This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

News

Found8102

Filter

Found8102

This article is available in Georgian only. The Ministry publishes news in Georgian; an English translation is not available.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში Georgian-Baltic Bridge ფიჩინგ ფორუმის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიულმა პლატფორმამ საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმს, Georgian-Baltic Bridge-ს დისტანციურ ფორმატში უმასპინძლა. ფორუმის ფარგლებში გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა:

სამინისტროს მხარდაჭერით „თანამედროვე ხელოვნების არქივი“ განახლდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამედროვე ხელოვნების არქივი განახლდა და მისი დათვალიერება შესაძლებელია ბმულზე: www.archive.propaganda.network

Georgia and Romania to host the European Under-21 Football Championship in 2023

Georgia will host the UEFA European Under-21 Football Championship in 2023, together with Romania. The final decision was made by the UEFA governing body at an Executive Committee meeting on December 3, 2020.

შშმ პირების დასაქმების მიზნით, კოლეჯში „ახალი ტალღა“ წარმატებული პროექტი განხორციელდა

3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, ქობულეთის კოლეჯში „ახალი ტალღა“ შშმ პირებისთვის განხორციელებული პროფესიული გადამზადების პროექტის შემაჯამებელი ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე ოფიციალურად 1992 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 47/3 რეზოლუციით, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, აღიარეს.

ლევან ხარატიშვილმა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

"Georgian Ministry of Education, Science, Culture and Sport makes Digital Education a Reality" – an article by Microsoft published on Georgia's Education System

Microsoft published an article along with a short video on its official website regarding the transformation of the Georgian education system – “Georgian Ministry of Education, Science, Culture and Sport makes Digital Education a Reality”.

2020 წლის „წინანდლის პრემიის“ 8 ლაურეატი ცნობილია

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის“ ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში 2020 წლის „წინანდლის პრემიის“ 8 ლაურეატი გამოავლინა.

88 წლის ასაკში გარდაიცვალა მომღერალი და მუსიკოსი გიული დარახველიძე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მომღერლისა და მუსიკოსის, გიული დარახველიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

Mikheil Chkhenkeli addressed the Advisory Board of Kutaisi International University (KIU)

The Minister of Education, Science, Culture and Sport of Georgia, Mikheil Chkhenkeli, participated in the meeting of the Advisory Board of Kutaisi International University (KIU), addressed its members, and talked about the further development plans of the University.

100 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი ოთარ ჯაფარიძე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ფერმწერის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის, პროფესორ ოთარ ჯაფარიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

ზუგდიდში შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 250 პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი „პრომეთე“ ონლაინ ფორმატში ჩატარდება

30 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი „პრომეთე“ ონლაინ ფორმატში ჩატარდება.

ნუნუ მიცკევიჩმა და ლევან ხარატიშვილმა პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ევროპელ მკვლევართა ღამისა და პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, მწერალთა სახლთან და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდული კონკურსები ჩაატარა.

2025 წელს საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უერთდება გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, წელს დღიანი კამპანია ონლაინ სივრცეში ტარდება და მისი თემატიკაა საზოგადოების როლი და ჩართულობა ძალადობის აღმოფხვრაში გლობალური პანდემიის დროს.

საქართველო ევროპელ მკვლევართა ღამეს წელს პირველად შეუერთდა

With the project – Science is Captain, Georgia joined the European Researcher’s Night for the first time this year and appeared on the map of current events simultaneously across EU member states and Horizon 2020 associate countries.

პრაქტიკოს მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე აიმაღლონ მასწავლებლის სტატუსი

არსებული ეპიდვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მასწავლებელთა გამოცდები, ასევე, სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდები 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გაიმართება.

საქართველო საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ პრემიის ნომინანტია

საქართველო წარდგენილია საერთაშორისო ორგანიზაციის - „მშვიდობა და სპორტი“ (Peace and Sport) 2020 წლის პრემიაზე, ნომინაციაში - „წლის საუკეთესო ინიციატივა“.

პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში ონლაინ კონფერენცია „მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობა“ ჩატარდა

ევროპელ მკვლევართა ღამისა და პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ეგიდით, Twinning-ის პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში, მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობის თემაზე ონლაინ კონფერენცია ჩატარდა.