ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8109

ფილტრი

ნაპოვნია8109

შეხვედრა ინკლუზიური განათლების საკითხებზე

საქართველოს განათლებისა და მეცნერების მინისტრი ბატონი მიხეილ ჩხენკელი საინიციატივო ჯგუფს შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ სპეციალური მასწავლებლები, სპეციალურ მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი და მშობელი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინკლუზიურ განათლებაში არსებულ გამოწვევებსა და კონკრეტულად, სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების საკითხებს.

სამუშაო შეხვედრა ფსიქოლოგებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, ბავშვთა ფსიქოლოგებთან და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადება

პირველ რიგში კიდევ ერთხელ გამოვხატავ გულისტკივილს იმ ტრაგედიის გამო, რომელმაც ორი ახალგაზრდა სიცოცხლე შეიწირა და სამძიმარს ვუცხადებ მშობლებს, ახლობლებსა და მთელ საზოგადოებას. შესაბამისი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უსწრაფესად მოხდეს სიმართლის დადგენა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიასა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მინისტრის განცხადება მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, გულის სიღრმემდე შემძრა ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ. უპირველეს ყოვლისა, ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს. ექიმები ძალისხმევას არ იშურებენ და იმედი გვაქვს, მოხერხდება მძიმედ დაჭრილი მოსწავლის სიცოცხლის გადარჩენა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

სამინისტრო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1000-ზე მეტ სტუდენტს დააფინანსებს

მთავრობის სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ სტუდენტთა დაფინანსების საკითხი განიხილეს. გადაწყდა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტუდენტების 2017-2018 წლის სწავლებას დააფინანსებს.

დუალური განათლების დაფინანსების საკითხებზე სემინარი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსა და ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით "სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების დაფინანსების" თემაზე სემინარი გაიმართა.

მიხეილ ჩხენკელის შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ლაილა ომარ გადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც განხილული იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები.

ხაშურში ახალი სასწავლო კორპუსი გაიხსნა

ქალაქ ხაშურის პირველი საჯარო სკოლის ახლად რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ ხაშურის პირველ სკოლას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს და იგი ამ მხრივ მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია. გასულ წელს სკოლას 100 წელი შეუსრულდა.

სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის “Aflatoun International” აღმასრულებელ დირექტორთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ყოფილ წარმომადგენელს და ამჟამად, ნიდერლანდებში მდებარე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის “Aflatoun International” აღმასრულებელ დირექტორს როლანდ მონაშს შეხვდა.

„შემოდგომის ლეგენდა 2017“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა" 2017 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველი საპრიზო ადგილი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ხატია იათაშვილს ერგო, მეორეადგილოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე კალმახელიძე გახდა, ხოლო მესამე ადგილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ ჭუმბურიძემ დაიკავა.

პროფესიულ კოლეჯებში სწავლა დაიწყო

პროფესიულ კოლეჯებში 2017 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყო. სწავლის დაწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირადად მიულოცა პროფესიული კოლეჯის „აისი“ სტუდენტებს და მათთან ერთად, წარმატებები უსურვა 8 000-დე პირველკურსელს.

შრომითი უნარების განვითარების პროგრამა სკოლებში

მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს 138 საჯარო სკოლაში. ერთ-ერთ მათგანს, თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ეწვივნენ და შრომითი უნარების კურსს დაესწრნენ საკონდიტრო და სარესტორნო საქმის მიმართულებით.

მიხეილ ჩხენკელი აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებულ ორმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობას. განსაკუთრებული აქცენტი ამერიკის მთავრობის ინვესტიციის მნიშვნელობასა და საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აქტივობებზე გაკეთდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ოთხი მოადგილე ეყოლება

მინისტრის პირველი მოადგილე კვლავ ქეთევან ნატრიაშვილი იქნება. თანამდებობებზე დარჩებიან ასევე მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია, ხოლო მეოთხე მოადგილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკოსი ალექსანდრე თევზაძე გახდება.

მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების პროგრამას ახორციელებს, რომლის საფუძველზეც, მოსწავლეებს საშუალება აქვთ მოსინჯონ სხვადასხვა პროფესია, დაეუფლონ და განავითარონ საჭირო საბაზო უნარები.

პროფესიული განათლების ევროპული კვირეული კონფერენციით გაიხსნა

საქართველოში პროფესიული განათლების ევროპული კვირეული დაიწყო, რომლის მიზანს პროფესიული განათლების მიმზიდველობისა და იმიჯის გაუმჯობესება წარმოადგენს. კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, კონფერენცია „უნარები ტურიზმისათვის და ტურიზმი უნარებისთვის,, გაიმართა, რომელიც ტურიზმის სფეროში სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური მიდგომით სწავლების საკითხებს ეხებოდა.

ახალი პროფესიები სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის

პროფესიული განათლების ევროპის კვირეულის ფარგლებში, ფერმერთათვის და სფეროში ჩართული პირებისათვის, სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი საკვალიფიკაციო პროგარმების პრეზენტაცია გაიმართა.

კოლეჯი „სპექტრი“ უახლესი სტანდარტების ლაბორატორიებით აღიჭურვა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ უახლესი სტანდარტების ლაბორატორიებით აღიჭურვა.

„კნაუფის“ სასწავლო ცენტრი გაიხსნა

კომპანია „კნაუფის“ ბაზაზე სასწავლო ცენტრი გაიხსნა, სადაც განათლების მიღებისა და გადამზადების ნებისმიერი მსურველი უსასყიდლოდ მიიღებს სპეციალურ პროფესიულ განათლებას მშრალი და ტრადიციული მშენებობლობის სხვადასხვა დარგში.