სიახლეები

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 3 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის II საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი - 2018“
28 სექტემბერს, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის რიგით მეორე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2018“ გაიხსნა.
ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატიდან
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულებულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში 124 ქვეყანას შორის მე-4 ადგილი დაიკავა. მსოფლიო ჩემპიონი +100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი გახდა, ვერცხლის მედალს ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაო ამირან პაპინაშვილის (-60 კგ) ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის შემდეგ, საქართველომ პირველად იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა ძიუდოში.
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების საკონსულტაციო ფორუმი
2018 წლის 26-28 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ გორლიცში გაიმართა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების საკონსულტაციო მერვე ყოველწლიური ფორუმი. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების 32 წევრი სახელმწიფოს, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, იუნესკოს, იკომოსისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თამაზ ჭილაძის გარდაცვალების გამო
ქართულმა საზოგადოებამ და მწერლობამ დიდი მნიშვნელობის ადამიანი დაკარგა. დღეს, 87 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მწერალი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა.
მუცოს რეაბილიტაციის პროექტი წელს სრულდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე მუცოს ესტუმრნენ და ძეგლზე დამასრულებელი ეტაპის მასშტაბური სამუშაოები დაათვალიერეს.საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში სამინისტროს აქტიური მხარდამჭერი იქნება
განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის ძირითადი მიმართულებები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილე, ირინე აბულაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ, კარლ ჰარცელთან შეხვედრისას განიხილეს.
ქალთა ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ნორვეგიასთან
ბათუმის სპორტის სასახლეში გრძელდება 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა. 25 სექტემბერს, მეორე ტურის პარტიები გათამაშდა და ისე მოხდა რომ საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებიც ნორვეგიელებს დაუპირისპირდა. მწვრთნელთა გადაწყვეტილებით ჩვენმა გუნდებმა ლიდერების, პირველ დაფაზე მოთამაშე მოჭადრაკეების - ნანა ძაგნიძის და ბაადურ ჯობავას გარეშე ითამაშეს. მოთამაშეების დასვენება და როტაციის პრინციპით მოქმედება, ოლიმპიადაზე ჩვეულებრივი ამბავია. მითუმეტეს ახლა, როცა შეჯიბრი ახალი დაწყებულია და მთავარი ბრძოლები ჯერ წინ არის. ნაკრების მწვრთნელები ლიდერებს დასვენების საშუალებას აძლევენ. ქალთა ნაკრების პირველ დაფაძე ადგილი ლელა ჯავახიშვილმა დაიკავა, რომელმაც გუშინ თავისი პარტია დათმო და დღეს კიდევ უფრო მეტი მოტივაციით ითამაშა. ჯავახიშვილმა, ისევე როგორც სხვა მოჭადრაკეებმა თავისი პარტიები მოიგეს და საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება ჩაიწერა - 4:0.
ICOM/CECA-ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მუზეუმები, განათლება და კულტურული აქტივობა: ძველ და თანამედროვე მნიშვნელობებს შორის“ 24-28 სექტემბერი
25 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა ICOM/CECA-ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, სახელწოდებით „მუზეუმები, განათლება და კულტურული აქტივობა: ძველ და თანამედროვე მნიშვნელობებს შორის“. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
ვერცხლის ჯილდო უეფასგან - პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ფეხბურთის მასობრიობის ზრდაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა
ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და მასში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდის მიმართულებით განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უეფამ მის წევრ ქვეყნებს შორის საქართველო გამოარჩია და ვერცხლის ჯილდო გადასცა.
