სიახლეები

„სანამ ისტორია დაიწერება“ – ტელესპექტაკლის პრემიერა
24 დეკემბერს, 21:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ტელევიზიის TAFU TV-ს ეთერსა და Facebook გვერდზე ტელესპექტაკლის „სანამ ისტორია დაიწერება“ პრემიერა გაიმართება.
„მეფუტკრეთა გაერთიანებამ“ სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა
საქართველოს „მეფუტკრეთა გაერთიანების” ორგანიზებით, სამწლიანი მუშაობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქართული თაფლის სექტორის წარმომადგენლები და სფეროს მხარდამჭერები დაესწრნენ. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კარიერული წინსვლის მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას აძლევს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებს სიახლეებს სთავაზობს და მათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლება პედაგოგებისთვის სავალდებულო არ არის და ემსახურება მხოლოდ მასწავლებლების პროფესიული წინსვლის ხელშეწყობას, რაც პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე.
ნუნუ მიცკევიჩმა ვიკიკონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ზაალ აბაშიძესთან ერთად, ვიკიკონკურსების შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში სამი კონკურსის – „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“, „ქართული მეცნიერება ვიკიპედიაში“ და „ქართული მეცნიერება უცხოენოვან (ინგლისურ) ვიკიპედიაში“ – გამარჯვებულები დააჯილდოვა. ღონისძიებას ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა.
ეკატერინე დგებუაძემ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულებს წარმატება პირადად მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროს სოფო გორგოძესთან ერთად, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულებს დისტანციურ ფორმატში შეხვდა და მათ წარმატება პირადად მიულოცა.
თამარ ქიტიაშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს ახლად შექმნილი პროფესიული უნარების სააგენტოს კონცეფცია წარუდგინა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს ახლად შექმნილი პროფესიული უნარების სააგენტოს ძირითადი მიზნები, ფუნქციები და სამომავლო გეგმები გააცნო.
სახელმწიფო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა სწავლას აფინანსებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა სწავლას ყოველწლიურად აფინანსებს.
მოსწავლეებმა სამეცნიერო თემატიკის მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს
სამეცნიერო თემაზე შექმნილი ნახატების ეროვნულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. ღონისძიება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „მეცნიერების კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო.
მიხეილ ჩხენკელმა USAID საქართველოს მისიის დირექტორთან 2022 წლის გეგმები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრა გამართა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორთან საქართველოში პიტერ ვიბლერთან. მხარეებმა ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და 2022 წლის გეგმებზე ისაუბრეს.
კონკურსი საბჭოების წევრობის კანდიდატთა შესარჩევად
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის (ძირითადი წევრების), საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის (ძირითად და მოწვეული წევრების) და სააპელაციო საბჭოების წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით.
მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული უნარების სააგენტოს წარდგენის ღონისძიება გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული უნარების სააგენტოს წარდგენის ღონისძიება გახსნა, რომელიც სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივით, საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში დაფუძნდა.
პირველ ეროვნულ სამეცნიერო ფორუმზე სამეცნიერო საზოგადოებამ 2021 წლის მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელა
პირველი ეროვნული სამეცნიერო ფორუმი „კოვიდ-19 საქართველოს 2021 წლის რეალობაში“ დასრულდა. ორდღიანი კონფერენცია „მეცნიერების კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა, სადაც მეცნიერებმა, პანელური დიალოგის ფორმატში, კოვიდ-19-ის პანდემია სხვადასხვა სამეცნიერო კონტექსტში განიხილეს, ისაუბრეს გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე.
ეკატერინე დგებუაძემ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებთან დევნილთა მხარდამჭერი პროგრამები განიხილა
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ორგანიზებით (UNHCR) და შვეიცარიის კონფედერაციის მასპინძლობით ონლაინღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანს ლტოლვილთა პირველი გლობალური ფორუმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შუალედური მიმოხილვა წარმოადგენდა.
მიხეილ ჩხენკელმა UNICEF-ის წარმომადგენლებთან ერთობლივი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილეს ფილიპ კორისა და ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს და განხორციელებული ინიციატივების ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაფასეს.
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში პირველი ეროვნული სამეცნიერო ფორუმი გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირველი ეროვნული სამეცნიერო ფორუმი გახსნა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო პროცესებისა და აქტუალური თემების განხილვასა და შეჯამებას ისახავს მიზნად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 20-25 დეკემბერს „მეცნიერების კვირეულს“ ატარებს
მიმდინარე სამეცნიერო პროცესების პოპულარიზაციის მიზნით, 20-25 დეკემბერს საქართველოში „მეცნიერების კვირეული“ გაიმართება.
მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომელთაც ადამიანური კაპიტალის განვითარების რეგიონული დირექტორი ფადია სადააჰი ხელმძღვანელობდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.
ალეკო გობრონიძემ სკოლებში ისრაელის საელჩოს დაფინანსებით განხორციელებული პროექტები მოინახულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალეკო გობრონიძემ, ისრაელის ელჩ რან გიდორთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესა და მარნეულის მერ კენან ომაროვთან ერთად, მარნეულის N4 და სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში ისრაელის საელჩოს დაფინანსებით განხორციელებული პროექტები მოინახულა.
თამარ მანუჩარაშვილი – ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი
„საქმე, რომელიც გიყვარს, არასოდეს არის რთული და დამღლელი, ბავშვებთან ურთიერთობით როგორ უნდა დაიღალო?!“ – აცხადებს თამარ მანუჩარაშვილი, რომელიც ქართულ ენას ჯერ დედოფლისწყაროს სოფელ საბათლოს სომხურენოვან მოსწავლეებს, ამჟამად კი მარნეულის სოფელ კაჩაგანის N1 საჯარო სკოლის აზერბაიჯანულენოვან ბავშვებს ასწავლის.
სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია
ბოლო კვირის მონაცემებით, სკოლებში კოვიდვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებლების 0.5%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.2%-ს დაუდასტურდა.სიახლეები ვერ მოიძებნა.