სიახლეები
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი -2017“ ფინალური ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, ყველა მონაწილეს სპეციალური სერტიფიკატი და ცალკეული ორგანიზაციის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ..png)
კლასიკური გიმნაზიის კურსდამთავრებული - ილიას 180 წლის იუბილე
ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის კლასიკური გიმნაზია საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზებას გეგმავს. ღონისძიებების ციკლი გამოფენით „ჩვენ ილიასთან ისტორია გვაკავშირებს“ გაიხსნება, რომელიც თბილისის კლასიკური გიმნაზიის ორსაუკუნოვან ისტორიას უკავშირდება და წარმოდგენილი იქნება სკოლის მუზეუმში დაცული ექსპონატები, უნიკალური ხელნაწერები და ილია ჭავჭავაძის პირადი მოხმარების ნივთები (მერხი, სკამი).ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი წეროვანში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდისთან და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, წეროვნის დევნილთა დასახლებას ესტუმრა.ქართულ-ესტონური თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში მომავალშიც გაგრძელდება
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი თბილისის 150-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც პირადად გაეცნო იმ საგანმანათლებლო პროგრამის მიმდინარეობას და შედეგებს, რომელიც საქართველოსა და ესტონეთის მთავრობას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.
საუკეთესოები პროფესიულ განათლებაში
პროფესიული განათლების მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის „პროფესიები მომავლისთვის” ფარგლებში, პროფესიული განათლების 45 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საჯარო გამოფენა გაიმათა, სადაც ათმა პროფესიულმა სასწავლებელმა დამთვალიერებელს ყველა საჭირო ინფორმაცია გააცნო, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის $12 მილიონი ბიუჯეტის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა.რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა რექტორთა საბჭოს მორიგ სხდომას უმასპინძლა. სხდომა ტრადიციულად, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა და ვრცლად ისაუბრა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, უმაღლესი პროფესიული პროგრამების მნიშვნელობაზე, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა ბაზაზე პროფესიული გადამზადების ცენტრების გახსნის აუცილებლობაზე, უცხოელი სტუდენტების მოზიდვასა და სხვ.პროფესიული განათლების ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში, პროფესიული განათლების მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „პროფესიები მომავლისთვის” გაიხსა.დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, დღეს (29 ოქტომბერს) საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს საგამოცდო ტესტირება, რომელში მონაწილეობაც სავალდებულოა, რადგან სახელმწიფო დაფინანსება შეუძლია მიიღოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ და ჰუმანიტარული ლტოლვილის სტატუსის მქონე იმ პირმა, რომელიც გადალახავს პროფესიული ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.
საცდელი ტესირება პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის
პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, დღეს (28 ოქტომბერს) საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა საგამოცდო ცენტრში საცდელი ტესტირება მიმდინარეობს. საცდელი ტესტი, აპლიკანტებს საშუალებას აძლევს ყოველგვარი შეფასების გარეშე გაიარონ ტესტირება და მოსინჯონ საკუთარი ძალები, რომელიც მათ საგამოცდო პროცესს გაუადვილებს.ქ. რუსთავში ქვემო ქართლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო"-ს მიერ ქალაქ რუსთავის 21- ე საჯარო სკოლაში, ქვემო ქართლის, წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
მთავრობამ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები დაამტკიცა
სკოლამდელ დაწესებულებებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად, საქართველოს მთავრობამ შესაბამისი სტანდარტები დაამტკიცა.აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება
აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით, საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. შესაბამისი მემორანდუმი ორ სამთავრობო უწყებას შორის 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღეს გაფორმდა.
საერთაშორისო შეჯიბრზე ქართველ სტუდენტს საუკეთესო წარმომადგენლის ჯილდო გადაეცა
ქალაქ აბუ-დაბიში გამართული პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრი გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდა - შვიდი ქართველი მონაწილიდან ერთ-ერთს, ქობულეთის პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ სტუდენტ ზურაბ შავიშვილს, სარესტორნო სერვისის შეჯიბრში საუკეთესო წარმომადგენლის ჯილდო მიენიჭა.აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური კონფერენცია გაიხსნა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპის განათლების ფონდის მიერ ორგანიზებული აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ვიცე პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.
შემუშავდა განახლებული განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ ახალი ფორმატით შეიმუშავა 2017-2021 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის პროექტები.საინფორმაციო შეხვედრა სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური მიდგომით სწავლებაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებების წარმომადგენლებთან, დირექტორებსა და ხარისხის მენეჯერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.დუალურ პროფესიულ განათლებაზე კონფერენცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით კონფერენცია ,,დუალური პროფესიული განათლება საქართველოში - პერსპექტივები კერძო კომპანიებთან ერთად’’ გაიმართა.თსუ-ს ბაზაზე მომზადებული გადაცემა ,,უნი-ვერსია” რეგიონულ ტელევიზიებში გავიდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიმედია-ცენტრის ბაზაზე მომზადებული გადაცემათა ციკლი- ,,უნი-ვერსია” საქართველოს რეგიონებში მოქმედი დამოუკიდებელი სატელევიზიო არხებით გადის და თსუ-ს პოპულარიზაციას უწყობს ხელს.განათლების სტრატეგიის ზოგადი განათლების ნაწილის საჯარო განხილვა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროს ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ახალ ფორმატში წარდგენის პროცესი საჯარო განხილვის ეტაპზე გადავიდა. სტრატეგიის ზოგადი განათლების ნაწილის საჯარო განხილვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა.
საქართველოს გუნდი WorldSkills–ის 44-ე საერთაშორისო შეჯიბრზე
ქალაქ აბუ-დაბიში, პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრზე, Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებმა 7 პროფესიაში - სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების მოწყობა და ვებდიზაინი იასპარეზეს და რამდენიმე დღის განმავლობაში ღირსეული კონკურენცია გაუწიეს ისეთი წარმატებული ქვეყნების კონკურსანტებს როგორიცაა - ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იაპონია, ჩინეთი და სხვ.სიახლეები ვერ მოიძებნა.