხარდაჭერის 700-ამდე წერილი გაუგზავნეს.სამეცნიერო ფორუმი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ მიიღო.პროფესიული კოლეჯები კომპანია „ჯინო ფერედაისთან“ ითანამშრომლებენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კომპანია „ჯინო ფერედაისსა“ და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ 5 საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.კომპანია „ბოშთან“ საქართველოში პირველი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „რობერტ ბოშს“ შორის პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.სააღდგომო საჩუქრები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მიულოცა და სააღდგომო საჩუქრები გადასცა.სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ, პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ და ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც უახლოეს მომავალში უნივერსიტეტის პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის, სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.სამუშაო შეხვედრა გუბერნატორებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილეები საქართველოს მხარეების გუბერნატორებს შეხვდნენ და მათთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
სოფელ ბუღაშენში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში 120 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა შენდება.ქართველი მოსწავლეები ბრიტანულ სკოლებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში HMC და NCN პროექტებში გამარჯვებული კანდიდატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულ კანდიდატებს, რომლებიც ბრიტანულ სკოლებში ერთწლიან კურსს გაივლიან, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სერტიფიკატები გადასცა.პროგრამის „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ მონაწილე პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების 80-მდე პედაგოგს, რომლებიც ჩართულნი არიან პროგრამაში „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ სერტიფიკატები გადასცეს.პროექტის „ჩემი დედა ენა“ და ანიმაციური 3D პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
"დედა ენის" დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საგამოფენო–საგანმანათლებლო პროექტის ‘’ჩემი დედა ენა“ პრეზენტაცია გაიმართა.ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა გადამზადების ცენტრი ამოქმედდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახალ რეგიონულ სასწავლო ცენტრებს ხსნის და ანახლებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მომუშავე საჯარო მოხელეებისათვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას.სტუდენტებმა ნატოს მოდელირების პროექტი წარმოადგინეს
ივანე იავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ ნატოს კვირეულის ფარგლებში, ნატოს მოდელირების პროექტი წარმოადგინა თემაზე ,,ნატო, უკრაინის კრიზისი და საქართველოს ევროინტეგრაციის ბედი“.სიახლეები ვერ მოიძებნა.