ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8083

ფილტრი

ნაპოვნია8083

ანა შარაძე – უფროსი სპეციალური მასწავლებელი

სწავლის დასრულების შემდეგ ანა შარაძე ეძებდა ისეთ სივრცეს, სადაც ფსიქოლოგიის მიმართულებით დაგროვილ ცოდნას გამოიყენებდა. სწორედ ასე აღმოჩნდა საჯარო სკოლაში ახალგაზრდა პედაგოგი, რომელიც თვლის, რომ სწორი არჩევანი გააკეთა და ემსახურება იმ საქმეს, რომელიც აბედნიერებს.

კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა ბარბაქაძე გახდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აქტიურად ახორციელებს სტუდენტების მხარდამჭერ პროგრამებს. მათ შორის არაერთი პროგრამა მოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. ერთ-ერთი მათგანია დიმიტრი გულიას და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად 2018 წლიდან ახორციელებს და განკუთვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.

მიხეილ ჩხენკელი ღრმა მწუხარებას გამთქვამს ბატონი ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ხელბურთელის, მწვრთნელის, სპორტის მოღვაწისა და პედაგოგის ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს.

მიხეილ ჩხენკელმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. კონკურსი, სამინისტროსთან პარტნიორობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებითა და აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გამარჯვებულებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა გაზაფხულის სემესტრშიც ექნებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც აძლევს შესაძლებლობას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

მიხეილ ჩხენკელი ივანე კიღურაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქართველ მეცნიერს ივანე კიღურაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს

მიხეილ ჩხენკელმა რუმინეთის ელჩთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე იმსჯელა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა რუმინეთის ელჩს რეზვან როტუნდუს უმასპინძლა და მასთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.

საკადრო ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ მახარაშვილი დაინიშნა. პირველი მოადგილე სამინისტროში კურატორობას გაუწევს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიმართულებას, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს.

მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს

მიხეილ ჩხენკელი ცნობილი არქიტექტორის გიორგი (გიგა) ბათიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი არქიტექტორის, სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის ღვაწლმოსილი პროფესორის ბატონი გიორგი (გიგა) ბათიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

მიხეილ ჩხენკელი: „მჯერა, 2022 წელს განახლებული ენერგიითა და შემართებით ერთობლივად მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ განათლების სისტემის განვითარების გზაზე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების სისტემის წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს ახალ წელს ულოცავს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების სისტემის წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს ახალ წელს ულოცავს.

პროფესიული სტუდენტების მონაწილეობით კულინარიული კონკურსი გაიმართა

პროფესიული კვალიფიკაციების გაძლიერებისა და სწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით, მედიისა და ტელეხელოვნების პროფესიული კოლეჯისა და კოლეჯ „იკაროსის“ ერთობლივი ორგანიზებით კულინარიული კონკურსი გაიმართა.

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრის მიზნით უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელთან ნინო ჭელიძესთან ერთად, ცენტრის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის 2022-2025 წლების პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრის მიზნით უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები.

საჯარო სკოლებში პროგრამის „ექიმის საათი“ პილოტირების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და ორგანიზაცია „თანადგომის“ ერთობლივი პროგრამის „ექიმის საათი“ პირველი ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

„მეცნიერების კვირეული - 2021“-ის შემაჯამებელი გალა ღონისძიება გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა „მეცნიერების კვირეული - 2021“-ის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა. მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, სამეცნიერო კვირეულის წარმატებით ჩატარება მიულოცა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული მრავალფეროვანი ღონისძიებების შედეგები შეაჯამა.

სამინისტროს მიერ დაფინანსებული სასკოლო პროექტებიდან 10 საუკეთესო გამოვლინდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებით მთის სტატუსის მქონე საჯარო სკოლებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი განახორციელეს.

ნუნუ მიცკევიჩმა კონკურსში გამარჯვებული უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეები დააჯილდოვა

სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორთან ნანა მაჭავარიანთან ერთად, კონკურსის „ანიდან ჰოემდე“ ქართული დიასპორის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. მოსწავლეებს, შესაბამისი ქვეყნების საელჩოების ჩართულობით, სხვადასხვა პრიზი, სამახსოვრო საჩუქრები და პირადად განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელისგან სერტიფიკატები გადაეცემათ. კონკურსს „ანიდან ჰოემდე“ ორგანიზება თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა გაუწია.

თამარ გოგიტიძე – უფროსი სპეციალური მასწავლებელი

განათლებით ფილოლოგი თამარ გოგიტიძისთვის სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის ორწლიანი გამოცდილება საკმარისი აღმოჩნდა, რომ პროფესია შეჰყვარებოდა, შესაბამისი უნარები შეეძინა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსიც მოეპოვებინა.

მეცნიერების პოპულარიზაციის კვირეული არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულებებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული „მეცნიერების კვირეული – 2021“ გრძელდება. კვირეულის ფარგლებში სამეცნიერო თემატიკის მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულებების ბენეფიციარი მოსწავლეებისთვის. მოზარდები მთელი კვირის განმავლობაში საინტერესო და სახალისო ფორმატში ეცნობოდნენ მეცნიერების საფუძვლებს. მათ საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ შემეცნებით შეხვედრებში და პირადად მოესმინათ ქართველ მეცნიერთა ლექცია-საუბრები მათთვის საინტერესო თემებზე.