სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
მედიაში გავრცელებულ არაერთგვაროვან და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაცნობებთ, რომ 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 (აშშ დოლარის) მილიონიან მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით.საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, ჟურნალისტებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
კონკურსის „მე –ომბუდსმენი 2013“ გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ
კონკურსი „მე–ომბუდსმენი 2013“ დასრულდა. დღეს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. ფინალისტებს გამარჯვება მიულოცეს და შესაბამისი ჯილდოები გადასცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში თომას ჰამარბერგმა.
კონფერენცია ჟურნალისტებისათვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის წარმომადგენლები ჟურნალისტთა კორპუსს შეხვდნენ. კონფერენცია UNICEF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალი გამოწვევები და გეგმები განათლების სისტემაში“ ფარგლებში გაიმართა.სასკოლო ასაკის განსაზღვრასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვერდა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებით დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.დონორთა 2014 წლის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA - Georgia) ორგანიზებით, დონორთა 2014 წლის პირველი საკოორდინაციო შეხედრა გაიმართა.კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო, კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტთან (IPM-Research) თანამშრომლობით, „მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის (STEM) საგანმანათლებლო პროგრამებში და პროფესიებში მონაწილეობის ბარიერებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნების კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გამართა.პროფესიული განათლების განვითარებაზე დაინტერესებული მხარეები მსჯელობენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დებატები გაიმართა თემაზე „პროფესიული განათლება და ტრენინგები სქართველოში“. ღონისძიება ორგანიზებული იყო თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მიერ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობით.დღეიდან სტუდენტთა მობილობა დაიწყო
2013-14 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის, დღეს, 11 საათზე ელექტრონული პორტალი გაიხსნა. ელექტრონულ პორტალზე: www.students.eqe.ge სტუდენტებს არჩევანის გაკეთება 13 თებერვლის 18 საათისა და 30 წუთის ჩათვლით შეეძლებათ.პროფესიულ კოლეჯებში აგრარული მიმართულების პროგრამები უნდა განვითარდეს
შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს შორის შედგა დიალოგი სოფლის მეურნეობის აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურების დანერგვასა და განვითარებაზე.თამარ სანიკიძე სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის მოწვევით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია იმყოფება, მინისტრის არმენ აშოტიანის ხელმძღვანელობით. დღეს, თამარ სანიკიძემ სომხეთის დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.დაწყებით კლასებში ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომები დაინერგება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორმა სტივენ ჰაიკინმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.პროფესიული სასწავლებლების სამკერვალო სექტორისათვის სახელმძღვანელოები შეიქმნა
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI)“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პროფესიული სასწავლებლების სამკერვალო სექტორისათვის სახელმძღვანელოები შეიქმნა.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს დაფინანსების მისაღებად რეგისტრაციის ვადა გაუხანგრძლივდათ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარასტრუქტურის სამინისტროში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
განათლების მსოფლიო ფორუმი დასრულდა
განათლების მსოფლიო ფორუმი, რომელიც ლონდონში 20 იანვრიდან მიმდინარეობდა დასრულდა. ფორუმის მონაწილე განათლების ლიდერებს, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციას, შესაძლებლობა მიეცა ექსელის საექსპოზიციო დარბაზში საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და ტრენინგების მსოფლიოს წამყვან გამოფენას (BETT) გაცნობოდა.ინკლუზიური განათლება პროფესიულ სასწავლებლებში
ინკლუზიურ პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით, პროფესიულ სასწავლებელში „სპექტრი“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელები, დარგის ექსპერტები, დაინტერესებული პირები და ორგანიზაციები.
თამარ სანიკიძემ ლონდონში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა
ლონდონში მიმდინარე განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.სოციალური პარტნიორობის გაძლიერება პროფესიული განათლების სექტორში
საქართველოში სოციალური პარტნიორობის გაუმჯობესების თემაზე ორდღიანი კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.
განათლების მსოფლიო ფორუმი 2014
20 იანვრიდან ლონდონში „განათლების მსოფლიო ფორუმი 2014“ მიმდინარეობს. ფორუმს 133 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის 101 ქვეყნის განათლების მინისტრი ესწრება. ფორუმზე იმყოფებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.
ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით
ქალაქ ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად შერჩეულ იქნა ირაკლი სილაგაძე. ქალაქ თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად შერჩეულ იქნა ქეთევან შეყრილაძე.უფასო პირადობის მოწმობების აქცია 158-ე საჯარო სკოლაში
უფასო პირადობის მოწმობების მისაღებად გამოცხადებული აქციის ფარგლებში, ვაშლიჯვარის დასახლებაში მდებარე #158–ე საჯაროს სკოლის პედაგოგების საიდენტიფიკაციო მონაცემების შეკრება ადგილზე განხორციელდა.სიახლეები ვერ მოიძებნა.