ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8113

ფილტრი

ნაპოვნია8113

მინისტრმა მიმდინარე პროექტები რეგიონის სტუდენტებს პირადად გააცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 500-მდე სტუდენტს შეხვდა. შეხვედრა ლექცია–დიალოგის ფორმატში წარიმართა და მისი მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.

შეხვედრა UNICEF-ის წარმომადგენლებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობასა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ჟიული შარტავას იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟიული შარტავას 70 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო თემაზე „თანამედროვე პოლიტიკა და მეცნიერების ამოცანები“.

კომაროვის სკოლაში ფიზიკის ახალი ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადილემ ლია გიგაურმა ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლაში ფიზიკის თანამედროვე სასწავლო ლაბორატორია გახსნა.

სამუშაო შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და სამინისტროს თანამშრომლები მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მსოფლიო ბანკი განათლების სექტორში ერთ-ერთი წამყვანი დონორი და პარტნიორია.

მთავრობისა და UNICEF–ის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის განხილვა

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და გაეროს ბავშვთა ფონდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ–ს ქვეყნების რეგიონალური დირექტორის მარი–პიერ პუარიეს ხელმძღვანელობით, გაიმართა შეხვედრა საქართველოს მთავრობის და იუნისეფის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის განხორციელებაში მიღწეული პროგრესის შესაფასებლად.

მინისტრი იაშვილის კლინიკაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეწვია, მათ დედებს დედის დღე მიულოცა, გაამხნევა და შვილების გამოჯანმრთელება უსურვა.

მრავალშვილიან მასწავლებელს დედის დღე მიულოცეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა 180-ე საჯარო სკოლის მრავალშვილიან პედაგოგს დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეეებისათვის ახალი კომპიუტერული თამაშები შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალი ელექტრონული სასწავლო რესურსების - კომპიუტერული თამაშების პრეზენტაცია გაიმართა. სწავლების დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო გარემო მოსწავლეს აძლევდეს ცოდნის დადებით ემოციურ გარემოში მიღების საშუალებას.

თამარ სანიკიძე დოქტორანტურის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე იმ 135 დოქტორანტს შეხვდა, რომელთაც „2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში“ გაიმარჯვეს.

პროექტის „გზა ინკლუზიისაკენ“ ფინალური პრეზენტაცია გაიმართა

შეზღუდული შესაძლობლობის მქონე (შშმ) პირთა ინტეგრაციისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის განხორციელდა პროექტი ,,გზა ინკლუზიისაკენ“, რომლის ფინალური პრეზენტაციაც დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.

საჯარო სკოლის დირექტორების მორიგი სერტიფიცირება

საჯარო სკოლების დირექტორთა მორიგი სერტიფიცირების პროცესი იწყება. ამ თემაზე დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ბრიფინგი გამართა. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 4 მარტს დაიწყება და 16 მარტს დასრულდება.

თეთრიწყაროს რაიონში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთში ახალი სკოლა შენდება. სკოლის წარმომადგენლებსა და მშენებლებს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე შეხვდა და პირადად გაეცნო მშენებლობის მიმდინარეობას.

მინისტრის მოადგილემ მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, განათლების მულტიმედია ცენტრში, სამოქალაქო განათლების თემაზე ონლაინ კონფერენცია გამართა.

ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის ახალი სახელმძღვანელოები შეიქმნა

პირველად საქართველოში, ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის ჟესტური ენის, ქართული ენისა და მათემატიკის სახელმძღვანელოები შეიქმნა, ასევე ამოქმედდა ბილინგვური პროგრამა.

წიგნის პრეზენტაცია მასწავლებლის სახლში

მასწავლებლის სახლში პედაგოგებისთვის განკუთვნილი ახალი დამხმარე სახელმძღვანელოს, „მასწავლებლის წიგნის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მოწვეულ სტუმრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა წარუდგინეს.

მინისტრებმა სოფელ აბანოში სკოლის მშენებლობა დაათვალიერეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში ახალი სკოლა შენდება. სკოლის წარმომადგენლებსა და მშენებლებს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი შეხვდნენ და პირადად გაეცნენ მშენებლობის მიმდინარეობას.

ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციის ვადა იწურება

გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 10 თებერვლის N170 ბრძანებით განისაზღვრა ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაციის ვადა - 2014 წლის 14 თებერვლიდან 2014 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, ხოლო ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 6 მარტიდან 2014 წლის 21 მარტის ჩათვლით.

ამერიკული საბაკალავრო პროგრამები ქართულ უნივერსიტეტებში

საქართველოში პირველად, ამერიკული უნივერსიტეტები საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ერთად განახორციელებენ საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო სპეციალობებში, ტექნოლოგიებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

სისხლის უანგარო დონაციის აქცია სამინისტროში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ შპს „სისხლის ბანკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტი ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო“ დღეს, „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისა და საკლასო შეფასების სისტემის შემუშავების პროექტის“ პრეზენტაცია გამართა.