სიახლეები

ნაპოვნია8083

ფილტრი

ნაპოვნია8083

გივი მიქანაძე - მე და ჩემი მოადგილეები ვეწვევით ყველა საგამოცდო ცენტრს, რათა ადგილზე გავეცნოთ საგამოცდო პროცესს და ჩვენს ძვირფას ახალგაზრდებს წარმატებები ვუსურვოთ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაში გაეცნო.

გივი მიქანაძე ქუთაისის #7 საჯარო სკოლის წარმომადგენლებს და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, ქუთაისის #7 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა.

ლევან ღირსიაშვილი ამბროლაურის საგამოცდო ცენტრს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა.

ზვიად გაბისონია ხულოს საგამოცდო ცენტრს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ხულოს საგამოცდო ცენტრში გაეცნო.

გივი მიქანაძე ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ინგლისური ენის გამოცდის პირველი სესიის მიმდინარეობას გაეცნო.

გივი მიქანაძე ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ინგლისური ენის გამოცდის მეორე სესიის მიმდინარეობას ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში გაეცნო.

ზვიად გაბისონია ახალციხის საგამოცდო ცენტრს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია მასწავლებელთა გამოცდების მიმდინარეობას ახალციხის N1 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო.

თბილისში უზბეკი პოეტის, ალიშერ ნავოის მონუმენტი გაიხსნა

თბილისში, ვარკეთილში უზბეკი პოეტის, ალიშერ ნავოის სახელობის პარკში მისი მონუმენტი გაიხსნა.

გივი მიქანაძის სამძიმრის წერილი ქართველი მეცნიერის ელენე აბაშიძის გარდაცვალების გამო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის ელენე აბაშიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

ბაია კვიციანმა პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა პროფესიული განათლების მესამე საერთაშორისო კონფერენციის – ,,პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია გლობალურ ეპოქაში: ინოვაცია, უნარები და პარტნიორობა“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვია.

“დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა ღირსეულ შედეგს გამოიღებს” - გივი მიქანაძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტებს მიმართავს.

გივი მიქანაძე ეროვნული გამოცდების მეორე სესიის მიმდინარეობას რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე სესიის მიმდინარეობას რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში გაეცნო.

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსად ალექსანდრე ქაჯაია დაინიშნა.

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესის კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესების კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

თამარ მახარაშვილმა ეკატერინე გაბაშვილის 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ეკატერინე გაბაშვილის 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლაში გაიმართა.

გივი მიქანაძე და ზურაბ პატარაძე შუახევში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია.

სკოლამდელ განათლებაში მედიაწიგნიერების განვითარების მხარდასაჭერად ახალი გზამკვლევი შეიქმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ადრეული აღზრდისა და სკოლამდელი განათლების გზამკვლევის – „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა სამშვიდობო სწავლების ცენტრი - „მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმა“, რომელიც სტუდენტებს, კონფლიქტების კვლევის, ისტორიული ფაქტებისა და თანამედროვე პროცესების შესწავლის შესაძლებლობებს მისცემს.