სიახლეები

კომაროვის სკოლაში სამეცნიერო კვლევის პრეზენტაცია გიამართა
ვ.კომაროვის თბილისის 199-ე საჯარო სკოლაში სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამის “კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” ფარგლებში, პროექტის „მდინარე მტკვრის დაბინძურების რიცხვითი მოდელირება“ პრეზენტაცია გაიმართა.გიორგი შარვაშიძემ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით, მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება 53-ე სკოლაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს 53-ე სკოლაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ამ საკითხით მანიპულირებას და მოსწავლეების გამოყენებას პირადი მიზნების მისაღწევად.ფესტივალი - „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ფესტივალი - „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ მიმდინარეობს.
თამარ სანიკიძე იენის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის, თსუ-ს საპატიო დოქტორის, პროფესორ კლაუს დიკეს ხელმძღვანელობით.ისრაელთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს, ქნესეთის (ისრაელის პარლამენტის) თავმჯდომარის მოადგილეს ჰილიკ ბარს, ისრაელის ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსის და ქართულ-ისრაული ბიზნეს პალატის პრეზიდენტს იციკ მოშეს შეხვდა.ქეთევან ნატრიაშვილი ევროსაბჭოს განათლების კომიტეტის ბიუროს წევრად აირჩიეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრაქტიკის საკითხებში სახელმძღვანელო კომიტეტის ბიუროს წევრად აირჩიეს.
სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების დეპარტამენტის, ეკონომიკური დეპარტამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა მინიატიურების მონაცემთა ბაზა შეიქმნება
“ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა (IX-XIX სს.) გაფორმებაში ჩართული მინიატიურების მონაცემთა ბაზა” იქმნება. პროქტის პრეზენტაციას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, პროექტის ავტორები, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ჟურნალისტები გაეცნენ.პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს
2014 წლის 11 აპრილის ჩათვლით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ქუთაისის პროფესიულ კოლეჯ „იბერიას“ ეწვივნენ რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ და სასწავლებელი დაათვალიერეს.
თამარ სანიკიძემ აუტიზმის მქონე მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თბილისის 166-ე საჯარო სკოლის აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეები მოინახულა და მათ საჩუქრები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
მედიაში პერიოდულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2014-2015 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსება 3 მილიონი ლარით მცირდება.პირველი გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი კავკასიაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ზემო-ავსტრიის კვლევისა და მეცნიერების მინისტრმა დორის ჰამერმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი და მზადყოფნა გამოთქვეს გააღრმაონ თანამშრომლობა მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების დარგში.122 საჯარო სკოლის დირექტორი გადამზადდება
დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში, საქართველოს 122 საპილოტე საჯარო სკოლის დირექტორთა გადამზადება მიმდინარეობს თემაზე „სწავლების ინოვაციური მეთოდები და საკლასო დაკვირვება“.
სამუშაო შეხვედრები აშშ-ის სენატსა და USAID-ში
საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამის International Visitor Leadership Program (IVLP) ფარგლებში, ქართული დელეგაციის მორიგი სამუშაო შეხვედრები გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სენატსა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID).
შეხვედრა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში
ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართული დელეგაციის წევრებს - განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს, მინისტრის მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი თაბუაშვილსა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორ მაგდა მაღრაძეს კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი დანიელ იოჰანესი და ვიცე-პრეზიდენტი კამრან ქანი მასპინძლობდნენ.
ქართული დელეგაცია ამერიკაში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. დელეგაციის წევრებმა - განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა და დელეგაციის სხვა წევრებმა სამუშაო შეხვედრა ამერიკის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CDRF Global) ვიცე პრეზიდენტთან ჯონ ჰარლისთან, პროგრამების დირექტორებსა და მენეჯერებთან გამართეს.წიგნის „კარი გამიღე“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, პროექტის „მწერლები ადამიანის უფლებებისთვის“ ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრებულის „კარი გამიღე“ პრეზენტაცია გაიმართა.
სამუშაო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დღეს, სამუშაო შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.
ქართული დელეგაცია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
განათლების სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი მიმდინარეობს.ანტინარკოტიკული კამპანია N14 საჯარო სკოლაში
ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დღეს, თბილისის მე-14 საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც ალექსანდრე ჭიკაიძე სწავლობდა.სიახლეები ვერ მოიძებნა.