სიახლეები

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სექტემბრიდან ცხადდება ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამა საჯარო დაწესებულებებში. პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო მიმდინარე წლის 1 სექტემბერს და გაგრძელდება 10 სექტემბრის ჩათვლით.
გივი მიქანაძემ KIU-ში ევროპის საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 1-4 სექტემბერს ხელოვნური ინტელექტის ფორმალური კვლევის შესახებ ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორუმს მასპინძლობს.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო და მიმდინარე წლის 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ბაია კვიციანმა ბრიტანული საგანმანათლებლო ორგანიზაციის – Change School-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტის – Change School-ის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
გივი მიქანაძე: „ახალ სასწავლო წელს ვხვდებით არაერთი განახლებული სკოლითა და თანამედროვე სასწავლო სივრცეებით“
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დუშეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
გივი მიქანაძე დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დუშეთის მუნიციპალიტეტში სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეხვდა.
არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია სექტემბრიდან დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია სექტემბრიდან დაიწყება.
გივი მიქანაძე: „გილოცავთ მიღწეულ წარმატებას – საამაყოა, რომ თქვენი ცოდნისა და შესაძლებლობის დემონსტრირებით დღეს დამსახურებული ადგილი დაიკავეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 1 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ბაია კვიციანმა პროფესიული განათლების მოდერნიზაციის პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიული უნარების სააგენტომ პროგრამის – „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ ფარგლებში განხორციელებული საგრანტო პროექტის – „უნარების ეკოსისტემის ტრანსფორმაცია“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების განხორციელების მიზნით მასწავლებელთა გადამზადება დაიწყო
პროფესიული უნარების სააგენტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვით მიზნით, მასწავლებლების გადამზადების პროცესი დაიწყო. ტრენინგში მონაწილეობს 1300 პედაგოგი და ისინი მომზადებას თბილისში, ქუთაისში, ქობულეთსა და ბათუმში მოწყობილ ტრენინგ ცენტრებში გადიან.
გივი მიქანაძემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მოადგილე თამარ მახარაშვილთან ერთად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი წარუდგინა.
გივი მიქანაძე საზაფხულო ბანაკში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსწავლეებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ბაკურიანში მოწყობილ ახალგაზრდულ ბანაკში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსწავლეებს შეხვდა.
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საქართველოს თანამშრომლობისთვისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
,,უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უკრაინის განათლების ხარისხის შეფასების ცენტრთან ერთად, გულწრფელ მადლობას გიხდით თქვენი ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი სოლიდარობა და თანამშრომლობა იმ სირთულეების ფონზე, რომელთა წინაშეც უკრაინა ამჟამად დგას”, - ამის შესახებ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ოქსენ ლისოვის მიერ გივი მიქანაძისთვის გამოგზავნილ მადლობის წერილშია ნათქვამი.
გივი მიქანაძემ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო კორპუსი გაიხსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის 250 სტუდენტზე გათვლილი ახალი სასწავლო კორპუსი გახსნეს.
გივი მიქანაძე არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებული კომპანია Cintara Education-ის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს ჩაგრი ბაღჩიოღლუსა და ამავე კომპანიის სამედიცინო და ჯანდაცვის მიმართულებით გლობალურ მმართველ დირექტორს ფრანცისკო გუტიერასს შეხვდა.
ზვიად გაბისონია ანაკლიის ბანაკში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორ ირაკლი ნატროშვილთან ერთად, ანაკლიის ბანაკს ესტუმრა, რომელიც წელს მეშვიდე ნაკადად თსსუ-ს სტუდენტებს მასპინძლობს.
ლევან ღირსიაშვილმა კახეთის რეგიონში 3 ახალი სკოლა დაათვალიერა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრ გიორგი ბენაშვილთან ერთად, კახეთის რეგიონში საჯარო სკოლების განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.
გივი მიქანაძე ქვემო ქართლის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯს ეწვია, სადაც განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.სიახლეები ვერ მოიძებნა.