სიახლეები
კონკურსი ვენეციის ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის შესარჩევად
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით და მხარდაჭერით, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ აცხადებს კონკურსს ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის შესარჩევად.შეხვედრა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ლამბერტო ზანიერთან
17 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან (HCNM) ლამბერტო ზანიერთან.სოფელ თორტიზის ახლად აშენებული სკოლა საზეიმოდ გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი ახლად აშენებულ სკოლაში დაიწყეს. ახალი სკოლის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე დაესწრო და პირადად მიულოცა მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება.ახალი სასწავლო წელი სოხუმის უნივერსიტეტში
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.2018-2019 სასწავლო წელი დაიწყო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს და მშობლებს თბილისის 150-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა. 150-ე სკოლა ერთ-ერთია იმ საჯარო სკოლებს შორის, სადაც მინისტრის მიერ ინიცირებული სწავლების ახალი მოდელი საპილოტე რეჟიმში დაინერგება.
მიხეილ ბატიაშვილმა იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის პრეზენტაცია წარადგინა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის პრეზენტაცია წარადგინა.
ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს პრიზიორები ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) გახდნენ. ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი სოფიაში 13-16 სექტემბერს იმართება.
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტი თბილისში განიხილეს
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვის ერთ-ერთი დასკვნითი ღონისძიება თბილისში გაიმართა. სამუშაო შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზმა უმასპინძლა. კანონპროექტის შესახებ საჯარო კონსულტაციები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით იმართება.ტექნოლოგიური ინოვაციები საგანმანათლებლო სისტემაში
განათლების ციფრულ ტრანსფორმაციასა და საგანმანათლებლო სისტემაში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის საკითხებს ეძღვნება ორდღიანი სემინარი, რომელიც კომპანია „მაიქროსოფთ საქართველო“-ს ორგანიზებით მიმდინარეობს. ტექნოლოგიების მიმართულების გაძლიერება და მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიურ საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.საქართველოს გერმანელი ჟურნალისტების ჯგუფი სტუმრობს
13 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ საქართველოში, ქართული კულტურის გაცნობის მიზნით მყოფი გერმანელი ჟურნალისტების ჯგუფს უმასპინძლა. შეხვედრას გერმიანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი ესწრებოდა.
ანაკლიაში “მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ დაიხურა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებული ბოლო საზაფხულო ბანაკი ანაკლიაში, საზეიმოდ დაიხურა. „მომავლის ბანაკში“ წელს 3 000-მა მოსწავლემ დაისვენა. სულ ზაფხულის განმავლობაში, ექვსმა ახალგაზრდულმა ბანაკმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 10 000-მდე მოსწავლეს უმასპინძლა.ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი
12 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის: სანაპიროს ქ. #4) ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა.
პოლონეთის თეატრი მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლებს გამართავს
20-27 სექტემბერს, მოზარდ მაყურებელთა თეატრთან დამეგობრებული ქალაქის, ლოძის საბავშვო თეატრი „პინოქიო“, მაყურებლის წინაშე საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება.გამოფენა „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“
ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის, ბოტიჩელის, ტიციანის და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების ნამუშევრების შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოფენას „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ მასპინძლობს.
საქართველოს მოხალისეთა ერთიანი ქსელი ძლიერდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოხალისეობის განვითარების პროგრამის „საქართველოს მოხალისე“ ფარგლებში, ახალგაზრდებმა 5 დღიანი მოსამზადებელი ტრენინგ-სემინარი გაიარეს და „საქართველოს მოხალისის“ სტატუსი მიიღეს.მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში სისტემური ცვლილებები დაიწყო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგი გამართა.
ბათუმი 2018: „ნონას თასი“ გურიასა და სამეგრელოში გამოიფინა
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი ნანა იოსელიანი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი გიორგაძე, ფედერაციის წარმომადგენლები - ამ შემადგენლობით ესტუმრნენ ქართული ჭადრაკის მესვეურები გურიასა და სამეგრელოს.
საქართველოს ნაკრებმა ლატვია დაამარცხა
უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშებაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა 9 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ ლატვიას უმასპინძლეს და მეტოქე 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი მატჩის 77-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.
საქართველომ ერთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა ყაზახეთის ნაკრები ასტანაში 2:0 დაამარცხეს. ანგარიში 69-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ გახსნა, 5 წუთში კი მასპინძელთა მცველმა სერგეი მალიმ საკუთარ კარში გაიტანა გოლი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საჯარო სკოლების დაფინანსება იზრდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების დაფინანსება 2018 წლისთვის თვეში საშუალოდ 0.9 მლნ ლარით გაიზრდება. აღნიშნული საკითხი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის წევრებს დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა.
რეგიონების საჯარო სკოლებს უკაბელო ინტერნეტი ექნებათ
საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვედ წარმართვისთვის, განსაკუთრებით რეგიონების სკოლებში, უკაბელო ინტერნეტს უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს“ უფლებამოსილება მიენიჭება საჯარო სკოლებისთვის უკაბელო ინტერნეტის ინფრასტრუქტურა შეისყიდოს.სიახლეები ვერ მოიძებნა.