სიახლეები
სერტიფიცირებულ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!
გამოცხადდა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორთა შერჩევის კონკურსის მეორე ეტაპი - დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადის ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge.თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში 21-22 ნოემბერს კონფერენცია იმართება თემაზე „განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის და ადამიანის უფლებების სწავლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.სამუშაო შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ჯენერ ედელმანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე თავისი ხედვა გააცნო.სოლიდარობა აქციას „მე აქ ვარ''
თბილისის კლასიკური გიმნაზია შეუერთდა აქციას „ მე აქ ვარ'', , რომელიც მიზნად ისახავს დედაქალაქში აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისათვის 15 წლის ზემოთ, ცენტრის შექმნას. ცენტრის შექმნის იდეა ეკუთვნით „ აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდს'', რომელიც დაარსებული იქნა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების მიერ.მიხეილ ჩხენკელი: ახალი საერთაშორისო კინოაკადემია გახდება რეგიონის ინტელექტუალური ცენტრი
დღეს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა ამერიკელ რეჟისორთან, დევიდ ლინჩთან და მისი ფონდის დელეგაციის წევრებთან.მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისა და ნაყოფიერი ორგანიზაციული საქმიანობისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა.მიხეილ ჩხენკელისა და ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის გაცნობითი შეხვედრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. მხარეებმა განათლების სისტემაში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილ ერთობლივ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“ გაიხსნა.განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე ჩეხეთთან შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ დანა პრუდიკოვამ განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი და დაწყებითი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.შეხვედრა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პირველ სამუშაო დღეს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ გამოწვევებზე წარიმართა. ამ მიმართულებით იყო აზრთა თანხვედრა და შეთანხმება, რომ პრობლემის მოგვარებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების კუთხით, სამინისტრო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას კომიტეტთან.ადამიანური კაპიტალის განვითარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა
მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების საჭიროებების შესახებ დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების, ასევე, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზებისა და საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა მართავს თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე სამუშაოს ევროკომისია დადებითად აფასებს
საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების განხორციელების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში, საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული პროექტები დადებითად შეფასდა და მასში პოზიტიური კუთხით არის საუბარი როგორც ზოგად, ასევე პროფესიულ, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე..png)
უცხოელი პედაგოგები ქართულ პროფესიულ კოლეჯებში
პროგრამაში „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად'' წელს პირველად, პროფესიული სასწავლებლები ჩაერთნენ. უცხოელმა მოხალისე მასწავლებლებმა, ქართველ კოლეგებთან ერთად, კოლეჯებში მუშაობა უკვე დაიწყეს.
შუაფხოელი მოსწავლეები ამიერიდან სრულ საშუალო განათლებას მიიღებენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას გადაწყვეტილებით, შუაფხოს საჯარო სკოლას მე-10, მე-11 და მე-12 კლასები დაემატა. სკოლა წლების განმავლობაში ცხრა კლასიანი იყო.ილიას სახლმუზეუმმა წარჩინებულ მოსწავლეებს უმასპინძლა
ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ზვიად როსტომაშვილთან ერთად, კახეთის რეგიონის 282 მეათეკლასელ წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.შეხვედრა ბავარიის მევენახეობისა და მებაღეობის ინსტიტუტის პრეზიდენტთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართვლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დუალური განათლების მიმართულებით გერმანელ პარტნიორებს შეხვდა.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართვლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დუალური განათლების მიმართულებით გერმანელ პარტნიორებს შეხვდა.ილიას 180 წლის იუბილე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში
დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც დიდი ილია სწავლობდა, 20 ნოემბრის ჩათვლით გრანდიოზული ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებების ფარგლებში, 7 ნოემბერს საფუძველი ჩაეყარა სკოლის კურსდამთავრებულთა საზოგადოების დაარსებას, რომელთა შორის არიან მწერლები, პოლიტიკოსები და ის წარმატებული ადამიანები, რომლებიც შემდგომში სკოლის განვითარებასა და გაძლიერებაზე იზრუნებენ.
საქართველოში სწავლის მსურველ უცხოელთა რიცხვი 50%-ით გაიზარდა
მიმდინარე წელს პირველად, საქართველოს უნივერსიტეტები რამდენიმე საერთაშორისო გამოფენასა თუ კონფერენციაზე წარსდგნენ პროექტით „ვისწავლოთ საქართველოში“. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებულია და მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის პოპულარიზებას და უცხოელი სტუდენტების მოზიდვას.
თსუ-ს 100 წლის იუბილე UNESCO-ს ეგიდით გაიმართება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე იუნესკოს ღონისძიებათა სიაშია - გადაწყვეტილება პარიზში გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მიიღეს.სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების თემატური ჯგუფის შეხვედრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური სწავლების (Work- Based Learning) თემატური სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა.
რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ახალი ფორმატი
საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები ახალ ფორმატში გადადის. პირველად, ამ ინიციატივის ფარგლებში, კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით "რესურსცენტრების დღე", სადაც განხილული იქნა რესურსცენტრების განვითარების საჭიროებები და სკოლებთან კომუნიკაციის პრობლემების გადაჭრის გზები.სიახლეები ვერ მოიძებნა.