სიახლეები
მაიკროსოფტის განათლების მსოფლიო ფორუმში გამარჯვებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მაიკროსოფტის განათლების მსოფლიო ფორუმში გამარჯვებული პედაგოგები Windows ტაბლეტი პერაციული სისტემის მქონე პლანშეტური კომპიუტერებით დააჯილდოვა.ქართული დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ, სადაც საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამაში International Visitor Leadership Program (IVLP) მიიღებენ მონაწილეობას.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემას თელაველი პედაგოგები გაეცნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა დღეს, თელაველ მასწავლებლებს პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემა წარუდგინეს.რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორები იღებდნენ.ინგლისური ენის პედაგოგთა პროფესიული განვითარების თემაზე კონფერენცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ბრიტანეთის საბჭოსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ერთობლივი კონფერენცია გაიმართა თემაზე - უწყვეტი პროფესიული განვითარება და შესაძლებლობები ინგლისური ენის პედაგოგებისთვის.განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ლატვიასთან შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ლატვიის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დინა დრუვიეტმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი და მზადყოფნა გამოთქვეს ითანამშრომლონ ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.გიორგი შარვაშიძე გერმანელ კოლეგებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძესა და ევროპასთან ურთიერთობების საკითხებში ბრანდერბურგის ფედერალური მიწის ეკონომიკისა და ევროპასთან ურთიერთობების მინისტრის მოადგილე აქსელ ფონ ხორშელმანის შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიმდინარე წლის 21 მარტს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 11 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.მასწავლებლის სახლში ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე აღინიშნა
მასწავლებლის სახლში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საქართველოს ფანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალენსმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გახსნეს.
დანაშაულის პრევენციის მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.ამერიკელი პროფესორი ქართველ პედაგოგებს გამოცდილებას უზიარებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების კენესოს უნივერსიტეტის პროფესორი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ქალბატონი ჯილ ვილიამსი.კალიგრაფიის კონკურსის „ქართული კალიგრაფია“ გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა სახელწოდებით: „ქართული კალიგრაფია“. დღეს, კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება და ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“ წარმომადგენლები უცხოურ გამოცდილებას იზიარებენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“, თურქეთის ქ. სტანბულის ენერგო ტექნიკის სასწავლო ცენტრის „UGETAM“-ის საქართველოს წარმომადგენლობისა და კომპანია „აზია ენერჯის“ წყლისა და გაზის სასწავლო სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, 18 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით, სასერთიფიკაციო-სატრენინგო კურსები ტარდება პოლიეთილენის მაგისტრალური მილსადენების მშენებლობის, პირა-პირა და ელექტრო შედუღების მეთოდიკის მიმართულებით.დასაქმებისა და პროფესიული განათლებისა და გადამზადების საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების საფუძველზე, ამოქმედდა პროგრამა „დასაქმება და პროფესიული განათლება".კერძო სექტორთან პარტნიორობის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები დღეს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.სამუშაო შეხვედრა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა.ზოგადი განათლების პროექტის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ სამ პროექტს ახორციელებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ზოგადი განათლების პროექტის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.სპეცმასწავლებელთა გადამზადება მიმდინარეობს
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლაში, სადაც ერთი ან მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (სსსმ) მოსწავლე სწავლობს, მიმდინარე სასწავლო წლიდან, ინკლუზიური განათლების ერთი ან რამოდენიმე სპეციალისტი (სპეციალური მასწავლებელი; კოორდინატორი; ფსიქოლოგი) მუშაობს.პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებაში ესტონეთი მხარდაჭერას აღმოგვიჩენს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოში ესტონეთის საელჩოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.ინკლუზიური პროფესიული განათლება დასაქმებისათვის
2014 წელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები, დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა სოციალურ პარტნიორებს გააცნეს.ღვაწლმოსილ მასწავლებელს 8 მარტი მიულოცეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა 54-ე საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს 8 მარტი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.სიახლეები ვერ მოიძებნა.