სიახლეები

„კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“
17 ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის: სანაპიროს 4), კლასიკური მუსიკის ცენტრის მერ ინიცირეული პროექტის - „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“ პრეზენტაცია გაიმართა.საქართველომ და უნგრეთმა სპორტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მიხეილ ბატიაშვილი: ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საქართველოში ჩატარება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია
საქართველო დღეიდან ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალს მასპინძლობს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
პროგრამის „იტალიური, როგორც მეორე ენა“ პრეზენტაცია გაიმართა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ ახალი პროგრამა - „იტალიური, როგორც მეორე ენა“ წარადგინეს.
მიხეილ ბატიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრის მოადგილეებთან ერთად ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაბრიელა ბატაინი-დრაგონის უმასპინძლა.
საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობებს შორის ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ და მოლდოვას ახალგაზრდობისა და სპორტის სახელმწიფო მდივანმა, რადუ რებეიამ.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომლის საპატიო სტუმარი ქვეყანაც წელს საქართველო იყო, საზეიმოდ დაიხურა
საქართველომ 2019 წლის საპატიო სტუმრის სტატუსი ნორვეგიას გადაულოცა. ტრადიციისამებრ, სპეციალური გრაგნილი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა ნორვეგიელ კოლეგას გადასცა. ღონისძიებაზე ასევე შედგა ნორვეგიის საიმიჯო ვიდეო რგოლის პრეზენტაცია.საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში სიტყვით გამოვიდა
გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე საკომიტეტო სხდომაზე საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, ლიკა ტორიკაშვილი, სიტყვით გამოვიდა. მან მსოფლიოს ახალგაზრდებს, გაერთიანებისკენ და მსოფლიოს გაუმჯობესებაში წვლილის შეტანისკენ მოუწოდა. ახალგაზრდობის წარმომადგენელმა ასევე ყურადღება გაამახვილა მშვიდობის მშენებლობის მნიშვნელობაზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე.
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული კონფერენცია გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამდღიან რეგიონალურ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანსაც პარტნიორ ქვეყნებს შორის, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური განათლების საკითხებზე გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. კონფერენცია განათლების ევროპული ფონდის (ETF) ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა 6 ქვეყნის (უკრაინა, ბელარუსია, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლოდვა, ყაზახეთი) 50-მდე დელეგატმა მიიღო.
2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული გაიხსნა
2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად გაიხსნა. გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით Georgia Made by Characters / ანბანით მოთხრობილი საქართველო წარდგა.
პირველად საქართველოში - ყაზბეგმა ექსტრემალური წინაღობების მარათონს - 'Runmageddon' უმასპინძლა
4-7 ოქტომბერს საქართველომ პირველად უმასპინძლა ექსტრემალური წინაღობების მარათონს - ‘RUNMAGEDDON’. სპეციალურად ღონისძიებისთვის ყაზბეგში მოეწყო მარათონისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.მიხეილ ბატიაშვილმა სსიპ-ის ხელმძღვანელები თანამშრომლებს პირადად წარუდგინა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სსიპ-ების თანამშრომლებს კონკურსის წესით შერჩეული ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა, თითოეულ უწყებაში გაცნობითი შეხვედრა გამართა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას უმასპინძლებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას უმასპინძლებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 5 ოქტომბერს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პრესკონფერენცია გაიმართა.მინისტრი მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს შეხვდა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, პირველ მოადგილე მიხეილ გიორგაძესთან და მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს შეხვდა. ღონისძიებას ღვინის ქარხანა N1-მა უმასპინძლა.მიხეილ ბატიაშვილი განათლების სისტემის რეფორმასა და სრულ ტრანსფორმაციას ახალ გუნდთან ერთად იწყებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის წესით შერჩეული სსიპ-ების ხელმძღვანელები წარუდგინა.
ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი 135 წლისაა
საქართველოს უძველესმა პროფესიულმა სასწავლებელმა, რომელიც მცხეთის რაიონის სოფელ წინამძღვრიანთკარში მდებარეობს 135 წლის იუბილე აღნიშნა. ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი 2017 წელს განახლდა და თავიდან აღორძინდა. იგი საქართველოს პირველი და უძველესი პროფესიული სასწავლებელია, რომელიც ცნობილი პედაგოგისა და პუბლიცისტის, ილია წინამძღვრისშვილის, მიერ დაარსდა. მის წარმატებასა და განვითარებაში წვლილი შეიტანეს ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა და ნიკო ცხვედაძემ.
რეგიონალური კონფერენცია - "კვლევისა და ინდუსტრიას შორის კავშირების ხელშეწყობა"
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკომისიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო რეგიონალური კონფერენცია თემაზე “EU4Innovation: კვლევისა და ინდუსტრიას შორის კავშირების ხელშეწყობა”.
ანსამბლ „ლილეს“ წარმატება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „იდეების ტალღა“
საქართველოს ყრუთა კავშირთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლილემ“, საბერძნეთში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში „იდეების ტალღა“, პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა.მიხეილ ბატიაშვილი: „უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველი სამეციერო წრეები საერთაშორისო ფუნდამენტალურ კვლევებში აქტიურად ერთვებიან”
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში COMET საერთაშორისო კოლაბორაციის ინტეგრაციის სამუშაო შეხვედრა გახსნა.
ქართველი სპორტსმენები ბუენოს-აირესში ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრებიან
ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში არგენტინაში, ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიური დელეგაციის გაცილების საზეიმო ცერემონია გაიმართა. კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ ოლიმპიადის ლიცენზიანტები წარადგინა, რის შემდეგაც სპორტსმენებმა ოლიმპიური ფიცი დადეს.
მიხეილ ბატიაშვილი: „არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე უწყვეტი განათლების მიწოდება თითოეული მოსწავლისთვის“
ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის სკოლა-პანსიონებში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, სოფელ ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება, რაც სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს განათლების დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობას მისცემს.სიახლეები ვერ მოიძებნა.