ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8108

ფილტრი

ნაპოვნია8108

ეროვნულ და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძემ ეროვნულ და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა, რომელთაც მოპოვებული გამარჯვებებისთვის სხვადასხვა პრიზები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს დამსახურებული პედაგოგის, ომარ გეგუჩაძის გარდაცვალების გამო

თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედი" ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის კურსდამთავრებული, თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში "ნიჭიერთა ათწლედის" სასწავლო ნაწილის გამგე და პედაგოგი, ყველასათვის ძვირფასი, საყვარელი და განსაკუთრებული პიროვნება, ბატონი ომარ გეგუჩაძე.

მიხეილ ბატიაშვილი: „განათლება თავისუფლებაა“

„ერთხელ, დილით, სამსახურში მიმავალს, ლიფტში მეზობლის ბიჭი დამემგზავრა, სკოლაში მიდიოდა. გამოველაპარაკე, ვკითხე, უხაროდა თუ არა სკოლაში წასვლა, მოსწონდა თუ არა სკოლა. მან ბავშვური გულწრფელობით შემომიბრუნა კითხვა: „თქვენ გგონიათ, არსებობს ბავშვი, რომელსაც სკოლაში წასვლა უხარია?“ მისი ეს სიტყვები დღემდე ჩამესმის და გამუდმებით მახსენებს თავს“.

სამინისტროს, კერძო სექტორსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება

დუალური პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ პროცესში ბიზნესის ჩართულობის აუცილებლობა იყო მთავარი თემა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც პროექტის „დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო“ ფარგლებში გაიმართა.

მიხელ ბატიაშვილი: „ფონდი „ქართუ“ ქართული რაგბის მხარდაჭერის უპრეცედენტო მასშტაბის პროგრამებს ახორციელებს”.

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ნუცუბიძის პლატოზე მდებარე რაგბის ბაზაზე, რაგბის კავშირისთვის 3 ახალი, ულტრათანამედროვე სარაგბო კომპლექსის გადაცემის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც რაგბის კავშირს საქველმოქმედო ფონდ „ქართუსგან“ გადაეცა.

მიხეილ ბატიაშვილი: „მარნეულში ქართულენოვანი განათლების კერას სახელმწიფო მნიშვნელობა აქვს“

ქალაქ მარნეულში საქართველოს მთავრობის, ბულგარეთის საელჩოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, “საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის” მიერ ქართულენოვანი კერძო სკოლა „მომავალი“ და საბავშვო ბაღი დაფუძნდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ახალი სკოლა მოინახულა და პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს ესაუბრა.

შალვა გოგოლაძე სპორტის უნივერსიტეტების ასოციაციისა და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტებს შეხვდა

25-28 ოქტომბერს თბილისში საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ეგიდით იმართება XXII საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი: „ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის“. კონგრესი 26 ოქტომბერს 10:00 საათზე სასტუმროში თბილისი მარიოტი საზეიმოდ გაიხსნება. ხსენებული ღონისძიება ფიზიკური აღზრდისა და სპორტის წამყვანი სახელმწიფო უნვიერსიტეტების ეგიდითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება.

თბილისში XXII საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი - „ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის“ ოფიციალურად გაიხსნა

25-28 ოქტომბერს თბილისში საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ეგიდით იმართება XXII საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი: „ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის“.

მიხეილ ბატიაშვილი: „ძალიან ამაღელვებელია თეიმურაზ მეფის პორტრეტის, ამ მნიშვნელობის სამეფო საგანძურის საქართველოში დაბრუნება

„ძალიან ამაღელვებელია თეიმურაზ მეფის პორტრეტის, ამ მნიშვნელობის სამეფო საგანძურის საქართველოში დაბრუნება.“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამეფო საგანძურის დაბრუნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მიხეილ ბატიაშვილმა მაია ცქიტიშვილთან და გიორგი ქობალიასთან ერთად შიდა ქართლში საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური პროექტები დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კასპში მიმდინარე საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური პროექტები დაათვალიერეს, რომლებიც ახლო მომავალში რეგიონს ახალ დატვირთვასა და უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შესძენენ.

გრაკლიანის გორაზე ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნით დათარირებული წარწერა აღმოაჩინეს

2015 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილ იქნა ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნით დათარირებული სავარაუდო წარწერა.

საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებში მეწარმეობის სწავლება გაძლიერდება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით, პროფესიულ სასწავლებლებში მეწარმეობის სწავლების ხელშემწყობის პროექტი იწყება.

„ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ სპორტის 7 სახეობაში ჩატარდა

23 ოქტომბერს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულმა ცენტრმა „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობას“ უმასპინძლა. შეჯიბრება სპორტის შვიდ სახეობაში ჩატარდა: თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ძიუდოში, ძალოსნობაში, მძლეოსნობაში, ქართულ ჭიდაობასა და მშვილდოსნობაში.

მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენი მიზანი, ჩვენი ახალგაზრდების თავისუფალი საზოგადოების სრულფასოვან და ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებაა"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ „CERN-ის შემეცნებით ფესტივალზე“ სიტყვით წარსდგა, სადაც სამეცნიერო და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე და მასში ახალგაზრდების ჩართულობის პოზიტიურ შედეგებზე იმსჯელა.

ისტორიული ფინალი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად ქართველი მოცეკვავე წყვილი - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია გრან -პრის ფინალში გავიდნენ და შეძლეს გრან-პრის ეტაპების ორი ვერცხლის მედლის და ფინალური საგზურის მოპოვება. იუნიორთა კატეგორიაში გრან-პრის სერია აგვისტოში დაიწყო, მოიცავდა შვიდ ეტაპს და 13 ოქტომბერს დასრულდა სომხეთის დედაქალაქ ერევანში.

ოლიმპიურ კომიტეტში ახალგაზრდული ოლიმპიადა შეაჯამეს

ბუენოს აირესში გამართული მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებიდან, რომელშიც მსოფლიოს 206 ქვეყნის 4 ათასზე მეტი ათლეტი გამოვიდა საქართველოს დელეგაცია 6 მედლით დაბრუნდა (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და საერთო ჩათვლაში, მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, 44-ე ადგილი დაიკავა. დღეს, ოლიმპიურ კომიტეტში ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ ოლიმპირი კომიტეტის ხელმძღვანელები და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და მოადგილე შალვა გოგოლაძე.

მიხეილ ბატიაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს განათლების მიმართულებით დაგეგმილი სისტემური რეფორმები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა და განათლების მიმართულებით დაგეგმილი სისტემური რეფორმები გააცნო.

მიხეილ ბატიაშვილი: „სახელმწიფომ შექმნა ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ მეტმა ქართველმა სტუდენტმა მიიღოს ევროპული განათლება“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი უნივერსიტეტების, პროფესორებისა და სტუდენტებისთვის Erasmus+ ეროვნულ ოფისში გამართულ ტრადიციულ საინფორმაციო ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა და ხაზი გაუსვა, რომ ERASMUM + საქართველოსთვის სამაგალითო პროგრამაა, რომელიც ევროპასთან საერთო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის საუკეთესო მაგალითს გვიჩვენებს.

ბუენოს აირესში ზაფხულის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა 6 მედალი მოიპოვეს

ბუენოს აირესში საზეიმოდ დაიხურა ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, რომელშიც მსოფლიოს 206 ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობდა. თამაშების დასკვნითი ცერემონია ოლიმპიურ სოფელში ჩატარდა. მონაწილე ქვეყნების მედროშეთა ტრადიციულ აღლუმს წინ უძღოდა ცერემონიის ოფიციალური ნაწილი: სპორტსმენებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, მოხალისეებს, ეროვნული ოლიმპიური დელეგაციების ხელმძღვანელებს მიმართეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა, ბუენოს აირესის მერმა, თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ.

მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენი ქვეყნის „ოქროს ფონდს“ ეს ახალგაზრდები წარმოადგენენ, მათი განათლება და ენთუზიაზმი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“

17 ოქტომბერს „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ დაფუძნების ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის კურსდამთავრებულები და ცენტრის სხვადასხვა სასწავლო სასტიპენდიო პროგრამების ბენეფიციარები.

ჯაბა პაპინაშვილის ბრინჯაო მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ჯაბა პაპინაშვილმა, ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე პაპინაშვილმა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში თურქი სამეტ კუმტაში დაამაარცხა.