ქართველი მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში ენის გაძლიერებულ კურსს გაივლიან
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, 21 წარმატებული მოსწავლე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. გაერთიანებულ სამეფოში მოსწავლეები 2 კვირიან ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსს გაივლის. პროგრამა ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა სპორტულ, შემეცნებით-გასართობ აქტივობებს, ექსკურსიებს, მოსწავლეები გაეცნობიან ბრიტანეთის ტრადიციებსა და კულტურას. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, 21 წარმატებული მოსწავლედიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. გაერთიანებულ სამეფოში მოსწავლეები 2 კვირიან ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსს გაივლის. პროგრამა ასევე ითვალისწინებს სხვადასხვასპორტულ, შემეცნებით-გასართობ აქტივობებს, ექსკურსიებს, მოსწავლეები გაეცნობიან ბრიტანეთის ტრადიციებსა და კულტურას. 21 საუკეთესო მოსწავლე საქართველოში ჩატარებული ინგლისური ენის საზაფხულო სკოლის 600 მონაწილესაგან შეირჩა. მოსწავლეების შერჩევა მოხდა ისეთიკრიტერიუმებით, როგორიცაა სკოლაში მიღწეული აკადემიური პროგრესი, აქტივობებში ჩართულობა, თანატოლებთან კომუნიკაციის უნარი, კრეატიულობა,დამოუკიდებლობა, დროის მენეჯმენტი, ლიდერული უნარ-ჩვევები და ა.შ. შერჩევის პროცესში თავად მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
საჭადრაკო ოლიმპიადის პირველ დღეს ექვსივე ნაკრებმა გაიმარჯვა
ბათუმის სპორტის სასახლეში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. მოგეხსენებათ, საქართველო მასპინძლის სტატუსით სარგებლობს და უმთავრეს საჭადრაკო ფორუმზე 6 ნაკრებით არის წარდგენილი - ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით 3 ქალთა და 3 ვაჟთა ნაკრები ითამაშებს. საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები პირველ ტურში სამხრეთ კორეის გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა.მიხეილ ბატიაშვილი აჭარაში მცირეკონტიგენტიან საჯარო სკოლას ესტუმრა
აჭარის რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის მცირეკონტიგენტიან საჯარო სკოლას ესტუმრა და პედაგოგებსა და მოსწავლეებს რეფორმის ფარგლებში ამ ტიპის სკოლების კუთხით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.საგანმანათლებლო რესურსები მომავალი მასწავლებლებისთვის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ზოგადი განათლების სფეროში გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და საქართველოს საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის ერთდღიან სამუშაო სემინარს უმასპინძლა, რომელიც მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ გახსნა.
მშვიდობის კორპუსის განათლების პროგრამა
ა.შ.შ.-ის მშვიდობის კორპუსი საქართველოში იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის განათლების პროგრამასთან თანამშრომლობისთვის.
ბათუმი მზადაა 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მისაღებად
საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნამდე 3 დღე რჩება. ბათუმს უკვე ეწვივნენ ფიდეს დირექტორატის წევრი ჯეფრი ბორგი და პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის პრეზიდენტი ემილ სუტოვსკი, 2 დღეში კი საქართველოს მსოფლიოს 180 ქვეყნის 4 ათასამდე სპორტსმენი და დელეგატი ეწვევა, რაც საჭადრაკო ოლიმპიადის ისტორიაში სარეკორდო მაჩენებელია.ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გაიხსნა
კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის აღმავლობის, ქართული ფოლკლორის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ფოლკლორის სფეროში მოღვაწეებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ოზურგეთში რეაბილიტირებული საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი საზეიმოდ გახსნა.მიხეილ ბატიაშვილმა ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ტრიუმფატორებს უმასპინძლა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სამინისტროში ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და მოადგილე შალვა გოგოლაძე.მიხეილ ბატიაშვილმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
19 სექტემბერს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი დაესწრო და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცხრე, მუდმივი პრეზიდენტი, ადელა დე ლა ტორე და ამერიკელი პროფესორების დელეგაცია ეწვია.მიხეილ ბატიაშვილმა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან არსებულ გამოწვევებზე, ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესების დახვეწაზე იმსჯელა
უმაღლესი განათლების ხარისხის ასამაღლებლად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მუშაობა გრძელდება. ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა და არსებულ გამოწვევებზე, ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესების დახვეწაზე იმსჯელა.მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
18 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით.სიახლეები ვერ მოიძებნა.