ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8108

ფილტრი

ნაპოვნია8108

სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად მინისტრის მოადგილემ სენაკის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებთან გამართა სამუშაო შეხვედრა და ახალი ინიციატივები და სამომავლო გეგმები მათ პირადად გააცნო.

სოფელ ნაგებერავოში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს მასშტაბით მორიგი საჯარო სკოლის მშენებლობა ამჯერად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერავოში დასრულდა. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა. ახალი სკოლა რამდენიმე კვირაში შევა ექსპლუატაციაში.

მორიგი ახალი სკოლის შენობა სოფელ ჭანიეთში გაიხსნა

ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში გახსნა.

ირინა აბულაძემ გერმანიის ელჩსა და გერმანულ დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ, საქართველოში გერმანიის ელჩსა და გერმანულ დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოების, განათლების ხარისხის გაუმჯობესების, სწავლების პროცესში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გაძლიერების მიზნით, ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება.

საქართველოს სკოლების წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით ჯილდოვდებიან

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კახეთის რეგიონის 332 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა. ღონისძიება ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, „ილიაობის“ დღესასწაულზე გაიმართა.

საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის გრიფირების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსს აცხადდებს. 2018 წელს, კონკურსი VII, 2019 წელს საბაზოს VIII და IX კლასებზე, ხოლო 2020 წელს, ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის მიმდინარე რევიზიის დასრულების შემდეგ, კონკურსი საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოებზე გამოცხადდება.

მიხეილ ბატიაშვილმა თბილისში უახლესი სტანდარტების ახალი სკოლა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, უახლესი სტანდარტებით აშენებული თბილისის N100 სკოლა გახსნა და სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად თანამედროვე კაბინეტები, საბუნებიმეტველო საგნების ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზი და სპორტული დარბაზი დაათვალიერა.

„მრავალფეროვანი საქართველო“ ორმოქმედებიანი დრამა „ალი და ნინო“

9 ნოემბერს, 18:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელს ყურბან საიდის რომანის მიხედვით შექმნილ სპექტაკლს „ალი და ნინო“ წარადგენს. სპექტაკლი საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.

UNDP და შვეიცარიის მთავრობა მეტ დახმარებას გაუწევენ პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის განვითარებას საქართველოში

2018-2022 წელს შვეიცარიის მთავრობის მიერ გამოყოფილი 6 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის განვითარებაზე დაიხარჯება.

მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრი გახსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში ისწავლიან.

სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ სექტემბრის დასაწყისში წარმოდგენილი განათლების სისტემის ტრანსფორმაციის გეგმა აქტიურ ფაზაში შედის. წინასწარი სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და მიმდინარეობს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან. როგორც ცნობილია, განათლების რეფორმა განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს.

თბილისის ბაროკო ფესტივალი

6 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში „თბილისის ბაროკო ფესტივალისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე,

ახალგაზრდა ძიუდოისტთა წარმატება უნგრეთში

საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა, უნგრეთის ქალაქ დიორში გამართულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე, 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

კიოკუშინ კარატეში „კავკასიის თასი 2018“ გაიმართა

თბილისში მდებარე ძიუდოს აკადემიის საშეჯიბრო დარბაზში, კიოკუშინ კარატეში საერთაშორისო ტურნირი „კავკასიის თასი 2018“ ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის 300-მდე სპორტსმენმა მიიღო სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

მიხეილ ბატიაშვილი: „ეკონომიკური განვითარება ძლიერი, მოდერნიზებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნით არის შესაძლებელი“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეტ რუდთან და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან ერთად ყოველწლიური საერთაშორისო კონფრენცია,,ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში“ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ბრიტანელი ექსპერტის საკონსულტაციო შეხვედრები და ტრენინგები ინკლუზიური ხელოვნების განვითარების მხარდასაჭერად

5-10 ნოემბერს, თბილისს, ინკლუზიური ხელოვნების განვითარების დარგში მოღვაწე ბრიტანელი ექსპერტი ტიმ უილერი, ინკლუზიური ხელოვნების განვითარების მხარდასაჭერად, საკონსულტაციო შეხვედრებს მართავს, როგორც ინკლუზიური ხელოვნებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და პირებთან, ისე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

საავტორო თოჯინების მე-2 საერთაშორისო ფესტივალი

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი ArtDoll Tbilisi ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრო. ამადე დღეს, 13:00 საათიდან, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა ცნობილი ქართველი და უცხოელი მეთოჯინეების საავტორო ნიმუშები (ესტონეთი, რუსეთი, ჩეხეთი, ლატვია, უკრაინა, აზერბაიჯანი).

მანდატურის სამსახური ახალი მიდგომებით იმუშავებს

სკოლის მანდატურების როლი და ფუნქციები იზრდება. შესაბამისი კომპლექსური სამოქმედო გეგმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროთან ერთად შეიმუშავა. ახალი რეგულაციების ფარგლებში, მანდატურის სამსახურის ფუნქცია,

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა პროფესიული ტესტირება

2018 წლის შემოდგომის მიღებაზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა პროფესიული ტესტირება 31 ოქტომბერს დაიწყო და 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნული პროცედურა მთელი საქართველოს მასშტაბით 25 პროფესიულ საგანმანთლებლო დაწესებულებაში მიმდინარეობს.

მიხეილ ბატიაშვილმა და საფრანგეთის ელჩმა ორ ქვეყანას შორის განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს, პასკალ მენიეს, „ფრანგული ინსტიტუტის“ დირექტორს, პიერ კლუეს, და სამეცნიერო და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ატაშეს, ელეონორ გარნიეს, შეხვდა.

მიხეილ ბატიაშვილი: „აღფრთოვანებული ვარ თქვენი შრომისმოყვარეობით და იმ წარმატებით, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვეთ“

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს უმასპინძლა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები, მწვრთნელები და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე.